შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი სეზონი


29-04-2021, 22:48
ავტორი სალისალომე
ნანახია 886

წვიმაში შემოსილი,ნაცრისფერი გრძელი,ყვავილებით მორთული შემოსილი კაბით თავს იწონებს გაზაფხულის შუათანა შვილობილი აპრილი.რამდენი რამის მომცემი სიტყვა და რამხელა შინაარსის მქონეა მაგრამ თვალის ერთი შეხედვით ეს მხოლოდ მირაჟია. ერთი შეხედვით წინ სულ სხვა სურათი წარმოდგება,თითქოს ეს ესაა ძილში წახვედი და ტკბილ,ნეტარ სიზმრებში გაეხვიე.მაშინ როცა ძილბურანიდან გამოდიხარ,ფანჯრიდან იხედები სიყვითლით სავსე,სევდით,ბრაზით,გულის სიოხრის კვალი დასტყობია ბუნებას.ფერს იცვლის, ნუშისებრი ფორმის, ორი წერტილოვანი სხეულის გახელვისას გარემო წამიერად ფერადია ამ გარემოებას კი იმით ვხსნით,რომ ჯერ კიდევ სიზმარში ვართ და სიზმრისეულია ეს სურათიც...ძილის პირულში ვართ და გამოუფხიზლებელი...ფერები წუთში ოცდახუთჯერ იცვლება და თან ბრუნავს გარემო ოცდახუთჯერ წამში...დიახ,ბუნება ეშმაკის ბორბალს დამსგავსებულა, მაღლა და მაღლა მიისწრაფის ,მიიჩქარის რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით იტყვი ვიღაც ელოდება ან სადმე აგვიანდებაო.ცის მარჯვენა კიდეში კი მრგვალი,უზარმაზარი ზომის ბორბალი მოჩანს რომელიც მარცხენა თვალს აპყრობს დედამიწას და ავის მომასწავებელი მოძრაობით ზევიდან ქვევით იყურება,თვალის გუგა წამში ხუთჯერ დიდდება და პატარავდება.რაც უფრო აკვირდები,თვალს ძაბავ მით უფრო გიახლოვდება ის და მისი გუგის გაფართოებას შენც გრძნობ... ტანში უეცარი ჟრუანტელი გივლის,ჭინჭრის დასუსხვის მგვარი შეგრძნება გაქვს....წამში სამჯერ გაკანკალებს...უემოციო ხდები,უკონტროლო ხარ... ვეღარ უწევ კონტროლს საკუთარ სხეულს, რადგან ისგაცივდა...ის შენი აღარ არის ახლა სხვას ეკუთვნის,სხვისკენ მიისწრაფის ..ვისკენ ან რისკენ? ცის მარჯვენა კიდისკენ, თეთრ გარსზე მოთავსებულ მრგვალი ფორმის,მასში ჩასმულ ლურჯად მოელვარე ფერის თვალისკენ... მასში კიდევ პატარა რგოლის მოთეთრო ფერის ღილაკი მოძრაობს
რკალი კი ღრმა გარს,ნუშისებრი ფორმას ქმნის.რატომ მაინც,რატომ ვცდებით ხოლმე არჩევანში და ჩვენი არჩევანი რატომ არის ყოველთვის შებღალული,ერთი გვინდა და მეორეს ვაკეთებთ.საუბრით სიკეთის სადარაჯოზე ვდგავართ მაგრამ ქმედებით ავი სულისკენ მივისწრაფით,მას კი ეს უხარია რომ საკუთარ თავს დანაპირებს ვერ/ არ ვუსრულებთ,ავსულს თავი ძლიერი გონია იმდენად ძლიერი, რომ თავისი შავი სულითა და ბნელი ჭკუით ადამიანებს ავიწყებს ღვთაებრიობას და მასზე უარს ათქმევინებს... არადა როგორ ძალიან ცდება,მისი ბინძური,მყრალი ხორცი ცეცხლში იწვის იმდენად გულისწამსვლელი,მძიმე,
გადანაცრისებური ლეშის სუნი აქვს ხუთ წუთზე მეტს ვერ გასტანს მასთან ახლოს ადამიანის სიცოცხლე...ლეში იწვის,ღრმა მშფოთვარე,ძარღვიან აალებად ცეცხლში და დნება...ლპება...ნადგურდება...კვდება...
ქვეყანას ტოვებს იმ ქვეყნიერებას რომელიც მარადიული ეგონა,რომელიც მხოლოდ საკუთარი ეგონა,ახლა მან კარგად იცის რომ ძაზლედ შეცდა რადგან შებძროლება მოინდომა ანგელოზთან მაგრამ მაინც იმდენად მყრაია,რომ სიკვდლის,დამარცხების წინათ ამას არ აღიარებს..შფოთვას განაგრძობს,სურს სიცოცხლე, არ სურს ჯოჯოხეთის გზის გავლა და იქ მოხვედრა სადაც არავინ ეყოლება მოსაუბრე.ახლა ის მარტოსულია და ამის ეშინოდა აქამდეც...მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა და ადამიანებს გარშემო სწორედ ამ დიდი შიშის გამო იკრებდა. მათ უამრავ გამოცდებს უწყობდა რათა საკუთარი თავი გადაერჩინა, რათა არ მომკვდარიყო,რათა არ დამწვარიყო მაგრამ ადრე თუ გვიან მას გაუგეს...მისი სიმართლე ახლა ყველამ კარგად იცის....ყველამ იცის,რომ ლეშია და მარტოსულია, ვერავინ მიეკარება რადგან რაფლეზიასავით შეხებისას ირგვლივ ყველასა და ყველაფერს წამლავს,შხამიანი ავთვისებიანი სულია რომელიც მთელ სულს ედება და სპობს...მას სულთან აქვს საქმე,რადგან მის შიგნით სიცარიელეა არა აქვს სული და სურს სხვის სულს დაეპატრონოს,სხვისი სიცოცხლით ითამაშოთ...ოღონდ თვითონ იყოს კარგად...და ახლა მისგან რა დარჩა? არც არაფერი....ხორციც დაიწვა...დადნა...ლეშად იქცა..ლეშს კი არავინ ეკარება...ყველას აღიზიანეს მისი სუნიც კი.

ვითომ გაზაფხულდა მაგრამ,ყვავილმა ლეშის სუნი თან მოიტანა...არ გვსურს ლეშსურნელოვანი სიცოცხლე გვინდა ვეზიაროთ ნამდვილი გაზაფხულის დადგომას თავისივე ყვავილობით,მშვიდობითა და სიყვარულის გამეფებით მაგრამ არა და არ,ვერა და ვერ დგება ეს წამი...ბოლოს კი იმედი მაინც არსებობს იმისა,რომ ცის მარჯვენა კიდეში ყვავილნარი მოიხატება ეს იქნება მინიშნება იმისა რომ მარადჟამ იცოცხლებს ბუნება,კიდევ ბევრჯერ გაყვავილდება და ბედნიერებაც მოვა ამ ქვეყანაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent