შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწარე შოკოლადი

8-05-2021, 23:29
ნანახია 866

ვცდილობ სხეულის ყველა ნაწილში ძალა ვიპოვნო - ძლიერი ან სუსტი, შეძენილი ან თანდაყოლილი. სანთლით ხელში გაფაციცებით ვეძებ ყველა კუთხე-კუნჭულში და თუკი სადმე აღმოვაჩენ, წითელი წრეებით შემოვსაზღვრავ, რადგან თითოეული მათგანი მთავარი და შეუცვლელია, ამიტომ  მათი დაკარგვა არ შეიძლება, დაუშვებელია, მომაკვდინებელია. მიუხედავ იმისა, რომ მათ ყველაგან ვეძებ და თითქოს სხვადახვა ადგილას ვპოულობ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ  ყველა ერთ ადგილზეა შეკოწიწებული, ერთმანეთზე მიჭდობილი, ყველა ერთმანეთს ეხვევა ძლიერად და არცერთი არცერთს არ თმობს, თითქოს ერთი სხეულია და თუ რომელიმე ნაწილს დაკარგავს, დამახინჯდება, დასუსტდება და დაშლას დაიწყებს.  ვეღარ ვხედავ რეალობასა და წარმოსახვას შორის წითელ ხაზს, ვერ ვხვდები რეალობას ვუყურებ თვალებში, თუ წარმოსახვის ტალღებში დავცურავ. იქნებ მართლაც იყვნენ ერთამანეთზე გადაჯაჭვულნი, უეცრად  ბოროტმა ძალამ თავისი მმუსვრელი ხელი ჩაავლო, ერთ-ერთი მათგანი გამოგლიჯა, ერთიანმა და ძლიერმა კავშირმა რღვევა დაიწყო და ახლა მართლაც ერთმანეთისგან შორს, დამოუკიდებლად, ჩრდილს ამოფარებულნი განაგრძობენ უმწეო არსებობას.
მე მათი ერთიანობა მჭირდება, ერთსული რაზმი მჭირდება, მყისვე, დაუყონებლივ უნდა აღვადგინო ჯაჭვი. არ ვიცი როგორ ვახერხებ, სიცოცხლის ბოლო ნათებასაც დაეკარგა ძალა და მბჟუტავი გახდა - ყველა წრესთან ქსელი გავუშვი და რაც ძალა და ღონე მაქვს ერთ წერტილში ვექაჩები, თან ვთრთი და ვძრწი, მეშინია რომ ქსელი სადმე გაწყდება და ჩემი წადილის აღსრულებას ბოლო მოეღება. სუნთქვა მიძნელდება, მგონია რომ ჩასუნთქვას ვეღარ მოვასწრებ, გონს დავკარგავ და დავეცემი, ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო, მაგრამ ამაოდ. მგონია რომ მთელი სხეული მიცახცახებს, თუმცა ასე არ არის, ალბათ შიგნოდან მოდის ეს გრძნობა.  მთელი ძალებით ვეზიდები ჩემკენ თითოეულს, თან ვფრთხილობ, რადგან არცერთი მათგანი არ უნდა დამისხლტეს, ყველა მჭირდება, ყველა ერთად!
არის! აღსრულდა ჩემი წადილი, ყველა ერთად შევაკოწიწე, ერთმანეთთან დავაახლოვე და ქსელები ზედ შემოვახვიე, ერთი პირი, მერე მეორე, მესამე, კიდევ და კიდევ, მინდა დავრწუმნდე, რომ გაერთიანდა და არ დაიშლება, არცერთი არ მიმატოვებს და ხელიდან არ გამომეცლება. სუნთქვა კვლავ მიჭირს, შვება ვერ ვნახე, მგონია ყელზე სიკვდილი მაქვს შემოხვეული და წუთიწუთზე ჩემთვის მზეს დააბნელებს.
ხელები უსიცოცხლოდ ჩამომიცვივდა, თითებს ვეღარ ვგრძნობ, ვერ ვერკვევი რა ხდება.
მაგრამ დრო არ იცდის, არც კი ვიცი რამდენი წუთი ან წამი დამრჩა, მაგრამ ვიცი რომ ცოტაც და საათში ქვიშა გათავდება.
რაზმი შევკრიბე, დროა სიტყვა წარმოვთქვა - თითოეული სიტყვის გაჟღერება კიდევ უფრო მასუსტებს, სისუსტე და უგრძნობლობა თითებიდან დაიძრა და უნდა რომ მთელი სხეული მოიცვას. სანამ ეს სენი მთელ ჩემს სხეულს დაეპატრონება, უნდა მოვასწრო ომის მოგება. მე გმირულად ვიბრძოლე, რაზმს მაგალითი ვაჩვენე, ამიტომ უფლება მაქვს მათაც მოვუწოდო გამბედაობისა და თავდადებისკენ. ეს ის ომია, სადაც ან გამარჯვებას მოვიპოვებ ან სიკვდილს. ამ ომისთვის ვიბრძოლე, ბრძოლის მოსაგებად კი სიცოცხლის ყველა წვეთი ჩავღვარე ზღვაში, ამიტომ  არსებობის ერთადერთი შანსი  ომში გამარჯვებაა. შფოთვა არ მტოვებს, დრო ძალიან სწრაფად გადის, ყველაფერი ისეთი წამიერი მეჩვენება, როგორიც სიტკბოა, რომელსაც ცოდვის ჩადენისას ვგრძნობთ. თითებიდან წამოსული სენი იდაყვს ასცდა უკვე, ასე მგონია საჩვენებელი თითიდან ვულკანმა ამოხეთქა, დინება დაიწყო და სადაც  გაივლის ბოლომდე ავერანებს, წვავს და ფერფლს ტოვებს, თითქოსდა უნდა რომ რაიმე სამახსოვრო დატოვოს.
არ ვიცი რატომ ვებღაუჭები სიცოცხლეს ასეთი გაუგონარი მონდომებით, უბრალოდ რატომ არ ვეშვები და უდრტვინველად არ ველოდები როდის შევწყვეტ ჰაერის ჩასუნთქვას, რომელსაც  მხოლოდ მწარე შოკოლადის გემოღა შერჩა ჩემთვის. არ ვიცი და არც ფიქრის დრო მაქვს. კიდევ ერთხელ მოვაკვნიტე მწარე შოკოლადს პატარა ნაწილი, დაუღეჭავად გადავყლაპე და ომის შუა გულში შევიჭერი. წამში ყველაფერი მიწას გაუსწორდა, ირგვლივ წითელი ტბებია, მე შემაღლებულ ადგილზე ვდგავარ,  მომაკვდინებელი სიჩუმე სასოწარკვეთაში მაგდებს, ვერაგმა სენმა მთელი სხეული შეისწავლა, ადგილი არ დატოვა თავისი კვალი რომ არ დაეტოვებინა და ისღა დარჩენია პირი ფართოდ დამაღებინოს, ამოხეთქოს გამარჯვების ზეიმით და სიკვდილი მაჩუქოს. სუნთქვა უკვე შეუძლებელი ხდება, შოკოლადის ლუკმა, რომელიც ბოლოს დაუღეჭავად მინდოდა მომენელებინა, ვერ გადავყლაპე, როგორც ჩანს სადღაც გაიჭედა - არც წინ წავიდა და აღარც უკან ამოდის. თვალები მაგრად დავხუჭე, ისე მაგრად რომ შიგნით რაღაც დაიმსხვა, რაღაცამ მიჩხვლიტა და ვიგრძენი რომ მარჯვენა თვალიდან ლოყაზე რაღაც ჩაგორდა. ნელა მოძრაობს, უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, ვგრძნობ როგორ მისრიალებს პირისკენ და მტკინვეულად მაჟრჟოლებს. როგორც იქნა მიაღწია ზედა ტუჩამდე, პირი უკვე ღია მაქვს, რადგან ვულკანის ამოხეთქვას ველი, ამიტომ ის, რაც ჩემი თვალიდან ჩამოვარდა, ლოყაზე ჩასრიალდა და ზედა ტუჩზე გაჩერდა - უეცრად მოსწყდა ტუჩს და ენაზე დამეცა.
თვალი გავახილე, ნორმალურად ვსუნთქავ, აღარც შოკოლადია გაჩხერილი სადმე და აღარც პირი მაქვს ღია. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვგრძნობ, ზუსტად ვიცი რომ ჩემში რაღაც ახალი დაიბადა, ძალიან ნათელია და მისი სხივები ჩემ სხეულზე ნაზად და მომხიბლავად თამაშობენ.
სიზმარს გავდა, თითქოს ეს მტანჯველი ასი წელი კი არა, სამოცი წამი იყო, რომლის დასრულებისთანავე  გამეღვიძა და ხელზე უცნაური შრამი აღმოვაჩინე.

№1 სტუმარი Ana-maria

კარგად გადმოცემული, გამართულად დაწერილი სევდიანი კარგი ისტორია!

№2  offline მოდერი guroo

წითელი ხაზები ხშირად იმ ჩარჩოებს წარმოადგენენ, იმ გადაულახავ საზღვრებს, რომელთაც ჩვენი ღირებულებებისა და ფასეულობების გარშემო ვავლებთ. და კიდევ არის მორალის ბინძური სისხლი, თანაც შეუდედებელი. დასაწყისში რომ ამბობ თუ რაიმე ძალას მივაგენიო რომელიმე კუთხე-კუნჭულშიო, წითელი წრეებით შემოვსაზღვრავო, რადგან მთავარი და შეუცვლელიაო, სწორედ ამ წითელ ხაზებს გულისხმობდი. ყველაფერი, რაც ფასეულია და რისთვისაც გიღირს ცხოვრება, რაც შენი პრინციპების ნაწილია, ძალას გმატებს პრობლემებისა და დაბრკოლებების, უსამართლობის, ბოროტებისა და სხვა ამისთანა მომაკვდინებელი რაღაცების წინაშე. ის არის საყრდენი, რომელიც დაცემისგან გიცავს. თუმცა, შეგირყიეს, მოშალეს და ნამსხვრევებად მიმოფანტეს. არ მინდა დავფიქრდე იმაზე, რას გულისხმობ ბოროტების მმუსვრელ ხელში, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ირგვლივმყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის გამო ზოგიერთი წითელი წრე გაუცნობიერებლად დათმე და ზოგიც გაცნობიერებულად უარყავი. აუცილებელი არაა, რომ ქარიშხალივით მსწრაფლ მოერღვია საყრდენი ბოროტებას, არცთუ იშვიათად ჩვენთვითონვე ვართ ვერაგი, მსახვრალი ხელი ნგრევისა და დესტრუქციის პროცესში. ბოროტება ჩვენშია და იქამდე იბოგინებს, ვიდრე ყველა თვალიდან ერთდროულად არ გამოვიხედავთ. თორემ სიბრმავეს საშინელ და გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. თვალთგახელას კი სხვა ადამიანები გვაფერხებინებენ. მათ გამო ვანჯღრევთ ჩვენსავე საყრდენს გულგრილად და სიბრმავე ხელს გვიშლის დასაწყისშივე დავინახოთ ამ უკანასკნელის რღვევა, გაფანტვა, განკავშირება.
ახლა, როდესაც გააცნობიერე, რომ სულელი იყავი და ინერციით ფსკერისკენ მიიწევდი, როდესაც სიკვდილად წარმოგიდგა წითელ წრეთაგან უკანასკნელი მათგანის ხელიდან გამოცლა, სიცოცხლე მოგინდა და გაშმაგებით დაიწყე სუნთქვა. იბრძვი, გრგვინავ, თავს არ ზოგავ, ყველაფერი უკან დაიბრუნე, ისევ შეაწებე ნამსხვრევები ერთ მთლიანობად და ძალიან ლამაზი მეჩვენა იმის წარმოდგენა, ობობასავით როგორ გაახვიე ქსელის რამდენიმე შრეში. თუმცა ეს არ არის გამარჯვება. არ ვიცი ომი რასთან გადაიტანე, მაგრამ მჯერა, რომ ნამდვილად გაიმარჯვე, რადგან უკლებლივ ყველა წითელი წრე შენ გეკუთვნოდა და უძლეველი იყავი. აი, ამ უსაზღვრო ძლიერებამდე მისასვლელი გზა კი ერგვარი არ ყოფილა. დიდი ტრანსფორმაციები გამოიარა. იცი რა? სულ ბოლოს გამარჯვებული რომ დგახარ და თითებიდან სენი მოსრიალებს სხეულის დანარჩენი ნაწილებისკენ, ეგ სიკვდილია შენი ბრმა ვერსიისა, რომელსაც ომი მოუგე. ბოროტება შიგნით იყო და ის დაამარცხე. სიკვდილიმა შენს შიგნით იფეთქა. შენ არ მომკვდარხარ. ახლიდან დაიბადე უფრო უდრეკი, უფრო ურყევი და მრავალ წითელ წრეთა ძალის გამტარი.
ცრემლები კი უბრალოდ გამოტირება იყო ამ ამაღელვებელი ფერიცვალების, რომელიც უკანასკნელი არ იყო, რამეთუ ტექსტში არ ჩანს, რომ მწარე შოკოლადი ბოლომდე შეჭამე.
სიტყვათა მარაგი განსაცვიფრებელია და უკიდეგანოდ ლამაზი.
ყოჩაღ!

№3  offline წევრი თამარ ნაგელი

Ana-maria
კარგად გადმოცემული, გამართულად დაწერილი სევდიანი კარგი ისტორია!
არ ვიცი, ამის დაწერის საჭიროება თუ არსებობს, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - ძალიან გამიხარდა, რომ წაიკითხეთ და ძალიან ძალიან გამიხარდა კომენტარი რომ დავინახე. მადლობა♥️
რაც შეეხება ისტორიას, ჩემთვის, იმდენად მძიმე და მასშტაბურია, რამდენადაც ჭიანჭველისთვის მის ზურგზე გადაწოლილი მთელი დედამიწა.

guroo
წითელი ხაზები ხშირად იმ ჩარჩოებს წარმოადგენენ, იმ გადაულახავ საზღვრებს, რომელთაც ჩვენი ღირებულებებისა და ფასეულობების გარშემო ვავლებთ. და კიდევ არის მორალის ბინძური სისხლი, თანაც შეუდედებელი. დასაწყისში რომ ამბობ თუ რაიმე ძალას მივაგენიო რომელიმე კუთხე-კუნჭულშიო, წითელი წრეებით შემოვსაზღვრავო, რადგან მთავარი და შეუცვლელიაო, სწორედ ამ წითელ ხაზებს გულისხმობდი. ყველაფერი, რაც ფასეულია და რისთვისაც გიღირს ცხოვრება, რაც შენი პრინციპების ნაწილია, ძალას გმატებს პრობლემებისა და დაბრკოლებების, უსამართლობის, ბოროტებისა და სხვა ამისთანა მომაკვდინებელი რაღაცების წინაშე. ის არის საყრდენი, რომელიც დაცემისგან გიცავს. თუმცა, შეგირყიეს, მოშალეს და ნამსხვრევებად მიმოფანტეს. არ მინდა დავფიქრდე იმაზე, რას გულისხმობ ბოროტების მმუსვრელ ხელში, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ირგვლივმყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის გამო ზოგიერთი წითელი წრე გაუცნობიერებლად დათმე და ზოგიც გაცნობიერებულად უარყავი. აუცილებელი არაა, რომ ქარიშხალივით მსწრაფლ მოერღვია საყრდენი ბოროტებას, არცთუ იშვიათად ჩვენთვითონვე ვართ ვერაგი, მსახვრალი ხელი ნგრევისა და დესტრუქციის პროცესში. ბოროტება ჩვენშია და იქამდე იბოგინებს, ვიდრე ყველა თვალიდან ერთდროულად არ გამოვიხედავთ. თორემ სიბრმავეს საშინელ და გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. თვალთგახელას კი სხვა ადამიანები გვაფერხებინებენ. მათ გამო ვანჯღრევთ ჩვენსავე საყრდენს გულგრილად და სიბრმავე ხელს გვიშლის დასაწყისშივე დავინახოთ ამ უკანასკნელის რღვევა, გაფანტვა, განკავშირება.
ახლა, როდესაც გააცნობიერე, რომ სულელი იყავი და ინერციით ფსკერისკენ მიიწევდი, როდესაც სიკვდილად წარმოგიდგა წითელ წრეთაგან უკანასკნელი მათგანის ხელიდან გამოცლა, სიცოცხლე მოგინდა და გაშმაგებით დაიწყე სუნთქვა. იბრძვი, გრგვინავ, თავს არ ზოგავ, ყველაფერი უკან დაიბრუნე, ისევ შეაწებე ნამსხვრევები ერთ მთლიანობად და ძალიან ლამაზი მეჩვენა იმის წარმოდგენა, ობობასავით როგორ გაახვიე ქსელის რამდენიმე შრეში. თუმცა ეს არ არის გამარჯვება. არ ვიცი ომი რასთან გადაიტანე, მაგრამ მჯერა, რომ ნამდვილად გაიმარჯვე, რადგან უკლებლივ ყველა წითელი წრე შენ გეკუთვნოდა და უძლეველი იყავი. აი, ამ უსაზღვრო ძლიერებამდე მისასვლელი გზა კი ერგვარი არ ყოფილა. დიდი ტრანსფორმაციები გამოიარა. იცი რა? სულ ბოლოს გამარჯვებული რომ დგახარ და თითებიდან სენი მოსრიალებს სხეულის დანარჩენი ნაწილებისკენ, ეგ სიკვდილია შენი ბრმა ვერსიისა, რომელსაც ომი მოუგე. ბოროტება შიგნით იყო და ის დაამარცხე. სიკვდილიმა შენს შიგნით იფეთქა. შენ არ მომკვდარხარ. ახლიდან დაიბადე უფრო უდრეკი, უფრო ურყევი და მრავალ წითელ წრეთა ძალის გამტარი.
ცრემლები კი უბრალოდ გამოტირება იყო ამ ამაღელვებელი ფერიცვალების, რომელიც უკანასკნელი არ იყო, რამეთუ ტექსტში არ ჩანს, რომ მწარე შოკოლადი ბოლომდე შეჭამე.
სიტყვათა მარაგი განსაცვიფრებელია და უკიდეგანოდ ლამაზი.
ყოჩაღ!

ოოოხ! საერთოდ არ მიყვარს, ასე, ყელში ბურთგაჩხერილი რომ დავრჩები ხოლმე, და კიდევ უფრო არ მიყვარს ამის მიზეზი ეს ოხერი სიტყვები რომ არის. წესით ბევრი რამ უნდა დავწერო ამ კომენტარის პასუხად, მაგრამ წყეულიმც იყოს სიტყვები, რომელიც არსდროს მეხმარება ემოციებისა და აზრების გამოსახატად და გასაჟღერებლად.
მადლობა, მადლობა, მადლობა♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent