აუყვავებელი სული
ბევრჯერ მგონია,რომ არარაობა ვარ,რადგან ცხოვრების ვერა გამიგია რა ზოგჯერაც კი მგონია,რომ ჩემშია ის ყველა თვისება თავმოყრილი რასაც შეცდომა ჰქვია და მე არ ვარ,ამ ცხოვრებისთვის შესაფერისი...ზედმეტი ვარ,დიახ ზედმეტად მიმაჩნია თავი... მძიმე ტვირთი ვარ ამაოების,მე არ უნდა ვარსებობდე მიწის ზემოთ...მოხდა შეცდომა,ის არასწორი ქმედება და ნაბიჯი რამაც მე მიწას ზემოთ ამწია და დედამიწის მაცხოვრებელი გამხადა...რთულია გაუგო ამაოებას, განსკუთრებით დღევანდელობას, ძნელია იცხოვრო და არაფერი გიჭირდეს, გტკიოდეს, არ გქონდეს განსაცდელი. ყოველი დღე ერთნაირი არ გექნება და ამას უნდა შეეგუო, რომ წინ ბევრი წინაღობაც იქნება და სირთულეები შეგხვდება. უნდა იფრთხილო, ყურადღებით უნდა იარო მომავლის გზაზე რადგან მასზედ არ არის მოხატული მწვანე ნიშნულები, ის შენ უნდა შექმნა შენივე წარმოსახვითა და წარმოდგენით...გაივლი გრძელ, ვიწრო , ეკლებით მოფენილ გზას ფეხშიშველი.მაგრამ იმდენად იქნები წარმოსახვებში გადასული ვერც კი იგრძნობ ფეხის რბილი ბალიშების დაზიანებას , სისხლის დენას და წყლულებით სავსე ჭრილობებს...რადგან გაივლის,მალე შეწყდება მძლავრი სისხლდენა, სისხლი ფერს დაკარგავს და სიხარულის ფერებას დაგიხატავს მომავლის გზაზე მდგარ მოწითალო ნიშნულის ყვავილის სახით. ამის შემდეგ აღარ გეტკინება,რბილად გაივლი... ხანაც ცარილი სულით ვბინადრობ ამ ცხოვრებაზე, ვისზე ან რაზე, არც კი ვიცი რისთვის ან ვისთვის, ან კი ბოლოს რას მოვინადირებ? რა იქნება ნანადირევი? ვარსებობ ცარიელი სულით ვითომდა ცოცხალი გულით და დამწვარი ხორცით...ვინ ვარ მე, რა მინდა ან რას დავეხეტები, საით მივდივარ არც კი ვიცი. არც არაფერი ვიცი უბრალოდ, მოხეტიალე უფერული სული ვარ რომელიც სინდისის ქენჯნისგან ტირის...რომელიც ტკივილისგან სალამურზედ უკრავს ხელის არასწორი, მოკანკალე, უფერული შეფერილობის თითის ბალიშებით.მტკნარი ნუშისებრი თვალები რომელიც მოგრძო ინსტრუმენტს უყურებენ ცრემლების დენით...გაუხეშებული, ცარცისებრი მოთეთრო შუბლითა და ლოყებითურთ.ოდნავი ხელის შეხება და შეგრძნება არასრულყოფილებისა/არასრულფასოვნებისა ერთია..ასეც,რომ იყოს ამას ჩვენ ხმამაღლა არ ვამბობთ, განა საზოგადოებაში გავყიდით საკუთარ თავს? საკუთარ თავთან საუბარში ვაიღიარებთ ჩვენს ნაკლოვანებებს.გარედან შემოსილნი ვართ როგორც გაუტეხელი, ძლიერი, შეუპოვარი რკინის რაინდი...და ვინ იცის რაინდის გულში და გონებაში რა ხდება,რა იმალება, რამხელა ქარიშხალია ამოვარდნილი და რამდენ გულისტკივილს ატარებს პატარა გულით, თუ როგორ აქვს დამძიმებული მგრძნობიარე ორგანო რომელიც ყოველ წამს გვიცემს ისე როგორც საათი მუშაობს და სუნთქვას განაგრძობს ... სული ,ყველაზე დაჩაგრულია ულევი სევდისგან და დასახიჩრებული შინ მჯდარი წყლულისგან რომელიც არ ლამობს შინაგანი სამყაროდან გამოღწევას, არა ეჩქარება რა, ჯერ კოდევ დარჩენია იმედი იმისა, რომ ცხოვრებას საგულდაგულოდ აქვს შემონახული საჩუქარი მზაკვრული გეგმა ადამიანის გულის ტკენისა.და შენ, თავი რად წარმოგიდგენია? იმად,რომ მთელი ოცდაოთხი საათი განიცდიდე ამ ყოველივეს და ღამესა და დღეს ჩუმად ჯდობაში,მარტოობაში ატარებდე? თუ პირიქით,ყველაფრის და მიუხედავად რამდენჯერაც არ უნდა დაეცე ფენიქსივით აღსდგე! ფერფლისგან წარმოიქმნა, ახალი სასიცოცხლო ძალებით. სიცოცხელში, ჩვენი ვალი როგორც წაქცევა, ფარ-ხმალის დაყრა, ისევე ფეხზე დადგომა და ხმლის ტრიალია.სანამ არსებობ,იქამდე უნდა ცოცხლობდე არ უნდა მოიბეზრო სიცოცხლე რომელიც ნაჩუქარია და ამაზე ძვირფასი საჩუქარი,წილითი ხვედრი ადამიანისთვის არ არსებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.