შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამესიზმრე


29-03-2021, 23:56
ავტორი ანადია
ნანახია 917

დილის ექვსი საათია და ისევ დამესიზმრე.
ჩემამდე მანძილი ელვის სისწრაფით გადმოკვეთე და ჩამეხუტე.
არ წახვიდეო" მთხოვდი და ხელს არ მიშვებდი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ, სხვისი ცრემლები ასე ძალიან მეტკინებოდა... შენს სიცოცხლეს გეფიცები, მოვკდი. სუნთქვა გამიწყდა. უჰაერობამ ფილტვები დამიხეთქა.
შენს აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი მკერდთან. ისიც დარჩენას მთხოვდა.
ვცდილობდი ამეხსნა წასვლის მიზეზი მაგრამ არ მისმენდი.
სახე ჩემს ხელებში მოვიქციე და შეშინებულ თვალებში ჩაგხედე. გთხოვე დამშვიდებულიყავი და სველი თვალები დაგიკოცნე.
არ წახვიდე... დარჩი" ისევ ჩამესმა ჩაწყვეტილი ხმა.
სხეულზე მომეკარი.
მეტკინა...
შენი დიდი სიყვარული მეტკინა...
უჰაერობამ გამომაღვიძა და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა აქ იყავი... ჩემთან... შენი წასვლით კი სიცივე ვიგრძენი...
შენით გამთბარი სხეული ისევ უშენობამ გამიყინა...
მის გარეშე მოვკდები" გავიფიქრე და ახლა ჩემი გულის არეულ რითმას ვამშვიდებდი...
მის გარეშე? არასდროს... ღმერთო არასდროს გთხოვ!..

ანადია"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent