შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადის ხალხი


29-05-2021, 19:08
ავტორი Mano Ebanoidze
ნანახია 866

ის დღეც ჩვეულებრივი იყო - ავადმყოფები,ცრემლები,ტირილი.ამ კლინიკაში პირველად, რომ მოვედი გამიკვირდა როგორ შეეძლოთ ექიმებს ერთ წუთში ჯერ სიკვდილის პირას მყოფი პაციენტებისა და მათი ახლობლების ტკივილისთვის ეყურებინათ,მერე კი ერთად შეკრებილთ განეხილათ რა მაგრად ითამაშა გუშინ ,,ბარსამ“,და ეცინათ,ეცინათ ვითომ სიკვდილთან ბრძოლაში დამარცხების საშიშროება არ ელოდათ.დღეს მეც მათნაირი ვარ და ამას მხოლოდ ორი წელი დასჭირდა.
ის დღეც ჩვეულებრივი იყო,მხოლოდ დაახლოებით საღამოს 10 საათამდე,სანამ არ მოიყვანეს გოგონა,რომელსაც კიბო ჰქონდა.ახლა, წლების შემდეგ რომ ვუფიქრდები, ვხვდები მასთნ ურთიერთობის 1 კვირა და 3 დღე არის ჩემი ონკოლოგიური კარიერის ყველაზე დიდი გამოცანა.
როგორც ხდება ხოლმე,მოვისმინე მისი მშობლებისგან,რომ განადგურებულები არიან და თუ რამე საშუალება არსებობს ყველაფერს გაყიდიან ოღონდ კი შვილი გადაარჩინონ.მე-4 სტადია იყო და, რა თქმა უნდა,გვიან აღმოაჩინეს,აბა რას წარმოიდგენდნენ ეს სიცოცხლით სავსე,სწავლაზე თავგადამკვდარი გოგო...
პირველმა კვირამ ისე ჩაიარა ჩემი ახალი პაციენტისაგან სიტყვა კი არა ერთი ოხვრაც არ გამიგია.უფრო უცნაური კი ის იყო,რომ თავისიანებსაც არ ელაპარაკებოდა.არც პალატის მეზობლებს.
ვერ გეტყვით ეს მწყინდათქო,პირიქით,კიდევ ერთი ადამიანის დამშვიდება მაინც არ მომიწევდა.სიარული საკმაოდ უჭირდა,მაგრამ როგორც ვიცი საპირფარეშოში სულ მარტო დადიოდა ექთნების დაუხმარებლად.საჭმელიც სულ თავისით გამოქონდა დერეფანში მდგარი მაცივრიდან და მერე უკანვე აბრუნებდა.
ორშაბათს პირველად დასჭირდა მორფი,სამშაბათს პირველად გავიგონე მისი ხმა.მე ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ახლად გაწერილი პაციენტის ახლობლებს ვესაუბრებოდი,უცებ ყვირილი გავიგე,ბოდიში მოვიხადე და ამბის გასარკვევად გამოვედი.ის იდგა პალატაში თმაგაშლილი,პიჟამაში და სანიტარს ადანაშაულებდა,მისი თანაპალატელი ბებოსადმი უხეშ მოპყრობაში.სანიტარმა,რომ დამინახა ეტყობა გადაწყვიტა ამ გოგოს მე მივხედავდი,არაფრის ასახსნელად არ შეუწუხებია თავი,გასვლისას შემომხედა და გამიღიმა ისე,რომ გოგონას არ დაენახა.ესეც საკმარისი იყო და მე მივხვდი,კიდევ ერთი ადამიანისთვის უნდა თანამეგრძნო.
_მესმის რთულია,მაგრამ იმედი ბოლოს კვდება ,ყველაფერი კარგად ...
_რადგან მორფით გამოშტერებული სანდო მოწმედ ვერ გამოვდგები ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ყველანი აქ სწორად იქცევით.ბოდიშს გიხდით ბატონო,რომ ავად ვართ,რომ იმ ქალბატონს ჩვენი განავლის გასუფთავება უწევს,გვაპატიეთ,რომ ჩვენი წყალობით ხელფასს იღებთ.
_მომისმინე სად იყავი აქამდე,რატომ ჩაიგდე თავი ამ დღეში,თავად არ უფრთხილდები საკუთარ სიცოცხლეს და ჩვენგან რას ელოდები?
_მე ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ,მე მასზე ვამბომ,-თითს ბებოსკენ იშვერს,თავად კი ფანჯარაში იყურება- მე უარესსაც ვიმსახურებ.
ბებო იმ ღამით დაიღუპა.
შემდეგ დილას, როცა იმ გოგონას მშობლების სლუკუნს ვისმენდი, ამდენს რისთვის სწავლობდა,შრომობდა და წვალობდაო.კინაღამ ვუყვირე თუ ასეთი ჭკვიანია თქვენი შვილი,ის რატომ ვერ მოიფიქრა წელიწადში ერთხელ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეემოწმებინათქო.საქართველოში,ხომ ,მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში კადრულობენ ექიმებთან მისვლას.
საღმოს გადავწყვიტე ჩემი პაციენტებისთვის დამეხედა,მისი პალატა დერეფნის ბოლოს იყო,სანამ იქამდე მივაღწევდი უკვე დავიღალე იმ სიტყვების ლაპარაკით,რომლისაც თავადაც არ მჯეროდა.პალატის კარი ღია იყო,ის ფანჯრის წინ იჯდა იატაკზე და შოკოლადს ჭამდა,თმები აღარ ჰქონდა,გადააპარსვინა ალბათ.ისევ ის პიჟამა...
_მიირთვით შოკოლადი -ისე მითხრა არც მოუხედავს ჩემკენ.ნეტა საერთოდ როგორ მიხვდა აქ რომ ვიყავი. მის სწოლზე უამრავი შოკოლადი ეყარა.
_თურმე ცოდნიათ შოკოლადები რომ მიყვარს,საინტერესოა აქამდე სად იყვნენ?-თითქოს თავისთავს ელაპარაკებაო,იმასაც ვერ ვხვდებოდი საერთოდ მე მეუბნებოდა თუ ვინმე ეჩვენებოდა._ხეადავთ როგორები არიან,შეეშინდათ ისე არ გაგვასწროს ამ უჟმურმა ბოზმა,ბოდიში ვერ მოვუხადოთ იმისთვის,რომ მისი ატანა არ შეგვეძლოო,ყოველთვის გავრბოდით მისგან როცა უკეთესი პონტი იჩითებოდაო,მოსაწყენად,არანორმალურად და გოიმად რომ ვთვლიდითო.
წამოდგომას შეეცადა.გაუჭირდა.მაშინ პირველად ვიგრძენი რომ გაეღიმა,დანახვით არ დამინახავს,მაგრამ ზუსტად ვიცი.
_ექიმო,დამეხმარეთ!
თურმე იცოდა,მე რომ ვიყავი,თუმცა რა დროს ამაზე ფიქრი იყო. დავეხმარე. საწოლზე დაჯდა,მადლობა მითხრა და კიდევ ერთხელ შემომთავაზა შოკოლადი.ვიუარე,ისე გემრიელად ჭამდა არ მინდოდა შევზიარებოდი.
_მომისმინეთ საერთოდ არ მაინტერესებს,გეუხერხულებათ,გიტყდებათ,გეშინიათ თუ გეჯანდაბებათ პაციენტის შოკოლადების ჭამა.მე ვერ მოვასწრებ ამდენის შეჭმას იმ ხალხს კიდე სინდისი ხომ უნდა დაუმშვიდდეს.
_რომლით დავიწყო რას მირჩევ?
_ოღონდ თეთრებს არ შეეხოთ,დანარჩენი რომელიც გნებავთ.
_რატომ?
_მაგათ მომტანზე არ ვნერვიულობ,შეგვიძლია ბოლოს თუ თავი გვექნა მერე შევჭამოთ.თუ დარჩება მაგასაც არაუშავს.
_მაპატიე,მაგრამ ვერ გაგიგე.-განმარტების მოლოდინში შავ შოკოლადს დავწვდი.
_ვერ ვიტან შავ შოკოლადს,თუმცა ყურებამდე გაღიმებული ვუხდიდი მადლობას მაგის მომტან გოგოს,რომელსაც დაახლოებით 12 წელი დაქალს ვუწოდებდი და რომელიც გიჟდება შავ შოკოლადზე.
დავიბენი.ბოლოს ესღა მოვახერხე მეკითხა: _როგორ გაიგე რომ შემოვედი?
_არ გამიგია,არ ვიცოდი აქ იყავით თუ არა,მაგრამ ჩემი რა მიდიოდა, მორფით გაბრუებულ გოგოს ვინ მოკითხავდა ჭკუას თავის თავთან ლაპარაკისთვის?თანაც კარი ხომ სპეციალურად გავაღე,მსმენელის გამოჩენის შანსის გაზრდისთვის.
_არ გავხარ გაბრუებულს მაინცდამაინც.-გავუღიმე,მინდოდა მასაც გაეღიმა,მაგრამ...
_მართლა?მაშინ ახლა მაინც დამიჯერეთ,რომ აქ ექთნები,სანიტრები და არც თქვენ, ექიმები არ ექცევით პაციენტებს კარგად.
მე ცოტა გაკვირებულმა და ცოტა გაბრაზებულმა შევხედე,მას გაეღიმა,მეც.მერე ისტერიული სიცილი აუტყდა ,მე ვეცადე თავის შეკავებას მაგრამ ამაოდ და ორივე ლამის ჩავბჟირდით.
_მე სამი ტიპის ადამიანებს ვიცნობ?
_მართლა?აბა ჩამოთვალე.
_თეთრი,შავი და ყველა სხვა სახის შოკოლადი ხალხი.
გამეცინა.
_მე რომელი ვარ?
_მგონი ამაღამ იწვიმებს,თანაც ძალიან.თეთრ შოკოლადებს ეტკინებათ,სხვა სახის შოკოლადებს გული დაწყდებათ,შავი შოკოლადები ჩასაცმელზე დაიწყებენ ნერვიულობას.
გაღიმებულმა ვუთხარი რომ ვერაფერი გავიგე.
_სწორედ ამიტომ,ჩემი ძილის დროა,აბა ადიოს.-მუშტი გამომიწოდა,მეც იგივეთი ვუპასუხე.ვაღიარებ არ მინდოდა მასთან განშორება.
ვინ იცის რამდენი ხანია კლინიკიდან ასეთ კარგ ხასიათზე არ გამოვსულვარ,ალბათ ამიტომაც გადავწყვიტე ბიჭების შეკრება და რესტორანში წასვლა.
ღამის პირველი იქნებოდა რესტორნიდან რომ გამოვდიოდით,გარეთ კოკისპირულად წვიმდა.მე გამეცინა,ზუსტად ვიცოდი რას მეტყოდა დილით რომ ვნახავდი : „არ ვიცოდი იწვიმებდა თუ არა,მაგრამ აბა ვინ დაძრახავს მორფით გაბრუებულ გოგოს ცუდი სინოპტიკოსობისთვის,ხოდა მეც ვთქვი.“
ის იმ ღამით დაიღუპა და მე თურმე თეთრი შოკოლადი ვყოფილვარ.



№1 სტუმარი Ana-maria

როგორი სევდიანი იყო. მეტკინა შოკოლადზე შეყვარებული გოგო. ნეტა თვითონ რა ფერის შოკოლადი იყო?

 


№2  offline წევრი Lizkaa

მომეწონა ძალიან კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent