შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიალოგი საკუთარ მესთან


27-02-2021, 14:03
ავტორი სალვატორე
ნანახია 887

ამ საღამოსაც მასზე ფიქრობ?
პასუხი იცი, მაგრამ მაინც მეკითხები. რითი განსხვავდება ეს საღამო სხვა საღამოებისაგან?
არც არაფრით, უბრალოდ დღის განმავლობაში ნაკლებად მძაბავ.
ეს იმიტომ რომ დღის განმავლობაში მას ვხედავ, ხოლო საღამოობით მაქსიმალურად გძაბავ რომ ისეთი დამანახო როგორიც დღის განმავლობაში იყო.
ისევ ისე გხიბლავს მისი პიროვნება როგორც ადრე?
არა, ისევ ისე არა. იმაზე მეტად ვიდრე ადრე მხიბლავდა.
ესეიგი იმაზე მეტად გენატრება ვიდრე ადრე?
თითქოს არ იცოდე მაგ კითხვის პასუხი.
ყველაზე მეტად რა გენატრება?
არც მაგ კითხვის პასუხია შენთვის დაფარული.
მართალი ხარ, ვიცი რაც გენატრება, მასთან საუბარი.
მისი გაცნობიდან მასთან საუბარზე და თუნდაც სულ ოდნავ დაახლოებაზე მეტად არაფერი არ მინატრია.
როგორც დაგაკვირდი მასთან მისალმებით, დამშვიდობებითა და მხოლოდ სამსახურეობრივი საუბრით შემოიფარგლები.
კიი ეგრეა. შენც კარგად იცი თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის დილის ის ერთი მისალმება და საღამოს ერთი დამშვიდობება. არათუ ერთი დღე, არამედ საათი არ გასულა ,ისე რომ მასზე არ მეფიქრა და მასთან საუბარი არ მდომოდა.
შენც ადექი და გამოელაპარაკე, რატომ იკავებ თავს?
რატომ და არ მინდა მისი პასუხი მხოლოდ მის ზრდილობიანობაზე იყოს დამოკიდებული და კულტურის გამო უყურადღებოდ არ დამტოვოს. მინდა რომ სურვილით გამიბას საუბარი, მინდა რომ მას უნდოდეს ჩვენი საუბარი. არ ვიცი რამდენად გამიგებ.
გაუგებარი არაფერი გითქვამს, მესმის შენი სავსებით.
მისი ახალი სურათი ვნახე, შეიძლება სულაც არ იყო ახალი გადაღებული. მე პირველად ვნახე და ჩემთვის სიახლე იყო.
მოგეწონა აშკარად, ემოციაზე გატყობ.
მომეწონა თან როგორ, ვეცდები აგიღწერო.

ქუდი ეხურა, ხოლო ქუდის ფერი იყო მაგალითად
ღია ყავისფერი რომ ღია ნაცრისფერთან შევურიოთ.
მრგვალი ვერცხლისფერი საყურეები უმშვენებდნენ
სახეს. ტუჩის საცხიც ესვა და ფრჩხილებიც
ლაქით ქონდა დაფარული ოღონდ სადად რაც
ძალიან უხდებოდა. თხელი სვიტერი ეცვა,
ყელიანი, თეთრი ფერის, გულმკერდზე სამკუთხედის
ფორმის ჭრილით საიდანაც ჯვარი მოუჩანდა.

ისე გამოიყურებოდა რომ თვალწინ პარიზი დამიდგა. ვხედავდი მას ღამის ქუჩებში მოსეირნეს, ქუჩის ლამპიონები გზას უნათებდნენ ხოლო მაღაზიების ვიტრინებიდან გამოსული ნათება კი სახეს, ალაგ-ალაგ შემხვედრი ქუჩის მუსიკოსები მისი სახის დახატულ ნაკვთებზე მოქმედებდნენ და ღიმილს გვრიდნენ, იმ ღიმილს რომელიც ასე ძლიერ უხდება და ამშვენებს.
სიამოვნებას მგვრის შენს სიტყვებზე დაფიქრება, მეც ვგრძნობ და აშკარაა რომ ძლიერ სიმპათიას განიცდი მის მიმართ.
დღევანდელ დღეს თმები აწეული ქონდა და ეს ისე უხდებოდა რომ თავს ძლივს ვიკავებდი კომპლიმენტის თქმისგან, როგორც იტყვიან ენას კბილებით ვიჭერდი.
რატომ შეიკავე თავი? გეთქვა რომ ძალიან უხდება ასე თმები.
არ ვიცი, თითქოს ამ წმინდა და სუფთა სიმპათიისგან წარმოშობილ აზრს გონებით ვეფერებოდი. ვუყურებდი და ვფიქრობდი: როგორ ძლიერ გიხდება აწეული თმები და როგორ მინდა რომ ამ სიტყვებს ჩემგან იგებდე. ახლა გამახსენდა, ერთხელ ასეთი კითხვა დამისვა, ჩემზე გაბრაზებული ხარო?
და რა უპასუხე?
გამეღიმა და რამ გაფიქრებინა მეთქი ვუპასუხე. იმდენად მსიამოვნებს მასთან საუბარი რომ საუბრის სიამოვნებისგან გამეღიმა. ეს გულის დაწყვეტაა ვიდრე გაბრაზება, ეს გულის დაწყვეტაა არა მასზე, არამედ უმაგისობაზე. ეს გულის დაწყვეტაა მის გარეშე განვლილ საღამოებზე.

ბიჭი რომელიც წუთებს ითვლის რათა დაგინახოს, გაიგონოს შენი ხმა და დაგინახოს გაღიმებული. ბიჭი რომელიც დღის განმავლობაში თვალებით დაგეძებს და გონებით გესაუბრება.



№1  offline მოდერი Mary Drey

* აგიღწერო არა-- აღგიწერო
* ქონდა არა-- ჰქონდა

ეს თემა იმდენად ნაცნობია ჩემთვის, რომ არ წამეკითხა არ გამოვიდოდა!
მესმის, რა საშინელებაცაა ის ტკივილნარევი სიყვარული რისი ატანაც გიწევს ახლა.
ვიცი, რისი დათმობა გიწევს თუნდაც იმის გამო, რომ ერთი "გამარჯობა" აღმოხდეს შენს სიტყვებისგან დაღლილ ხმას.
მესმის...
საშინელი ტკივილი იგრძნობოდა შენს ნაწერში და იცი რა?
რამდენიმე წლის წინანდელი "მე" დავინახე.
იგივენაირი დიალოგებით საკუთარ თავთან.
უბრალოდ სქესში იყო ჩვენში განსხვავება.
მინდა ბედნიერი იყო და არა ყოველთვის მომლოდინე.
სიტყვები შემოინახე.
გააჟღერე.
ისაუბრე მისთვის.
წერე...

წარმატებები შენ! heart_eyes

 


№2 სტუმარი Ujmuri

მერი დრეის დავეთანხმები.
მძიმეები გაკლია ბევრგან.
წარმატებები.

 


№3  offline წევრი სალვატორე

Mary Drey
* აგიღწერო არა-- აღგიწერო
* ქონდა არა-- ჰქონდა

ეს თემა იმდენად ნაცნობია ჩემთვის, რომ არ წამეკითხა არ გამოვიდოდა!
მესმის, რა საშინელებაცაა ის ტკივილნარევი სიყვარული რისი ატანაც გიწევს ახლა.
ვიცი, რისი დათმობა გიწევს თუნდაც იმის გამო, რომ ერთი "გამარჯობა" აღმოხდეს შენს სიტყვებისგან დაღლილ ხმას.
მესმის...
საშინელი ტკივილი იგრძნობოდა შენს ნაწერში და იცი რა?
რამდენიმე წლის წინანდელი "მე" დავინახე.
იგივენაირი დიალოგებით საკუთარ თავთან.
უბრალოდ სქესში იყო ჩვენში განსხვავება.
მინდა ბედნიერი იყო და არა ყოველთვის მომლოდინე.
სიტყვები შემოინახე.
გააჟღერე.
ისაუბრე მისთვის.
წერე...

წარმატებები შენ! heart_eyes

მადლობა აზრის გაზიარებისთვის

Ujmuri
მერი დრეის დავეთანხმები.
მძიმეები გაკლია ბევრგან.
წარმატებები.

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent