ალბიონის ნისლი
შრიალის ხმა.. იოდის სუნი.. მკრთალი განათება.. ნაზი შეხება.. უჰაერობა, მოახლოებული ტკივილი, ოქროს შუალედი - იქ, სადღაც ზღვარზე. ერთი მოძრაობა, თვალებს ახელ - ხედავ, ამქვეყნიურ საოცრებას. ლამაზი და სველი, წაბლისფერი კულულებით. ჭაობის'ფერი სამყაროთი და დამფრთხალი იერით. აი ისეთი, შველი რომ იგრძნობს მონადირეს მოახლოებას და ყურებს დაცქვეტს, შეშინებული. შეხება, ისევ ის, გრილი შეხება. თითქოს ფრთხილობს, რომ არ დაგაზიანოს. და სუნთქვა გიძნელდება, თვალები გებლიტება და ბოლოს, უმიზნოდ გეღიმება, რადგან მოასწარი და იხილე, ის იხილე. "ალბიონის ნისლი". ... - ხომ იცი? ზღვა, დუდუკი, ქალამანები. - იცინოდა სანდრო. -გეყოფა, ნუ დამღალე. მომეცი გიტარა. -ჯიგარი ხარ, რა. - გაიცინა და გიტარა მიაწოდა. "Feel it in your bones The need for something more The more and more you wait It's burning you It's burning you. " - მღეროდა, მთელი გულით და სულით მღეროდა. აჟღერებდა. (konoba- on our knees) მთელი არსით შეიგრძნობდა. სიმღერის ჰანგებს, ზღვის მათრობელა სურნელი ერეოდა და იდიალურ, ეფექტურ სიმბიოზს ქმნიდა. ზღვის სანაპიროს გასცქერიდა, წინ გადაშლილ ხედს უღიმოდა, როცა გულმა, მუშაობის სტილი, იცვალა და უფრო აჩქარდა, სხეულიც დაეჭიმა და რის გამო? სანაპიროზე, ზღვის წვეთებთან თამამად მოთამაშე გოგონა დაინახა. ისე იჯდა, თითქოს მას ელოდა. გაბრიელს. თავისი ენერგეტიკით, უხილავი ძაფებით ექაჩემოდა თავისკენ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, ერთი ზაფხულის მცხუნვარე მზის ქვეშ. ... -თეია, ბათუმში არ წავიდეთ, ერთი კვირით მაინც?! -ჯერ, არ მცალია. სამსახური, არ მიშვებს! -ოხ, კარგი რა?! სულ ერთი კვირით. - ჩაიბუზღუნა და სიჩუმეს მისცა, ყოვლმპყრობელობის უფლება. -თეა, გაბრიელი... - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. -აღარ მგონია, რომ საერთოდ გამოვა სახლიდან. - თავი ჩახარა. - ანამარიას შემდეგ, ხო იცი, როგორ იყო. -ხო, მაგრამ გამოვიყვანოთ რამენაირად, უკვე სამი წელი გავიდა. -მაგრამ, მაინც ვერ შეიგნო, ვერ შეეჩვია. მის გარეშე, ჯანდაბა. მის გარეშე ვერც მე წარმომიდგენია. ისინი ერთნი იყვნენ! -ბოლოს, წყნეთიდან როდის ჩამოვიდა? -ბაბუას დაკრძალვაზე. - ისევ სიჩუმე... ისევ ეს გაიძვერა, ისევ მახრჩობელა სიჩუმე. -დაველაპარაკოთ, იქნებ წამოვიდეს. -ის ისედაც დადის ყოველ წელს, მარტო. ... -ანნა... -გაბრიელ გამიშვი! კარგი რაა.. - სახედაჭმუჭნული აჰყურებდა ბიჭს, რომელიც კარგად ერთობიდა მისი ღიტინით. -არ გაგიშვებ! არსად ,არასდროს და არც უჩემოდ! -ანუ თავისუფლებას აღმიკვეთ?! - გაეცინა. ისე ლაღად სიკვდილის პირას მყოფსაც მოგინდებოდა გაღიმება მის სილაღეზე. -არა, შენ თავად თავისუფლება ხარ და საზღვრებს როგორ დაგიწესებ?! - წარბები აზიდა. - ერთ ხანს სიჩუმე ჩამოწვა და მერე ანამარიას ცქრიალა ხმამ გაკვეთა სიჩუმე, როგორც ბადაგონის ცქრიალამ, ალაფურშეტში ჩამოსხმისას. -აბა, ალბიონის ნისლიო?! -რა? - ვერ მიხვდა. -ხომ ამბობ: შენ, ჩემი ალბიონის ნისლი, ხარო?! -კი ვაბობ და ხარ კიდევაც. - გაუღიმა და თავზე აკოცა. -მერე არ გეშინია, რომ ერთ დღესაც გავიფანტები?! - შავში გარდამავალ თვალებში ჩააჩერდა. -უმნიშვნელია, გაიფანტები თუ - არა, მე უკვე დავიჯერე ჩემი სიზმარის. )) ... მიაბიჯებდა. ზღვის ქვიან სანაპიროზე მიაბიჯებდა და თან ფიქრობდა. ისიც რომ აქ ყოფილიყო, ახლა რა იქნებოდა. იქნებოდა ასეთი?! ასეთი მარტოსული, გამოფიტული სხეული იქნებოდა?! არა! არა! - არ იქნებოდა! -გაბრიეეეელ... - ხმა მოესმა. გაშეშდა. სუნთქვა გაუჭირდა. სხეული დაუმძიმდა. ხმის მიმართულებით გაიხედა და ქალი შენიშნა. -გაბრიეეეეეეელ შემოცურე, ნახე როგორი თბილი წყალია. - თვალები აუელვდა. იცოდა არარეალური იყო. უბრალოდ ვერ იქნებოდა რეალობა. მაგრამ მისთვის აღარ იყო? - არა! ახლა უფრო მეტად და მტკივნეულად იყო, ანამარია გაბრიელის ცხოვრებაში ფესვებ გადგმული. ამბობენ : "სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს ვისაც უყვარხარ, შენი სახელი არ დაიკარგებაო." ანამარია ახლა მის გულში და მისი გულით აგრძელებდა სიცოცხლეს. შუაგულ ზღვაში, ამკრძალავ ნიშნულებთან გოგონა ვურავდა. ის დღე გაახსენდა. -ანნაა.. ანნააა - ანერვიულდა და გაუცნობიერებლად იწყო სვლა წალში. -გაბრიელ აქ ვარ.. - გაშმაგებული მიიწევდა წინ წყალში, მოაპობდა წყალს როგორც გემი ქარიშხლის დროს. მერე კივილი. ტაომ დააყარა. თავის ტკივილი იგრძნო, უჰაერობა, თავბრუსხვევა, მარილიანი სითხეც ბლომად ჩაყლაპა, როცა დაინახა მისი მწვანე სამყარო. მისი ლაღი ღიმილი და ჭაობის'ფერი თვალები, წაბლისფერი კულულები, ლოყაზე ნაჩვრეტები ასე რომ უყვარდა. -გაბრიელ.. გაბრი..-თვალები დახუჭა. გონი დაკარგა. ... შრიალის ხმა.. იოდის სუნი.. მკრთალი განათება.. ნაზი შეხება... უჰაერობა, მოახლოებული ტკივილი, ოქროს შუალედი - იქ, სადღაც ზღვარზე. ერთი მოძრაობა, თვალებს ახელ - ხედავ, ამქვეყნიურ საოცრებას. ლამაზი და სველი, წაბლისფერი კულულებით. ჭაობის'ფერი სამყაროთი და დამფრთხალი იერით. აი ისეთი, შველი რომ იგრძნობს მონადირეს მოახლოებას და ყურებს დაცქვეტს, შეშინებული. შეხება, ისევ ის, გრილი შეხება. თითქოს ფრთხილობს, რომ არ დაგაზიანოს. და სუნთქვა გიძნელდება, თვალები გებლიტება და ბოლოს, უმიზნოდ გეღიმება, რადგან მოასწარი და იხილე, ის იხილე. "ალბიონის ნისლი". -შენ, მე გაფანტვის უფლება მომეცი! -უმნიშვნელოა, მე მაინც დავიჯერე ჩემი სიზმარი! დასასრული ..... მადლობა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ი ს თ ვ ი ს თ ვ ი ს! იმედია მოგეწონებათ.. იმედიათ გამიზიარებთ თქვენ აზრებს.. გავმეორდები და ვიტყვი რომ თქვენი თითოეული აზრის გაზიარება ჩამზე ძალიან სასიამოვნოდ მოქმედებს.. ჰოდა იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ერთი სიტყვით.. გელით! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.