შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

move on


16-04-2021, 01:17
ავტორი notmyrealnameaisia
ნანახია 819

იცით,როცა ამ ტექსტის წერა დავიწყე მთელმა მოგონებებმა,მხიარულმა ზაფხული,მტკივნეულმა დაშორებებმა,უდიდესმა ემოციებმა ჩემში ისევ გაიღვიძეს და აი ისევ ცრემლები მომდის.არ ვიცი ამის დაწერა რამ გადამაწყვეტინა ან ავტვირთავ თუ არა ,მაგრამ, ერთი რამ ზუსტად ვიცი საშინლად მყვარებია ის ადამიანი ვის შესახებაც დღეს წაიკითხავთ (თუ,რა თქმა უნდა,გამოქვეყნება არ გადავიფიქრე).15 წლის ვიყავი ,როდესაც ერთმანეთი გავიცანით,არც თუ ისეთი გამორჩეული გოგო ვიყავი,მეტიც ახლაც მახსოვს როგორი კაცური გოგო ვიყავი. საშინლად ბავშვური არც ისე ლამაზი,ბუნებრივია გარდატეხის ასაკში არც დიდად თავდაჯერებულობით გამოვირჩეოდი,მაგრამ, ამ ადამიანის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.ნამდვილად ვერ ვხვდები, ასე მოკლედ რატომ ვწერ ჩვენს ისტორიაზე რომელიც არაერთი თავგადასავალით და სახალისო მომენტით არის გაჯერებული,თუმცა ზუსტად ვიცი,რომ ზედმეტად მტკივა ჩვენი უაზრო ჩუბის და დაშორების გამო.სულ მეუბნებოდნენ პირველ სიყვარულს რომ შეხვდები თავს სამოთხეშ იგრძნობო,უზომოდ აღტაცებული იქნები,ცაშ იფრენ და მერე უეცრად ძალიან მძმედ დაენარცხებიო,სიმართლე რომ ვთქვა ამაზე ძალიან მეცინებოდა,სულ ვამბობდი ერთი მეყოლება და სამუდამოდ-თქო,ასე სულაც არ მომხდარა თურმე მართლა ძნელია მიწაზე მოწყვეტით ფრთამოტეხილი დაეცე,როცა გღალატობენ,გატყუებენ პატივს არ გცემენ,მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთული მაინც იმედგაცრუება იყო.ნდობა,რომ დავკარგე ეს იყო რთული,რომ გავიაზრე სამუდამოდ დავსრულდით ეს იყო რთული და რომ მივხვდიი საერთოდ არ გყვარებივარ ეს უარესი.ძლიერი ვარ არ ვაპირებ თავის სუსტად წარმოჩენას მაგრამ არსებობს წამები,წუთები ან თუმდაც საათები როცა ძალა აღარ გრჩება შენ თავს მოერიო შენ თავს დაუმტკიცო ,რომ,არ გტკივა,არ გწყენია.ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა საკუთარ თავთან ბრძოლა,მარტო დარჩენა არც ახლა მიყვარს ,მარტოობისას ვგრძნობ როგორ დავიშალე,როგრო მეტკინა,როგორ დავკარგე ის რაც მიყვარდა და ვგრძნობ როგორ მეზიზღები,თითოეული შეხვედრა როგორ მეზიზღება,შენი გაცნობას როგორ ვნანობ და ამ ზიზღს იმაზე მეტი ტკივილი მოაქვს ვიდრე შენ მომაყენე,საკუთარ თავს იმაზე ფიქრით,რომ მე შემეშალა,იმდენ ხანს ვტანჯავდი,იმდენხანს ვტიროდი ისტერიულად,მისგამო თავი უმწეოდ ბევრჯერ მიგვრნია...ამ პერიოდის განმავლპბაში იმაზე მეტ რამეს მივხვდი ვიდრე აქამდე ვხვდებოდი.შენი ბრალი არაა თუ ცუდ დროს შევხვდით,არც ისაა შენი ბრალი თუ გადაგვიყვარდა ან თუ კი ვერ შევეწყვეთ.გუი იმაზე უფრო მწყდება რომ ამდენი ხნის მეგობარი დავკარგე ადამიანი დავკარგე ვინც მასწავლა როგორი ქალი უნდა ვიყო, მასწავლა რომ ზედმეტად ლამაზი ვარ იმისთვის რომ დაბალი თვითშეფასება მქონდეს,ჩემი სხეული შემაყვარა,შემცვალა და დადგა დრო რომ უნდა გაგიშვა,ადამიანები ალბათ ჩვენს ცხოვრებაში იმისთვის მოდიან,რომ რაღაც მისია აქვთ.ჩემი აზრით,ყოველი ადამიანი გაკვეთილს გვიტარებს ცხოვრებაში და როცა ახალი გაკვეთილის დრო მოდის ზარი ირეკება და ეს ადამიანები ჩვენგან შორს ზედმეტად შრს მიდიან.იმედი მაქვს მეც გასწავლე ბევრი რამ იმედი მაქვს გრჩება კარგი მოგონებები.გახოსვს ჩუმად როგორ ვხვდებოდით,როგორ ვუმალავდით მეგობრებს ჩვენი ერთად ყოფნის ამბავს,როგორ მოდიოდი წვიმაში და ქარშ ჩემ სახლთან და მთხოვდი გამოსვლას,მე შენგან უამრავი ტკბილი მოგონწბა მრჩება და ცუდის გახსენება არც მინდაა,მადლობა იმისთვის რომ ჩემთან იყავი,მადლობა რომ მასწავლე როგორ უნდა მიყვარდეს,მასწავლე როგორ უნდა მოვექცე სხვებს,როგორი თავდაჯერებული უნდა ვიყო და დიდი მადლობა რომ მატკინე,ამან უფრო გამზარდა უფრო გამაძლიერა და რაც არ უნდა სასაცილო იყოს უფრო გამალამაზა.მადლობა რომ შენი მისია შეასრულე და ჩემი ცხოვრებიდან უკან მოუხედავად წახვედი,ვაღიარებ მტკივა,ვტირი,ხშირად თვალების დასიებამდეც კი სანამ ძალა არ გამომელევა და ცრემლი არ გაშრება,თუმცა გაგიშვი მინდა ბედნიერი იყო.ოდესმე კიდევ შევხვდებით და როცა ერთმანეთს ვნახავთ გპირდები მე არ ვიქნები ის ქალი ვინც ბოღმით სავსე შემოგხედავს,მე ის ვიქნები ვინც შენი წასვლა თავის სასიკეთოთ შემოაბრუნა,გპირდები თვალს გაგისწორებ და მადლობას გეტყვი ყოველი ტკივილისათვის,რომელიც მომაყენე და ამაყად ჩაგივლი.მიყვარდი მაგრამ გაშვების დროა,უნდა წახვიდე,უნდა მომშორდე და დამასვენო.ვიცი ოდესმე კიდევ შევხვდებით,ჩემი რევანში კი მხოლოდ ჩემი სიძლიერე იქნება შენთვის,არ დავცემულვარ მე გავძლიერდი.



№1  offline წევრი ელიზაბეტი უ.

ძალიან ძლიერი ხარ, რომ შენ ღრმა და მნიშვნელოვან , სიყვარულით სავსე მოგონებებს სხვებს უზიარებ. ყველაზე მეტად ის შტრიხი მომწონს, თუ როგორც ასრულებ ბოლოს, რომ მისი ბედნიერებაც გაგიხარდება და მზად ხარ,რომ გაუშვა, განდევნო შენი ცხოვრებიდან. სწორი გადაწყვეტილებაა, მერწმუნე ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ ახლა, რადგან თუ ის შენი ბედი არაა, ტყუილად გამოკიდებას, ჯობია გეტკინოს, მაგრამ მასზე უკეთესი იპოვო. მთავარია საკუთარი თავი და მისი სიყვარული არ დაკარგო! დანარჩენი კი - ყველაფერი მოგვარებადია. წარმატებები, ძვირფასო!

 


№2  offline წევრი notmyrealnameaisia

ელიზაბეტი უ.
ძალიან ძლიერი ხარ, რომ შენ ღრმა და მნიშვნელოვან , სიყვარულით სავსე მოგონებებს სხვებს უზიარებ. ყველაზე მეტად ის შტრიხი მომწონს, თუ როგორც ასრულებ ბოლოს, რომ მისი ბედნიერებაც გაგიხარდება და მზად ხარ,რომ გაუშვა, განდევნო შენი ცხოვრებიდან. სწორი გადაწყვეტილებაა, მერწმუნე ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ ახლა, რადგან თუ ის შენი ბედი არაა, ტყუილად გამოკიდებას, ჯობია გეტკინოს, მაგრამ მასზე უკეთესი იპოვო. მთავარია საკუთარი თავი და მისი სიყვარული არ დაკარგო! დანარჩენი კი - ყველაფერი მოგვარებადია. წარმატებები, ძვირფასო!

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ბევრს ნიშნავს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent