შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

30 ვერცხლი


30-04-2021, 21:52
ნანახია 1 026

-საღამო მშვიდობის,ლუციფერო.
ალბათ,ღამე ეშმაკებთან მზის ცეცხლში იწვის.
-საღამო მშვიდობის,იუდავ, 30 ვერცხლის სიცოცხლე ამიწონე, თორემ,ამ ჯოჯოხეთში მთვარეც კი, მზის გარეშე ანათებს.
30 ვერცხლში 3 დღე მომივიდა. ალბათ, პეპელად დავიბადები. 3 დღის მერე,კი ისევ აქ ჩამოვალ, თქვენთან, ისევ მარტო, ისევ იმავე ცოდვებით. -საღამო მშვიდობის,მედუზა, დღეს რა ლამაზად დაგსისინობენ გველები?
-ვიცი,რომ ირონიის გამოც ვარ აქ, შენ მაგ წყეულებს თმას ეძახი?
-აჰა აი კიდევ.
-ვაშლი ხომ არ გნებავთ გველებო?
ამბობენ,გველებს ვაშლი უყვართო.
-ვიცი ხო, ზუსტად ამიტომაც არ ვარ სამოთხეში.
ადამიანს,როცა თავისი თავი არ უყვარს ან და ძალიან უყვარს, ყველა აქ მოდის. საკუთარი თავი არასდროს მყვარებია, არც მეყვარება და თქვენს გვერდით უფრო მეზიზღება. შავი სისხლი გაქვთ თეთრი კანის ქვეშ.
-ჰეეეი ლუციფერ, გამოიძინე? შენთვის ღამე ხომ დღესავით არის?დღეს რითი დამსჯი უნდა მაწამო? ხომ იცი უკვე მივეჩვიე. სული წაიღე, ხორცსაც ჯიჯგნი, ტკივილს მიმაჩვიე. აი, აიღე, 30 ვერცხლი, მომეცი სიცოცხლე 3 დღის პეპლის.
ღამე მშვიდობის,ლუციფერო, ხვალიდან პეპლად დავიბადები.



№1  offline წევრი ელეო ნორა

იცი, რაღაც ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს შენს ჩანახატებს. ადამიანს რომც არ უნდოდეს, დააფიქრებს. კარგია, მე მომწონს. ყოჩაღ.
--------------------
მშვილდოსანი

 


ელეო ნორა
იცი, რაღაც ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს შენს ჩანახატებს. ადამიანს რომც არ უნდოდეს, დააფიქრებს. კარგია, მე მომწონს. ყოჩაღ.

ფსიქომწერალი. მეგობარი მეძახის ასე :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent