Ocean's eyes
მტვრიან ოთხკუთხედში ერთი ძველი დნიმიკი იდო, ყავისფერი, მოძველებული გიტარის დინამიკი, რომელიც თვალში მოგხვდებოდათ როგორც კი ჩაივლიდით, ის და კიდევ ოკეანის თვალები, თვალები რომლებშიც ერთი შეხედვით ვერაფერს ამოიკითხავდი, მასსავით ცივი, აღელვებული და ამასთან ერთად მხიარული ჩანდა, ოქროსფერი თმის ქვეშ მშვიდად ისვენებდნენ ოკეანეები და ზღვები.. საშინელი ხმაური იყო, ოთხკუთხედში სილუეტები ერთმანეთს ეცვლებოდნენ, მეც ერთ-ერთი მათგან ვიყავი, შეუმჩნეველი, უღიმღამო, ერთი სილუეტი, რომელიც სხვებს არაფრით ჰგავდა… სადღაც უსასრულობაში იყურებოდნენ თვალები, თეთრ ფონს გაურბოდნენ და კოსმოსში იკარგებოდნენ, მეც ვიდექი და მივყვებოდი, ხან მარსზე ვიყავი და ხან ვენერაზე, ბოლოს ყურებამდე გაღიმებულს ოკეანის მზერა შემეჩეხა, ხმა კარგად კი ვერ გავარჩიე, მაგრამ არ შევიმჩნიე.. მას თავისუფლების სუნი, განსხვავებულობის ექო და გონიერებს არომატი დასდევდა… ხო, დასდევდა და მიტაცებდა სადღაც იქით, არარსებულ მინდორთა წყობაში. ის თეთრი სივრცე დღესაც იქ არის, უბრლოდ აღარც თავისულების სუნი აქვს, აღარც განსხვავებულობს ექო და მითუმეტეს აღარც გონიერება ჩანს, სილუეტები ისევ ირევიან, იმაზე მეტიც კი ვიდრე აქამდე, მაგრამ ის აღარ არის, ის აქ აღარ არის, სადღაც გაქრა, ოკეანის თვალები ყინულმა ჩაანაცვლა და მეც ზუსტად დაგვიანებით მივდივარ სილუეტთა თეთრ სივრცეში, მინდა ყინულის თვალებს ავერიდო, მინდა ის ოკეანის თვალები მახსოვდეს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.