შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულით უნდა იგრძნო


15-01-2021, 15:50
ავტორი სალისალომე
ნანახია 856

განსაკუთრებულად მიყვარს ადამიანები,მათი ბუნება რომელიც ორი ნაწილისგან არის შემდგარი.ერთი ბუნებრიობისკენ,რომ მიისწრაფის და მეორეს სადარდებლად მატერიალურობა,რომ შემორჩენია.დგება ხოლმე ცხოვრებაში ის მომენტი როდესაც არჩევნის გაკეთება გვიწევს.ყველას ჩვენი გზა გვაქვს ისევე როგორც სურვილები.ჩვენი ნებაა სულიერებას ავირჩევთ თუ ხორციელ სამყაროს.საერთოდ როცა ადამიანს ხორციელება ურჩევნია ის მეტად ხელოვნური და ხარბი გამოდის ის ვინც ხორციელი სილამაზით აფასებს ადამიანს ყველა შემთხვევაში არასწორი ქმედებაა.ჯერ სულიერება უნდა დააფასო,შინაგანი სამყარო ამოიცნო გულით შეაფასო ადამიანი და არა გარეგნულობით...ჯერ შიგნით უნდა იყოს ჯანსაღი და სულით კეთილი,ლამაზი და მერმე მშვენიერი.აბა,რაც არ უნდა პრინცესას სახე ჰქონდეს,სული თუ სიბინძურით ჰქონდა სავსე განა მადლი აქვს ნიღაბ აფარებულ,ხელოვნურ სილამაზეს? ჯერ ადამიანში სულიერება უნდა დავაფასოთ მისი თბილი ბუნება,კეთილგანწყობილება და ამის შემდეგ სილამაზე რომელიც ხშირ შემთხვევაში თვალს ატყუებს.მაგრამ მასაც თავისებური დამსახურება აქვს პიროვნებას ავსებს და ხიბლს სძენს.ხშირად ფიზიკურობაზეც აისახება შინაგანი სამყაროს სიკეთე ნათელივით გადაეფინება ხოლმე იტყვი ხორციელს ნათლავს წმინდა წყალი გარდისხმევა მასზედ და სულიერებას უერთდება-ო.ადამიანები ვიბადებით სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების.ღვთისგან საჩუქრად მის მფარველობას ვიღებთ და დაბადებიდან 40 დღის შემდეგ ვეზიარებით რწმენას და ნათელნი ვხდებით.წმ.წყალი გადმოდის პატარა ანგელოზთა თავზედ ასე

და ამგვარად გადმოდის უფლის მადლი ასე ვხდებით ქრისტიანები.ამის შემდგომ ვხდებით ღმერთის შვილად წოდებულნი და გვწამს მისი.მე,ამით ვცოცხლობ.მადლობა,ღმერთს ყველაფრისთვის,ყველა სიკეთისთვის,სიყვარულისთვის.მე,ღვთის იმედით ვარსებობ და ძლიერი ვარ მისით.ადამიანი რწმენის გარეშე წარმოუდგენელია,თუ მუდამ ღმერთთან ახლოს ვიქნებით მისი მფარველობა მუდამ თან გაგყვება მშვიდი სიცოცხლეც გვექნება.ღმერთი გვასწავლის სიკეთეს,სიყვარულს,ადამიანობას,გვინერგავს ყველაფერს კარგს და გვაყენებს სწორ გზაზე.ის გვაძლევს შანს,შესაძლებლობებს რომელიც ცხოვრების მანძილზე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,არცერთი შესაძლებლობა ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ.უნდა დავაფასოთ ყოველი წუთი,წამი,ყველა შანსი და შესაძლებლობა რასაც უფალი გვჩუქნის.უნდა მივიღოთ ის რაც ძალიან გვინდა,ვიშრომოთ,ვიმუშაოთ ოღონდ ეს შრომა იყოს ნაყოფიერი და ჩვენთვის სასიამოვნო რაც გულს გაგვიხარებს,გაგვათბობს და დაგვაფიქრებს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე.არანაირი სევდა,არცერთი ცრემლი შენი მშვენიერი თვალებიდან...არანაირი ბრაზი,შენ არ ხარ ამის ღირსი.შენ ბედნიერი უნდა იყო,სულ უნდა იღიმოდე რადგან ღიმილი ძალიან გიმშვენებს სახის ყველა ნაკვთს და თვალებს გიბრწყინებს.-ეს სიტყვები ხშირად გაუმეორეთ ხოლმე საკუთარ თავს.გაიხალისე თავი პატარა,თითქოს უმნიშვნელო მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ძვირფასი და მთავარი დეტალებით.ის რაც შემდეგ ,მომავალში შენს ცხოცრებაში მნიშვნელოვნად აისახება.ასევე მიმაჩნია ისიც,რომ რაც ირგვლივ ხდება ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი,პასუხი და გამართლება.სულ კარგი ვერ იარსებებს ზოგჯერ არასასიამოვნო ფაქტებიც ხდება სიცოცხლეში ამას უბრალოდ თვალი უნდა გავუსწოროთ,შევეგუოთ რადგან რაც არ უნდა წინააღმდეგობა გავუწიოთ მოსახდენი ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.ოცნებებიც მაქვს სხვა ადამიანების მსგავსად.ჩემივე ტკბილი სურვილები რომელთა ასრულებასაც დიდი იმედით ველი.ცხოვრებას კეთილი ადამიანები მილამაზებენ მე,მათ ვენდობი ისინი კი მე მენდობიან.ისინი მე მაბედნიერებენ და არ ვიცი უბრალოდ მათი სიკეთის იმედი მაქვს.მინდა ვიყო დამოუკიდებელი ადამიანი რათა სხვების

იმედზე არ ვიყო და ჩემიც მქონდეს.ჩემით ავიწყო ცხოვრება,შევიქმნა სასურველი კარიერა რათა უზრუნველი მომავალი მქონდეს.მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო,რომ ეს შემიძლია.მიზნები ბევრი მაქვს,საფიქრალი ამაზე უფრო მეტიც თუ რა მინდა,ვინ მინდა გამოვიდე მომავალში.მისწრაფებაც მაქვს მომავლის პროფესიებზე,ვოცნებობ მოდელობაზე,წითელ პოდიუმზე სადაც ადამიანები გამიცნობენ,ზოგიერთისთვის კარგ შთაბეჭდილებას მოვახდენ,გამოვალ ჩვენებებზე,დეფილეებზე წარვადგენ ლამაზ,დახვეწილ,მოდურ ტანისამოსს.აგრეთვე მსურს შევისწავლო უცხო ენები და გავხდე უცხო ენების სპეციალისტი და ვიყო მეიქ აფ არტისტი...წიგნებიც ერთ-ერთი დიდი გატაცებაა,მსურს დიდი ბიბლიოთეკა მქონდეს სადაც ჩემთვის საყვარელი ყველა წიგნი იქნება.როგორც ხედავთ მადლიერი ვარ ცხოვრების და ამას გირჩევთ თქვენც.მომავალი წინ არის,საკმარისი დროც აქვე შესაძლებლობებიც არსებობს ამ სურვილების რეალობად გადაქცევის.ახალი წელი მოდის,ის დრო როცა ყველა სურვილი და ნატვრა ხდება.მჯერავს ახალი წლის,ახალი წელიწადის და ვისურვებდი,რომ კაცობრიობამ თავისუფლება იგრძნოს.ჩემი შობის სასწაული,ყველა ჩემი გამოყენებული შანსი და შესაძლებლობაა და მომავალშიც ასე იქნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent