თაფლისფერი სიყვარული
- თაფლს ჭამ? შეიძლება? - მხოლოდ ჩემია! და მაშინ, როცა მზის უკანასკნელი ზაფხულის სხივი ბუმბერაზი მყინვარის მიღმა აღმოჩნდებოდა და მოიისფრო სურნელს შემოდგომის სუსხს გადაატორტმანებდა, პო მსუნაგ დათვად გარდაიქმნებოდა ხოლმე. დილის ალიონზე მარჯვენა ხელში ჭიქა ცხელ შოკოლადს დაიჭერდა, მარცხენაში თაფლს გვარიანად დიდი კოვზით ამოავსებდა, ზლაზვნით მოჭრიჭინო კიბეებს თითების ლოკვით ჩაუყვებოდა... შიგადაშიგ გრძელ შემოსაცმელზე ფეხი დაებიჯებოდა ხოლმე და რამდენიმე საფეხურს თვალების ფშვნეტით გადაახტებოდა. - გაიღვიძე, პო?! შეხედე რა შესანიშნავი ამინდია! როგორც იქნა... ამდენი წლის შემდგომ ქალაქში მოთოვა! პო ადგილზე შეკრთა. - კარგად ხარ, პო?! მიწას შეეზარდა. - ამოიღე შეკაცო ხმა! რა დამშეული მამალივით მიყურებ! (დამშეული მამალი? ეს ნამდვილად რაღაც ახალია. კარგი რა დეიდა, ჯოლი! ნუთუ არ მოგბეზრდა.) - პო! შექანდა. - თუ ხმას ამოიღებ იცოდე თაფლს გიწილადებ! - მე არ მიყვარს თოვლი! თვალები დაეცვრა პატრა პოს, დათვის ბელს და ატირებულმა დატოვა სამზარეულოს ოთახი. და დიახ... ამ დღისით მართლაც განსაკუთრებლად ცვიოდა ციდან ქათქათა ფიფქი. ეზოშივეც ისმოდა ახალგაზრდების განცვიფრებული ლხენა. მხოლოდ პო იდგა ზღურბლს აქეთ და მონოტორული ნაბიჯებით ცრემლები ასველებდა მის გაბურდულ სახეს. - ესღა გვაკლდა! პოსთვის ზამთარი ბევრ თაფლთან ასოცირდებოდა, თუმცა თოვლი სიცივესთან, სიკვდილთან, სუდარასთან ჰქონდა გაიგივებული. სწორედ ამ დროს გრძნობდა თუ რაოდენ დიდი ძაფი იყო ჩაწყვეტილი მასსა და სამყაროს, მოძმეთა შორის. პოს ყველა ჰყავდა თოვლიან დილით. თაფლიანი დიდი ქილაც მის ათრთოლებულ მაჯას ათბობდა, თუმცა კვლავ მოუთმენელი სევდა იპყრობდა მას. - სკოლაში უნდა წახვიდე, პო! - ასეთ ამინდში?! - თაფლსაც გაგატან. მარტო არ წახვალ. დღეს გაგითბობს, ვიცი. ყოველჯერზე, როდესაც პო აურაცხელი მარტოსულობით იღვიძებდა თოვლით შესუდრულ გარემოში დღე ბედუკუღმართი ბორბალივით უტრიალებდა. ოღონდ არა... ამჯერად მისი სასოწარკვეთის საიდუმლო თაფლიანი ქილის გატეხვა როდი იყო, რომელიც ადრე ასე მწარედ ახსოვდა... არა. იგი ყოველ ჯერზე, როდესაც თოვლს იხილავდა დაუსრულებელი კოშმარით იტანჯებოდა. - თაფლს ჭამ? შეიძლება? - მხოლოდ ჩემია! - ძუნწი ნუ იქნები, პო! იქნება სხვას, როგორ შია. - ეს ქილა ჩემთვის არის განკუთვნილი. შემიძლია შოკოლადი მოგცე. არ მიყვარს. - შენ შეგიძლია დათმო ის, რაც არ გიყვარს, მაგრამ შეძლებ კი გაიღო სხვისთვის ის რაც ნამდვილად გიყვარს? - მოდი დავფიქრდეთ... კი? არა. ნამდვილად, არა! - მაშინ, სიძუნწე დაგღუპავთ! - უფრო ზამთარი. თუ ამ სიცივეს გადავაგორებ... - არ გინდა თუ. - აქ ყოველთვის გაუსაძლისად თოვს. თაფლი გამათბობს. - ადამიანებს გვზარავს ტკივილი. გვსურს ბედნიერება, მაგრამ მისთვის საზღაურს ვერაფრის დიდებით ვერ ვიხდით. - ამით რისი თქმა გსურს? - შენი სახელი? - პო..! - პო... მოდი წავიდეთ! - წავიდეთ? - სადღაც იმ ადგილას, სადაც თაფლივით გავთბებით! - ამ სიცივის, ამ თოვლის მიუხედავადაც კი? - თოვლის მიუხედავადაც კი! - შენი სახელი? - ვი... - ვი... თაფლის ტოტები. მამალოს თავები. ცხელი შოკოლადი. ტკბილი ფუნთუშა. სამოთხე. ოცნება. თაფლი. სიცილი. სიკვდილი. სიკეთე. სითეთრე. ბედნიერება. იმედი. ტკივილი. - ადამიანებს იცი რა განასხვავებთ ერთმანეთისგან, პო? - გისმენ ვი... კოვზით დიდი თაფლი ამოიღო და პირი ჩაატკბარუნა. - მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის ჩვენეული აღქმადობა. - და საერთო? - სიძუნწე. ადამიანი ვერ თმობს იმას, რაც სიგიჟემდე უყვარს. - იქნებ ცვალებადობის კანონზომიერებამ აჯობოს სიძუნწის მონას? - სიყვარული, პო... მხოლოდ სიყვარულს აქვს განკურნების ძალა. ოდესმე გყვარებია, პო? - ვი... თაფლის გამო ჯოჯოხეთშიც კი ფეხით ჩავალ! - მე მწამს ასეთი მოტკბო სიყვარულის! - და შენთვის. დაუსრულებლად იქნები ჩემში, თაფლივით. ოღონდ ამის სურვილი გქონდეს. გაგიფრთხილდები. მესაკუთრე, პო. ოპტიმისტი, ვი. დეპრესიული, პო. იმედიანი, ვი. - ჩვენ? - ორი რადიკალური პოლუსი. - თაფლი და მწარე შოკოლადი. - სიცოცხლე და სიკვდილი. - სიყვარული და უღმრთოობა! - პირველი კოცნა. - თაფლისფერი ტუჩები. - გემო, შენი. გალაკტისებური! - ჩაქვრი? - აქ ვარ! - მოვალ. - დარჩი. მოყინა. გალღვა. ინათა. სიყვარულის ფერებმა ცა ანათა. - ისევ თაფლს ჭამ? შეიძლება? - შეიძლება.. ისიც მხოლოდ შენთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.