შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

' გრავიტაცია ' (6)


2-04-2018, 23:39
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 656

* * *
მეორე დილით ნენე და თებე ერთად წავიდნენ უნივერსიტეტიში,ალექსანდრეს ლექციას რომ დასწრებოდნენ.
- იმედია დღესაც არ იჩხუბებთ ,- უთხრა ნენემ,სანამ აუდიტორიაში შევიდოდნენ და კარი შეაღო ,-დავალება გაქვს,მშვიდად იყავი ,-მიუგო მან.
- მე ჭკვიანად ვიქნები,მთავარია ალექსანდრეს არ მოუარონ დალოცვილებმა ,-მიუგო თებემ
- ვნახოთ ,- ხელი მოკიდა მეგობარს და ისე მივიდნენ დასაჯდომად.
აუდიტორია მალევე შეივსო სტუდენტებით და ალექსანდრეც გამოჩნდა ჰორიზონტზე.ყველას მიესალმა და მის კუთვნილ მაგიდასთან მივიდა,აუდიტორია მოათვალიერა და თებე რომ დაინახა დამშვიდებული ჩამოჯდა,სიის ფურცელი მოიმარჯვა და ამოკითხვა დაიწყო.

- დღეს რა უცნაურად გამოიყურება? - გადაუჩურჩულა თებემ ნენეს და ალექსანდრეს კარგად დააკვირდა.მამაკაცს თმა გულმოდგინედ ჰქონდა გადავარცხნილი,შავი კოსტუმი და ნაცრისფერი პერანგი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს,თუმცა ჰალსტუხი ზედმეტად მოეჭირა და გეგონებოდათ თავს იხრჩობსო. - გემონება აქვს,რას ერჩი ,-აგრძელებდა ჩურჩულს,თან თვალს არ აცილებდა,მის მოძრაობებს აკვირდებოდა ,- მემგონი ეს კოსტუმი პატარა აქვს ,- როცა მიხვდა ნენე არ უსმენდა ჩაიბურტყუნა თავისთვის და დაკვირვება გააგრძელა.
- გაჩუმდი,- თხოვნით მიმართა ნენემ და რაღაცის წერა დაიწყო რვეულში.
- ჩუმად ვარ ,- ცივად მიუგო თებემ და წამოდგომა დააპირა,თუმცა ალექსანდრემ შენიშნა და ისეთი სახით შეხედა, ფეხები აებლანდა და ლამის სკამიანად გადაყირავდა.გულ აჩქარებული ამდგარი არ იყო,უკან დაჯდა და თავი მაგიდაზე დადო ,- სულ მე რატომ მიყურებს? - ბურტყუნებდა თავისთვის,ნენე კი თავს ძლივს იკავებდა რამე რომ არ ჩაეფარებინა თავში.
- რაც ლექცია დაიწყო ენა არ გააჩერე,რა დაგემართა ,- დაიხარა და ჩაულაპარაკა თებეს.
- არ ვიცი ,- თავი აწია და შეხედა ,- ერთი სული მაქვს დასრულდეს ლექცია ,ვეღარ ვძლებ ,- მოწყენილი სახით მიუგო ,- წაიღო ყურები ამისმა რუსულმა ,ცოტა ქართულადაც რომ თქვას არ შეიძლება?
- არა,თებე,არა !
- კიდე რამდენი ხანი უნდა ვუყურო?
- ორი საათი,მალე შესვენება იქნება და კაფეში ავიდეთ ყავა დავლიოთ ...
- ვერ მოვასწრებთ,სულ რომ დასრულდება მერე ავიდეთ.
- როგორც გინდა .

* * *
ალექსანდრე უკვე წუთებს ითვლიდა,რომ ლექცია დაესრულებინა და სახლში წასულიყო.წარამარა საათს დაჰყურებდა და შეწუხებული სახით ავლებდა თვალს სტუდენტებს.თებე ყურადღებას არ აქცევდა,იჯდა და კალმით ფურცელზე ხატავდა.
ნენე დავალებას ინიშნავდა და თებეს არც კი უყურებდა.
- 5 წუთიც და სახლში წავალთ ,- ხატვას მოსწყდა თებე და აღტაცებულმა თქვა ,- მეყო დღეს ყორნის ყურება ,- ალექსანდრეს გასაგონად მიუგო ნენეს.
- ღმერთო შენ მიშველე ,- ამოიოხრა ნენემ და ხელის გულები სახეზე აიფარა ,- ეს ვინაა? - ბურდღუნებდა შეწუხებული ,- მეცოდებით,ბატონო ლექტორო.


ალექსანდრე ისეთი სახით უყურებდა თებეს,გოგონას თავი ბრძოლის ველზე წარმოედგინა,სადაც არ იცოდა,რომელი მხრიდა შემოუტევდა მტერი.ორივე დაჟინებით უცქერდა ერთმანეთს და შიგადაშიგ წარბებს ჭმუხნიდა.ნენე თავს ვერ იკავებდა და მათი შემყურე სიცილით იგუდებოდა.
ლექციაც დასრულდა და თებე პირველი მივარდა კარს.
- კარგად, - მიუგო ალექსანდრეს და კარი გააღო თუარა იმ წამსვე გარეთ გავარდა.ნენეც დაემშვიდობა ალექსანდრეს და თებეს გაეკიდა უკან.
- დამელოდე,-უყვიროდა ნენე ,- ფეხები მეტკინა,სად გეჩქარება.
- ისე გამახარა ლექციის დასრულებამ ,ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი ,- მიუგო და გაჩერდა,-წამოხვალ?
-სად?
-ჩემთან! - ხელი მოკიდა ,-უარი არ მიიღება,რამე ავიყოლოთ,ყავას დაგალევინებ და ფილმს ვუყუროთ.
- კარგი,ოღონდ დღეს ვერ დავრჩები
-კი ბატონო ,- მოეხვია გახარებული ,- ცოტახნით ხომ მაინც წამოხვალ,არაუშავს ,-მიუგო და მასთან ერთად გააგრძელა სიარული.


* * *
- რა ჯანდაბად მინდა,მოაშორე,- უკვე სადარბაზოში იყვნენ ქალის ხმა რომ გაიგონეს ,-ვარდები რატომ არ მომიტანე? - აგრძელებდა ქალი საშინელი ხმით საუბარს.თებემ იცნო მისი ქვედა მეზობელი და ნენეს გადაუჩურჩულა.
- ისევ ქმარს ლანძღავს,ნეტავ ახლა რა მიზეზით? - მხრები აიჩეჩა ორივემ და კიბეებზე ასვლა დაიწყეს,ხმაც უფრო მკაფიო გახდა.
- მომაშორე ,- თებე და ნენე უკვე მათ სართულზე იყვნენ, როცა დაინახეს როგორ აჩეჩებდა ხელებში ქალი თეთრ გვირილებს, საწყლად მოფუზულ კაცს ,- წითელი ვარდების გარეშე სახლში მოსული არ დაგინახო ,- აგრძელებდა ჩხუბს.
- წადი შენი ,- შეუკურთხა კაცმა და გვირილებიანად კიბეებზე დაეშვა.თებე გამოიწია,თორემ დააგორებდა კიდეც,ისეთმა გამწარებულმა ჩაირბინა.
- შენ რა უგულო ქალი ყოფილხარ ,- ვერ მოითმინა თებემ და მივარდა მეზობელს,-უსირცხვილო ქალო,რა ღირსი ხარ,ან ამ კაცის ან ყვავილების,რას აიკელი კორპუსი ყვირილით,განა შეიძლება ნორმალურმა ქალმა გვირილების გამო ქმარი სახლიდან გააგდოს?
-შენ ვინ გეკითხება ,-დაუყვირა ქალმა ,-შენ თავს მიხედე,შინაბერად არ დარჩე.
-ხმა გაიკმინდე,ქალო,ნატრულობენ ქმარმა ერთი პატარა ყვავილის ღერო მომართვასო,შენ კიდე დგახარ და მთელი სამეზობლოს გასაგონად ლანძღავ,შენისთანები არ იმსახურებენ სიყვარულს,ცემაში უნდა ხდებოდეთ სული და მერე დააფასებენ ქმრის ზრუნვას,წამოდი ნენე,თორემ მოთმინების ფიალა ამევსო და თუ ვწვდი ამ ტილიან თმაში,გადავაცლი ქოჩორს,-ხელი მოკიდა ნენეს და კიბეებზე აირბინეს.ქალი გაშეშებული იდგა და ხან ზემოდა კიბეებს უყურებდა,ხან ქვედას.

