შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოვარდნილი დღეები


27-08-2021, 22:49
ავტორი NiTe
ნანახია 822

რა საზიზღრები ვართ ადამიანები როცა ყველაფერს საკუთარ ინტერსში ვხარშავთ და ვატარებთ. ახლაც მგონი ეს გრძნობა მაწერინებს ამას. გქონიათ შემთხვევა როცა გინდათ რომ უთხრათ თუ როგორ საშინლად გიყვართ იმ ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა და უფრო მეტად საშინლად გენატრებათ? იმაზეც თანახმა ხართ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოთ ოღონდ ისევ ურთიერთობდეთ? რაღაც სტატუსით მაინც? და ამრიგად, მისი მდგომარეობა და ცხოვრება რაღაც ნაწილით მაინც იცოდეთ? ეს თუ ასეა ვწუხვარ მკითხველო, თქვენ გულწრფელად და ნამდვილად გიყვართ. ეს კარგია? არა ეს მტკივნეულია როცა მისგან არანაირი ინტერესი არ მოდის და მას უბრალოდ არც კი აინტერესებთ. მან ხომ ეგოისტურად განგიცხადათ რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა თქვენი ერთად ყოფნისთვის და მას თქვენთან უბრალოდ მეგობრობა უნდოდა... ესაც კი უბრალოდ ზრდილობის გამო გითხრათ, ეს კი მისი შემდგომი საქციელით და გულგრილი დამოკიდებულებით დადასტურდა. ამ დროს კი საშინლას გვტკივა ადამიანებს როცა ჩვენ რჩეულში რაღაც ადამიანურსაც აღმოვაჩენთ ხოლმე. ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე დროულად რომ ისიც ჩვეულებრივია და არც ისეთი განსაკუთრებულია როგორადაც ჩვენს რაღაც ნაწილს ჰგონია და ეგონა... და მაინც ალბათ საშინლად გენატრება და მომღიმარი, რომელსაც საკუთარი მდგომარეობა აცინებს და გარემოება უეცრად ატირებს წარმოგიდგება ხოლმე მასთან ჩახუტება და უფრო მეტად გეღიმება რადგან მისი თმის სურნელი და მოციმციმე თვალები ისევ გახსოვს ბუნდოვნად და ამას თვალებდახუჭული წარმოიდგენ და ეთიშები ამ ცხოვრებას რომელიც უკვე გაღიზიანებს თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც მის გარეშე ყოველწუთას დგამ. მის ფოტოებს რომელსაც ადრე გიგზავნიდა მომღიმარი და ბაგე გაცრემლიანებული ათვალიერებ და მის მოფერებას სულელურად და ბავშვურად ეკრანიდან ცდილობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent