"მე მკვდარი ვარ!"
"-პირველი გაჩერება, "გაღვიძება". -ჯანდაბა რა ხმაზეა მოსული. - თავს ვაქნევ გონზე მოსასვლელად, ყურებში წივილს ვგრძნობ, მაგრამ ეგ არაფერია თავის ტკივილთან შედარებით. ასე მგონია ოც ლიტრიანი ჩავცალე და ახლა ნაბახუსევი მკლავს. ცალ თვალს ვახელ, ირგვლივ ვიხედები და...- მოიცა, სად ვარ?-აშკარად მაგრად დავთვერი. თავზე ორივე ხელს ვიჭერ ტკივილი უფრო მიძლიერდება და... -ჯანდაბა, ეს რა არის?! - თავზე ჩაღრმავებას ვეხები ხელით. "-შემდეგი გაჩერება, "მეხსიერება".-და ადგილიდან ვიძვრით. -უკვე გაგიღვიძიათ. რამე ხომ არ გტკივათ? -მიღიმის ქერათმიანი ქალი, თეთრ შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი. -სად ვარ? - ვცდილოვ ცოტა წამოვიწიო. -მატარებელში. - ისევ მიღიმის. -და რატომ ვარ? - ცალ წარბს ინტერესით ვწევ ზევით. -შემდეგ გაჩერებაზე გაიგებთ. - სახე ჯერ უსერიოზულდება მერე ეღუშება და მიდის. -მოიცა სად მიდიხართ?! - ხმაში ბრაზი მერევა. -საქმეს უნდა მივხედო. - ისევ გაიღიმა და წავიდა. რა შარში ვარ. ნეტავ ხომარ მოვკვდი? მოიცა, მოიცა ეს ღრმული ჭრილობაა? "-მეორე გაჩერება," მეხსიერება". მგზავრებს გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ!" ირგვლივ ვიხედები, ხელჩასაჭიდს ვეძებ, იქნებ რამე მეცნოს. ამ დროს ის ქერა მიახლოვდება. -ახლა კითხვების დროა.-დინჯი გამომეტყველებით მიყურებს. -რა კითხვების?! - გაკვირვებული ვუყურებ. -შენი სახელი... - ყურადღება არ მიუქცევია ჩემი კითხვისთვის, ეგრევე საქმეზე გადავიდა. მოიცა, ჩემი სახელი? რა მქვია? -მე...-დამფრთხალი თვალებით ვუყურებ, თავი ხაფანგში გაბმული კურდღელი მგონია. ჰაჰ, ჩემო საცოდაო არსებობავ არც კი ვიცი ტალახი როგორ ჩამოგრეცხო თუმცა არც ეგვიცი.-გეცხო? - ფიქრების კორიანტელი მიტრიალებდა თავში მაგრამ არცეთი პასუხი. -ეს დალიე. - მაწვდის ლურჯ კაფსულას. -რატომ? - ჯერ ხელზე მოთავსებულ კაფსულას ვუყურებ მერე ქალს.-იქნებ ჩემი მოკვლა გინდათ?! - ჩამეცინა. ეგრე სულელი ვარ ახლა ვიღაცის გამოწოდებული წამლებით მეჭყიპა ორგანიზმი. არა რა, საერთოდ როგორ მოსდით ასეთი იდეა. ჰაჰ. -დალიე. -სიცილის ნოტები შეერია ხმაში. თან კაფსულაზე მიმითითებს. -არა!-პატარა ბავშვიჳით გავჯიუტდი. ჩემს თავზე გულში მეცინება ახლა ხელების გადაჯვარიდინება ტუჩის აბზიკვა და ეგაა. მარიტა გამახსენდა. ჩემი ლამაზი. მარიტა ვინაა?! თავის მოვიქავე. ისევ ის ჩაღმავება ვიგრძენი და ჯრუანტელმაც არ დააგროვა. ჯანდაბა, რა ცივი ვარ. ხელზე ვიხედები სულ თეთრი ვარ. თვალები შუბლზე გადამდის. ამ გაკვირვებას "ქერა" ამჩნევს და ეღიმება. -მისმინე, ან შენი ნებით დალიე ან დავუძახებ მეცხრე საკნელებს. - თვალები აატრიალა.