ამოვარდნილი კლავიში
პიანინოზე ყოველ დილა-საღამოს, ნახევარი საათით უკრავდა დორე. ტრადიცია ჰქონდა,რომელსაც არასდროს არღვევდა.მისი გარდაცვალების შემდეგ სახელი შეიცვალა და "დორე" გახდა.ცოტა უცნაური და არაფრისმთქმელი სახელი,მაგრამ მან ხომ იცის რასაც ნიშნავს და რაზეც მიუთითებს მისი ახალი სახელი. ღამის ჰანგები შესძულდა,საღამოს საათები,რომ მოდის თავს გვერდით წევს,რომ ცის ფერის ცვალებადობა არ დაინახოს, რომ ვარსკვლავებს თვალი თვალში არ გაუყაროს და მთავრემ თვალებში არ შენათოს. ღამე ქურდია,ღამემ წაართვა ის.მოსტაცა,საიქიოში გადაიყვანა,არც ჰკითხა ისე,არც გააფრთხილა და მითუმეტეს არც გააღვიძა. დილით,საწოლში გათიშული მწოლიარე შეამჩნია.როგორც წესი, გვერდს იცვლიდა,ფხიზელი ძილი ჰქონდა და სულ წრიალებდა. ეს დილა კი განსაკუთრებულად ჩუმი და იდუმალი იყო. დილის თერთმეტი საათი იქნებოდა,მაგრამ იმდენად მოღუშული იყო ცა,თითქოს ვიღაცას ან რაღაცას დასტიროდა.შველას ითხოვდა,განწირული ხმა წვიმის სახით მათ ოჯახში მკაფიოდ ისმოდა,მაგრამ ყურს არავინ უგდებდა. გავიდოდა წუთი,ზემოდან დახედავდა...ისევ ეძინა,გაივლიდა და გამოივლიდა ისევ მიდგებოდა ოთახის კართან ისევ მშვიდად,გაუნძრევლად განაგრძობდა ძილს. იფიქრა,გუშინ გვიან ღამით დაწვა და მოდი არ გავაღვიძებო.მაგრამ,შიგნიდან რაღაც იდუმალი ღრღნიდა,კარგს,რომ არაფერს ეუბნებოდა,განგაშის ზარისკენ მოუწოდებდა. ბოლო ამოსუნთქვა და თვალის გახელვა,ნოტების წაღიღინება დოორე... ადრე,ბოდვას ეძახდნენ მის სიყვარულს მუსიკისადმი ახლა,კი მისი ბოლო წაღიღინება იყო... მზე იმ ჟამიანობისას საჭირო იყო,ბოლო ღიღინის დროს,რომ ამოსულიყო იქნებ...იქნებდა მის სინათლეს საოცრება მოეხდინა და...გადარჩენილიყო მაგრამ მზის მაგიერ,ღრუბელი დასტიროდა. მისი სიკვდილის წუთიდან,ქალი შეიცვალა.მან,ხომ დიდი სიყვარული დაკარგა,რომელსაც სიცოცხლეში არასათანადოდ აფასებდა,ახლა ნანობდა,ძალიან ნანობდა მაგრამ,სინანული ძალზედ გვიანი იყო. გატყდა,ასაკი მოემატა,განაცრისფრდა,წონაში კლება დაიწყო,მოსუსტდა,ძალა გამოელია და შავი თმა თეთრად გარდაიქმნა. სულით აღარ ცოცხლობდა,მხოლოდ სხეულით დაიარებოდა.მისი გონება და სული კი საყვარელ კაცთან იყო...აგონდებოდა მისი ბოდვა დოორეე... ისიც იმეორებდა,გაუჩერებლად... ყოველ დილა-საღამოს,მასში ღრუბელი ბუდობდა,წვიმის წვეთები უმანკო სულს უსველებდა,ხანაც იმდენად ძლიერი იყო წყლის დინება ციდან ხმელეთისკენ,რომ სულს უფორიაქებდა,აღელვებდა და სულს უტბორავდა.სუნთქვა უჭირდა ძალზედ,გადაადგილებით ჯერ კომოდს ჩასჭიდებდა ხელს,მერმე კედელს მოეჭიდებოდა ცალი ხელით,ოთახს მიადგებოდა ორივე ხელით კარს ეჭიდებოდა შეაღებდა თუ არა საწოლზე გაითოშებოდა. ყელთან რაღაც ახრჩობდა,მოსვენებას,რომ არ აძლევდა ალბათ,სინდისის ქენჯნა იყო და ის წარსული რომელსაც შეცდომა ერქვა.სიყვარულით უყვარდა საკუთარ თავზე მეტად მაგრამ,როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა მისდამი უნდობლობის გრძნობა უჩნდებოდა უკან მოიტოვებდა გრძნობას რომელსაც მასდამი განიცდიდა. პიანინოს თუ ერთი კლავიში ამოუვარდება,არ იქნება ისეთივე სრულყოფილი როგორიც უწინ,არ ექნება ისეთივე ჟღერადობა როგორც ძველად.ვერ ააწყობ მუსიკას ერთი კლავიშისა და ნოტის გარეშე. ზოგადად მის სიცოცხლეშიც,დორე თავს ყოველთვის მარტოსულად და არასრილფასოვანად თვლიდა,გამუდმებით ეს შეგრძნება აწუხებდა და შინაგან სამყაროს უღრღნიდა.ამიტომაც ქმარზე იყო მიკედლებული,მასზე დამოკიდებული.წებოვანი ლენტასავით იყო მის გვერდით ახლა კი ყველაფერი გაქრა,ის არასდროს იყო მზად დასასრულისთვის.ყოველთვის დასაწყისი იზიდავდა ის კი არ იცოდა,რომ ყველა ამბავს,ყველა სიყვარულის ისტორიას და საერთოდ ცხოვრებას ბედად უწერია დასასრული.ზოგჯერ,შეიძლება ნაადრევად მოვიდეს,ხანაც ძალიან დაიგვიანოს.მხოლოდ დროშია განსხვავება და მონაცვლეობით გადადის ის ერთი დან მეორეზე,მეორედან მესამეზე და ასე უსასრულოდ.დედამიწას ადამიანები რიგის და მიხედვით ტოვებენ.დორესაც სურდა იგივე მაგრამ,ჯერ მისი რიგი არ იყო,დრო კიდევ ჰქონდა დარჩენილი რომელსაც უარყოფდა.მან საკუთარი სიცოცხლე უარყო, სიცოცხლე რომელიც ღმერთის საჩუქარია არადა რამდენი ნატრობს ცხოვრების გაგრძელებას, დღეების გახანგრძლივებას. საკუთარ თავს არ აპატია შეცდომები, რომელიც წარსულსი დაუშვა.ჩვენ,ვინ გვეკითხება გვინდა თუ არა სიცოცხლე,ვაპატიებთ თუ არა შეცდომებს სხვას,ჩვენზე მაღლა ღმერთი დგას და ის წყვეტს ყოველივეს. გავიდა დრო,დორეს გონს მოგების პერიოდი დაიწყო.თითქოს აპატია საკუთარ მეს,დაიამა ტკივილი და მასთან ერთად ცხოვრება ისწავლა.მასში არსებული ტბორი დღითი დღე ილეოდა,ნელ-ნელა ქრებოდა ყელში არსებული მძიმედ მგორავი ბურთულა რომელიც პატარავდებოდა,მოვიდა სიცოცხლის სურვილი და ხალისი რომელიც გამქრალი იყო. პირდაპირ დორეს სახლს ანათებდა დილაობით მზე,საღამოობით კი სინათლით სავსე მთვარე. დორეც იმედით გაყურებდა ცას და იმედითვე უყურებდა ცის ფერის ცვლილებას. ყოველთვის ვიღაცის მოლოდინში იყო,იჯდა და ელოდა. ასე გადიოდა დღეები,კვირეები,თვეები და წლები... ელოდა,ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,მზიან დღეებს და სავსე მთვარიან ღამეებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.