და მილახავენ მოქალაქის მთავარ უფლებას!
ცრემლი მდის, თითქოს სევდა აწვიმს ნაზ იასამანს და ქრება დროში გამოცვლილი ოცნების ფარდა! წამში კვდება ქარის მოგლეჯილი ია და მას უკან ვერავინ მოაბრუნებს სურვილის გარდა! სამყარო ფეთქავს… ყურს უგდებენ მის ყრუ გოდებას ხეთა ჩეროში შეყუჟული ლურჯი იები და მონატრების ჩუმი სევდა ფანტავს გონებას... გაზაფხულზე ხომ დაგრძელდება კვლავაც სიები! ეულ სხეულში მომწყვდეული სული ეულად, ჩურჩულით იტყვის მოგონების ცივ შესანდობარს, სენტიმენტისგან ჩაითვლება გამოწვეულად, წამში რომ იცვლი წარმოდგენებს ანდა მეგობარს! ნაზი აკორდის აჟღერება ეუცხოება სისასტიკეში გამოწრთობილ ყრუ-მუნჯ არსებას და სხვა ენაზე მოსაუბრის გაუცხოება დაწესებულა… ირჩევს კაცი ქრთამის აღებას! აღარ ჩანს წამი, გაპარულა შეუჩერებლად, ლაღად შეუკრავს ცის კამარა „თავისუფლებას“... მტკივა დროება… მტკივა ძლიერ, გაუნელებლად და მილახავენ მოქალაქის მთავარ უფლებას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.