-თვალებში ვაშტერდები, აშკარად გამკეთებელია. ჩემი მოკვლა რომ უნდოდეს, ასე თბილად არ გამიღიმებდა.თუ კი?! ხელიდან წამალს ვართმევ. მშვიდობით ჩემო გაურკვეველო არსებობავ. წამალს ვსვავ. თვალებში სიბნელე. ყურებში ისევ ის საზიზღარი წივილი. თავი მტკივა. თვალებს ვახელ და ვხედავ ლურჯ-წითელ განათებას. თექვსმეტსარულიანი ბინის კედლებს შრდილოეთის ციალივით რომ ელამუნება. რა სილამაზეა. მეღიმება. თავი რაღაც მაგარზე მიდევს, ასე მგონია შუშის ნატეხები უგულოდ მისერავენ მთელ კანს. ძირს ვიხედები. ასფალტზე აგდია გონწასული ჩემი სხეული. -ადექი! ადექი!- ვყვირი ხმის ჩახევამდე,მაგრამ არავის ესმის. მოვკვდი. ჩემს თავზე ისევ გულისწასვლამდე მეცინება. ადრე სულ მეცინებოდა, პანაშვიდებზე მგლოვიარე ქალები ადგომას რომ თხოვდნენ მიცვალებულს. ეჰე! ახლა თვითონ ვთხოვ საკუთარ თავს და ვერაფერს ვერ ვშველი. "ადექი ბიჭოო", "ადექიიი შენი მოყვარე მოვიდა ბიჭოო", "უი, რა კაცი დავკარგეთ..!" ჩემი მეზობელი ნათელას მოთქმა მახსენდება და ტანზე ტაო მატრის. ვვვ,რა საშინელი ხმა აქ იმ ქალს. ეს ვინაა ნეტა?! ჩემს სულ-ამომძვრალ სხეულს ვიღაც ახოვანი კაცი უახლოვდება ლურჯ ფორმაშია გამოწყობილი. მოიცა ნიკა? არ შეეხო, არ შემეხო! ვღრიალებ- მაგრამ ისევ არავის ესმის. ცოლი წამართვი, სული წამართვი, ჩემი შვილი შენთანაა და სხეულს მაინც მოაშორე შენი ბინძური თითები. გულისრევის საზიზღარი შეგრძნება მაქვს. ნიკა მაინც მიიწევს ჩემი მკვდარი და უკვე ლეშად ქცეული სისხლში ამოსვრილი სხეულისკენ და კისერზე საძილე არტერიას ამოწმებს. უცნაური უხდება მზერა, ყავისფერი თვალები უმუქდება და ჩამუხლული ფეხზე დგება. იქით-აქეთ სიარულს იწყებს და თავზე მონოტორულად ხელს ისმევს. ახლა ის ჩემზე დარდობს? ჰეი ნიკა! ეს მე ვარ შენი მოსისხლე მტერი! ის ისევ სხეულს უყურებს და თვალები ემღვრევა. არ მითხრა რომ ტირილს აპირებ - არა, სიკვდილმა აშკარად თვალებში დამიბნელა და კარგად ვერ აღვიქვამ ალბათ. ტელეფონს ჯიბიდან იღებს და ვიღაცას ურეკავს. -ნანა... - ხმა დაუბოხდა. აი ჩემი ყოფილი ცოლიც ალბათ გაუხარდება. ნიკასთან ახლოს მივდივარ და ვუსმენ. -ნიკა? რა ხდება?-ანერვიულდა. -კოსტა აღარ არის... - სიჩუმე ჩამოწვა და უცებ ტალეფონიდან ნანას ხარხარი მესმის. არ გამკვირებია,მაგრამ არ ველოდი თუ ასე გაუხარდებოდა. მერე ისევ ჩუმდება. -რას.. რას ქვია აღარ არის?! - ხმაში ტირილის მაუწყებელი ბგერები შენიშნა და მისმა გაჩერებულმა გულმაც დაიწყო შეტოკება სიხარულით. -გარდაიცვალა. მეღიმება და ისევ თვალები მეხუჭება სასტიკად მეძინება. გონს ქალის ნაზ ხმას და მხრებში ჩაფრენილ ხელებს მოვყავარ. -კოსწია? -მღვიძავს ხო, მღვიძავს. - წამით ვახელ თვალს და რეალობას ვუბრუნდები რომელსაც სამი სიტყვა საკმარისად ასახავს. "მე მკვდარი ვარ!" -აბა? გაისეირნე წარსულში?-იღიმის ქალი. -მეგონა აწმყოში ვიყავი მკვდარი. - ჩამეცინა. -წარსულში მოკვდი, აწმყოში ამ წუთას მკვდარი ხარ და მომავალშიც მკვდარი იქნები. - მასაც გაეცინა. -ყოჩაღ კარგად სვამ წარსულში, აწმყოში და მომავალ დროში ზმნას. დაჯექი ათიანი. - გამეცინა. მერე დავფიქრდი რა სასაცილოდ მქონდა საქმე. პირდაპირ ვამართლებ ანდაზას "სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს" - ო. -ახლა სად მივდივართ? -მე არა შენ! - თვალი ჩამიკრა. -დამამშვიდე. - ისევ ჩამეცინა. საშინელი ზიზღი ვიგრძენი, ჩემი უბადრუკი სხეულის დანახვით. ისეთი ჟანგის მფატრავი სუნი ქონდა რომ კბილები მიკაწკაწებს. -ჩემო პატარა მარიტა, როგორ გეტკინება გული... მაპატიე მა! თავი ჩავხარე და ისე დაველოდე მომდევნო გაჩერებას. "შენდეგი გაშერება," დანაშაული და სასჯელი" ტუჩები ამითამაშდა, მოვიდა განსჯის დრო!მაზოხისტურად მსიამოვნებდა! იმის წარმოდგენა, როგორ დამწვავდნენ ცეცხლში ან დამანაწევრებდნენ. -აი, უკვე ახლოს ვარ...-ბედნიერი ვიღიმი. - უუუ, რა საძაგელი და თან რა ტკბილი სუნია!-საზიზღარ სუნს ბოლომდე ვუშვებ ფილტვებში, ალვეოლების დახეთქვა მწყურია. ჯანდაბა! კაპლის სუნია? ვიღაცა მეხება ვერ ვხედავ. სუნს ვიყნოსავ. ზეთისხილის ყავილი. მარიტა? აქ რა უნდა? ქუთუთოებზე სინათლისგან გამოწვეულ წვას ვგრძნობ. თვალების მოჭუტვით ვცდილობ სინაცლეს გავექცე. ვიღაც ძალით მახელიებს თვალებს და თვალებში მანათებს. -ყველაფერი კარგადაა. კლინიკური სიკდილი... - ბოლოს ეს მესმის და მეძინება. დასასრული... ****** ემოციები ყელში მქონდა მარყუჟივით წაჭერილი,უკვე ვეღარ ვიტევდი და გადავწყვიტე გამომეთავისუფლებინა. მართლა ამოვისუნთქე და ჰაერიც უფრო მდიდარი გახდა ჟანგბადით. მადლობა ყველას ვინც მოისურვებს და თვალს გადაავლებს. <3 გამიზიარეთ თქვენი ემოციები. მოგეწონათ თუ არა. ამ ფაქტმა არ შეგაფერხოათ. ყველას ვერასდროს, ვერ მოეწონება - არაუშავს. თუმცა მაინც მაქვს იმედი რომ... მოკლედ თუ გრძლად გელით<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.