ვერ გავბედე
გუშინ ქუჩაში დაგინახე!სუნთქვა შემეკრა,ვერ ამოვისუნთქე.ისე მომნატრებიხარ,თურმე როგორ მჭირდები.ისევ ვიგრძენი ,რომ ამაო ყოფილა ფრაზა "დრო ყველაფრის მკურნალია,ესეც გაივლის".სისულელეა...დრო ვერ კურნავს ჩემ იარებს,ვერც სიშორრ მეხმარება შენს დავიწყებაში.ვგრძნობ სულ ამაოა ჩემი მცდელობა აღარ მახსოვდე აღარც მიყვარდე.შემეშინდა...ძალიან შემეშინდა ,ვერ გავბედე მოსვლა.ყოველთვის ასეთი სუსტი ვიყავი,ალბათ ამიტომაც ვეძებდი შენსავით ძლიერ დასაყრდენს,რომელიც თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობას მომცემდა.გულის სიღრმეში მინდოდა დაგენახე,სულ სხვანაირი ისეთი როგორიც ახლა ვარ,მაგრამ შემეშინდა, შენი მზერის შემეშინდა იქნებ ვერ გეცნე და არ მინდოდა უჩუმრად აგეარა გვერდი.ვიცი მხხდალი ვარ.ვერც მაშინ ვიპოვე ჩემს თავში ძალა როცა მოდიოდი და თან ზურგსუკან იყურებოდი ჩემი მოლოდინით.ვერ შევძელი ჩემს თავში მეპოვა ძალა, ხელი ჩამეკიდა და აღარასოდეს გამეშვი.ახლა გვიანია წარსულზე ფიქრი მაგრამ არ ვნანობ შენთან გატარებულ არც ერთ წამს,მოგონებები მაძლებინებს რომ სულ არ შევიშალო.მე უშენობა მივუსაჯე თავს,სასჯელად იმ სიყვარულისთვის რომელიც ვერ შევინარჩუნე!.მინდა იცოდე ყოველთვის იარსებებს ამ სამყაროში ერთი უზომოდ შეყვარებული გოგონა ,რომელსაც საკუთარ თავზე მეტად მუდამ ეყვარები.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.