- რატომ ჩაერიე? - ჰკითხა ნენემ,როცა სახლში შევიდნენ
- ხან რაზე ეჩხუბება საცოდავ კაცს,ხან რაზე,დამღალა მაგათმა ჩხუბმა,კვირა არ გავა რაღაცა რომ არ მოხდეს,გვირილები მიართვა,ტარაკნები ხოარ მიუყვანია.
- შენ ნუ ჩაერევი,თვითონ გაარკვევენ.
- ნეტა მე მომართვას ვინმემ თეთრი გვირილების თაიგული და სიხარულით ტანზეც კი შევახტები.
- რას იზამ? - სიცილით ჰკითხა ნენემ ,- ალექსანდრეს ხოარ ვთხოვო მოგართვას,მაინტერესებს შეახტები სიხარულით თუ შენი მეზობელივით ერთ ამბავს დააღწევ?
- გამოვართვევ და წყლით სავსე ლარნაკში ჩავდებ,მერე კარს მივუხურავ და დავტკბები გვირილების ყურებით ,- კმაყოფილი სახით მიუგო თებემ ,- თუ გინდა უთხარი,არაა პრობლემა ,-თვალი ჩაუკრა ნენეს.
- კარგი,შემდეგი ლექციის ბოლოს დაველაპარაკები და ვნახოთ რას მეტყვის.
- სერიოზულად ამბობ?
- შენ არა? -გაკვირვებით ჰკითხა ნენემ
- გეხუმრე ,- მიუგო თებემ და გაეცინა ,- რაში მჭირდება ალექსანდრეს მორთმეული გვირილები,გავალ,ვიყიდი და მოვიტან.
-კიარ გაძალებ,უბრალოდ მაინტერესებდა რას იზამდი ,- ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ნენეს.
- არაფერი უთხრა ,- საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო,გაჩუმების ნიშნად.

* * *
თებე ყავას აკეთებდა,ნენე კი ოთახში წიგნს ეძებდა,წასაკითხად ,რა დროსაც კარზე ზარის ხმა შემოესმათ და ორივე გაკვირვებული სახით მივიდა შემოსასვლელ კართან.
-ვინმეს ელოდები? - ჰკითხა ნენემ
- არა,- უპასუხა თებემ და საჭვრეტელში გაიხედა,-ალექსანდრეა ,- თქვა,როდესაც კარს მოსცილდა და ნენეს გაოგნებული სახით შეხედა.



№1 სტუმარი mari

male dade,momewona dzaliann

 


№2 სტუმარი Shorena kiladze

Vaimee tebe ra gogoa ra xo mialanzga is shteri Kali aha ekutvnoda.vaime ra kargi iko da cota didi ROM iko gamexarda .albat tebes yvavilebi miartves.nu vnaxot vnaxot

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია.ბოლოს მითუმეტეს,როგორ ველი ახალ თავს.იმედია აქაც არ დახოცავენ ერთმანეთს ეს ორი,ან ნენე მაინც გააშველებს smile
--------------------
ლანა

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

როგორ მახარებთ რომ მოგწონთ heart_eyes heart_eyes გეტყვით რომ ყვავილებს არ მიართმევს,მაგრამ რას იზამს არ ვიცი. smile smile იმედია დღეს შევძლებ დადებას,იმდენს უნდა წაკითხა სრულად ,რომ ერთი სული მაქვს დავასრულო,თუმცა ხარისხზეც ვიზრუნებ. heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline წევრი mariam m.k

Uii Deda cudad var ra miqeni esa

 


№6 სტუმარი ))))

დადე შემდეგი რაა ველოდები უკვე რამდენიმე ხანია :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent