***
2015 წელი. 27 დეკემბერი. სუსხიანი ზამთარი იდგა. თოვლის მსხვილი ფანტელები, უხეშად ეხეთქებოდნენ ხის ფანჯრებს და იქედან მომზირალი წყვილი თვალები, მიდამოს თვალს ავლებდა. ყველა სახლში იყო შებუდებული, თუმცა მხოლოდ ერთ გოგონას არ ადარდებდა არსებული სუსხი. ფიზიკური სიცივე, შინაგანზე მეტად თბილი იყო და ვერაფერს აკლებდა... კარები გააღო და უფრო შესცივდა, როდესაც ქალის უემოციო და ყინულივით მზერას შეანათა მწვანეები. -სად იყავი?-მშვიდად და აუღელვებლად ჰკითხა ქალმა. -... -სად იყავი?-დამარცვლით გაუმეორა. -... -ჯანდაბა, ნენე. სად იყავი?-უკვე ქალის ხმას სიმტკიცე დაეკარგა და ნერვიულობა დაიწყო. -სასეირნოდ..-იყო ძალიან მშვიდი და ჩუმი. -მამაშენი იყო მოსული,-ბოკალი წითელი ღვინით შეავსო, ხარბად დაეწაფა სითხეს და სისხლს შეურია. -მერე? -შენი წაყვანა უნდა. -გასაგებია. -წაჰყვები?-გატყდა საბოლოოდ ქალის ხმა. -არ ვიცი. -ნენე... -გისმენ. -მიმატოვებ? ნენემ იგრძნო, თუ როგორ გადაყლაპა ცრემლის დიდი ბურთი ქალმა. ეტკინა, სადღაც-გულის სიღრმეში. თითქოს, რაღაც ძალიან ღრმად შევიდა მის მფეთქავ ორგანომდე და წამით ფეთქვაც შეაწყვეტინა. იგუდებოდა. აღარ შეეძლო. ამდენად ძლიერიც არ იყო... -არა, არ მიგატოვებ..ასე არ მიგატოვებ. -შვილო, ჩამეხუტე. იყო ჩახუტება, მაგრამ ცივი...ისეთი, სისხლს რომ გაგიყინავდა და გაიძულებდა, მალე წასულიყავი. ეს არ იყო დედისა და შვილის თბილი ჩახუტება. ეს უბრალო მოვალეობა იყო, რომელსაც თანაგრძნობას უწოდებდა ნენე. -დავიძინებ, დედა. -მიდი..მიყვარხარ. უბრალოდ გაუღიმა და წავიდა. ცივი ლოგინი, ცივი სული და არაფრისმთქმელი გრძნობები-ეს იყო დარჩენილი გოგონასგან, რომელიც ერთ დროს არსებობდა და ცხოვრობდა, მაგრამ ახლა უბრალოდ არსებობს. ეს არსებობაც, ხანდახან ისე ურევდა გულს...ისე ახრჩობდა, უნდოდა საბოლოო ნოტი დაეკრა და დაესრულებინა მისი სიმფონია, რომელიც ღმერთმა დაუწერა. ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ეს სიმფონია ასე ტრაგიკული...ან იქნებ ხვდებოდა? ფერადი იყო სამყარო, მაგრამ არა მისი. შავი ნისლი ფარავდა ყველაფერს. ესმოდა მისი ყველაზე ბნელი ნაწილის ტკივილი ქვემოდან რომ სულისშემაძრწუნებლად კიოდა და შველას ითხოვდა, მაგრამ მშველელი არ ჰყავდა. რწმენას ითხოვდა, მაგრამ ისეთი არავინ ჰყავდა, რომ რწმენა ჩაენერგა. ან რისი რწმენა? უკეთესი დღის..? მისი ყოველი დღე, უარესი იყო. გამოსავალი ერთი ჰქონდა, მაგრამ საკმარისად გაბედული არ იყო... -დედა, გავდივარ. -სად? -არ ვიცი. საღამოს მოვალ. -კარგი. მიუყვებოდა გზას და არ იცოდა სად მიიყვანდა ეს გზა, მაგრამ ამბობენ-ყველა გზა ღმერთთან მიდისო და ნენეც ღმერთამდე მივიდა... -ნენე, ჩემო გოგონა, როგორ გამახარე,-შეეგება თბილად მამა იოანე, როდესაც დიდი ხნის უნახავი ნათლული იხილა. გოგონა სრულიად შეცვლილიყო. ხასხასა ვარდისფერი ლოყები, სულ გასთეთრებოდა, მწვანეებში სინათლე ჩამქრალიყო. აღარც ბავშვური სიანცე და სიხალისე აღარ ხარობდა...გული მოუკვდა მამა იოანეს. -გამარჯობა, ნათლია,-მკრთალად გაუღიმა-როგორ ხართ? -კარგად, ჩემო შვილო. შენ? -გმადლობთ, მეც კარგად. -საუბარი გინდა?-მიხვდა მაშინვე რაც აწუხებდა გოგონას... -დიახ. -გისმენ, ჩემო გოგონა. -იცით, მამაჩემი იყო მოსული...-წამით შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა. თითქოს რაღაცას ელოდაო, მაგრამ არ იცოდა რა იყო ეს..ამ დროს, ხელზე შეგრეძნება იგრძნო. მამა იოანე გახლდათ და ამით აგრძნობინა გოგონას, რომ მასთან იყო. თითქოს ამას ეოლოდა ნენეც და განაგრძო,-ჩემი წაყვანა უნდოდა, მაგრამ სახლში არ ვიყავი. დედაჩემი ანერვიულებული იყო. ალბათ იჩხუბეს კიდეც, არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ. მე კიდევ იცით რა მინდა? -... -სამუდამოდ დავისვენო ყველასგან,-ყველა დაგროვილი ემოცია, ამ სამ სიტყვას ამოაყოლა და ცრემლებმა, თავისით გაიკვლიეს გზა გათეთრებული სახეზე. -შვილო..-გულში ჩაიკრა ნათლიამ ნათლული და ისე ჩაეხუტა, რომ გოგონას აცახცახებული სული, მთლიანად სიმშვიდემ მოიცვა.-შემომხედე. მე შენ უფრო ძლიერ პიროვნებად გიცნობდი. ასე არ უნდა გაგტეხვოდა სული. -მე მარტო ვარ, გესმით? მარტო. ვერ ვებრძვი ყველაფერს მხოლოდ მე. რთულია..ძალიან რთულია. -მესმის, მაგრამ შენს თავში უნდა ეძებო ძალა. უნდა მოინდომო. ვიცი, რომ შეგიძლია, უბრალოდ ნებდები, ხვდები? შენს უსასოობას ნებდები. ეშმაკს უფლებას აძლევ, რომ შენზე იბატონოს და იმაზე მეტად გამოგაცალოს სასიცოცხლო ძალები, ვიდრე ზოგადად გაცლის და გვაცლის. ნენე, იბრძოლე! შენი თავისთვის იბრძოლე... -როდემდე?-ტირილისგან დასიებული თვალები შეანათა ნათლიას. -სანამ პირში სული გიდგას!-ხმა ძალიან მშვიდი და მტკიცე იყო. 2020 წელი. 7 მარტი. სასოწარკვეთილი ქალის გაბმული კივილის ხმა, მთელ სამეზობლოს მოედო. ნახეს, თუ როგორ ცურავდა სისხლის ზღვაში ქალი და ხელში გოგონა ეჭირა, რომელიც ყველაფრისგან ღონემიხდილს, სიკვდილის ფერიც აღარ ჰქონდა. -დამეხმარეთ..-ეს თქვა და გაითიშა. ისიც სისხლიან გუბეში, ერთიანად შთაინთქა. უყურებდნენ უბრალოდ გახევებულები და ვერ აკეთებდნენ ვერაფერს. ან რა უნდა ექნათ...?!სიცოცხლეში არაფერი მოუმოქმედებიათ და ახლა მხოლოდ ერთ ცრემლს თუ გაიმეტებდნენ, ისიც ნამუსის გამო... ნენე ხუთი წლის განმავლობაში იხსენებდა და იმეორებდა ნათლიის სიტყვებს-„სანამ პირში სული გიდგას..“! უძლებდა, სანამ სუნთქავდა. კვდებოდა ყოველ დღე. სული, ისედაც ათას ნაწილად დაყოფილი, უფრო იყოფოდა ყოველ წამს და საბოლოოდ, ისეთი ფარფატა გახდა, მოახერხა და ნელმა სიომაც კი წარიტაცა. ყველაფერი-ოცნებები, მოგონებები და მომავალი, ცივ სამარეს მიაბარეს, გოგონასთან ერთად. ვეღარ გრძნობდა სიცივეს. უკვე მთლიანად გაციებულიყო. იქნება სულაც მიეჩვია სიცივეს? ყველა მხრიდან ხომ ყინულის სასახლეში ცხოვრობდა..?! გაწვიმდა. ისე იწვიმა, როგორც არასდროს. საფლავთან, მხოლოდ ქალი იდგა-შავებში. არ ტიროდა, უბრალოდ იჯდა და სარწეველა სკამივით ქანაობდა. მერე გაჩერდა. მაღლა აიხედა და წვიმას შეუშვირა გახურებული სახე. ცივი და თბილი ტალღები, ერთმანეთს ცვლიდნენ და ბოლოს გაიყინა ყველაფერი. საფლავზე დაემხო და მისი ტირილის ხმამ, ბუნება დაადუმა. გაიყინა დრო და სუნთქვა შეწყვიტა დედამიწამ... კიდევ ერთ ახალგარზდა სხეულს, ცივი სამარე დაეპტრონა-სამუდამოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.