შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ დეპრესია მიპყრობს

7-09-2021, 20:06
ავტორი Jeff
ნანახია 1 169

ზოგჯერ ვფიქრობ ნუთუ რამდენი წლის უნდა ვიყო იმისთვის, რომ მშობლებმა სახლიდან სადმე მათთვის უცნობ ადამიანებთან გამიშვან გასართობად. 22 წლის ვარ და თავს ისე ვგრძნობ თითქოს ისევ თინეიჯერი ვარ, რომელსაც თუ სადმე არ უშვებდნენ, იმ მიზეზით, რომ პატარა იყო და ეშინოდათ. შედარებით წამოვიზარდე, ასაკიც მომემატა მაგრამ რა, ისევ იგივე. ისინი გეუბნებიან, რომ შიში აქვთ რაიმე არ დაგემართოს, ზრუნავენ შენზე კი და უყვარხარ, ამით გამოხატავენ ერთი მხრივ ამას, მაგრამ მეორე მხარეს იცით ვინ დგას? შვილი...
შვილი, რომელსაც უბრალოდ გარეთ გასვლა უნდა, ცოტა გართობა, ცოტაც ცეკვა, ხმამაღალ მუსიკებში ჩაძირვა და ასე ყოფნა საათობით.
კი მე ადამიანი ვარ, რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ამავდროულად ადამიანი, რომელსაც არავინ ჰყავს მისი ნამდვილი, შინაგანი ღრმა გრძნობების სათქმელად.
მე ყოველ ღამით ვტირი, თქვენ გგონიათ რომ ეს მინდა? გგონიათ, რომ მსიამოვნებს მუდმივ სტრესსა და დეპრესიაში ყოფნა? საერთოდაც არა, მაგრამ ნერვები აღარ მყოფნის. ყოველ ღამე ჩემი ბალიში ჩემი ცრემლებით სველდება, ყოველ ღამე ჩემი ოთახის კედლებს ჩემი შინაგანი ყვირილი, არა ხავილი ესმით. ვეღარც ვყვირი სულიერად იმდენად განადგურებული და მკვდარი ვარ.
დღეს დილით საკუთარ თავს ვუთხარი, რომ დღეიდან ჩემი ცხოვრების ახალი დასაწყისი უნდა ყოფილიყო, ახალი ფურცლიდან უნდა დამეწყო სიცოცხლე, არსებობა კი არა სიცოცხლე ვიხმარე სიტყვად, ამ 2 წლის განმავლობაში პირველად... მაგრამ რათ გინდა, მოვიდა საღამო და აირია ყველაფერი, ისევ კამათი და ჩხუბი, ისევ ყვირილი და გოდება, ისევ ერთი და იგივე დაუსრულებელი ამბავი მოხდა ჩემს ოჯახში. და მე ისევ ვიტირე. ჩემი თავისთვის მიცემული პირობა 1 დღეც კი ვერ შევინახე.
ახლა ვზივარ და ამას ვწერ, რომ მკითხოთ რატოვო გიპასუხებთ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რითიც ჩემს რეალურ მეს ვხედავ, მხოლოდ ამით შემიძლია მე ის ვიყო ვინც ვარ და მუდმივად ყალბი ღიმილით, საქციელებითა და სიტყვებით არ ვცხოვრობდე.
უკვე 2 წელია ასე ვარ
მე დეპრესია მკლავს
მე ვნადგურდები
შველა არ მინდა, უბრალოდ მინდა გამიგონ.

№1 სტუმარი სტუმარი პიკასო

[b][/b] მესმის შენი…
სამწუხარო რეალობას, რომ დღევანდელ რეალობაში მსგავს დაბრკოლებებთან გიწევს გამკლავება…
ვეუხვარ, რომ არ შემიძლია ზუსტად გადმოვხცრ ის განცდა რასაც ახლა ვგრძნობ…
ვეუხვარ რომ ვერაფრით გეხმარები…
ნადგურდები, იმიტომ რომ იწყებ შეგუებას…
ასეთ რამეს

№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

დაფიქრებულხარ, იქნებ შენ არ გესმის მათი, ეცადე გაუგო.. და კიდევ ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი გაივლის! მეც ასე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა და მეც კარგად ვარ. შენთანაც ასე იქნება, ყველაფერი ისე კარგად გექნება, რომ ვერც წარმოიდგენ დღეს, თუ შენ ეს მოინდომე , რა თქმა უნდა.

№3  offline წევრი Jeff

სტუმარი პიკასო
[b][/b] მესმის შენი…
სამწუხარო რეალობას, რომ დღევანდელ რეალობაში მსგავს დაბრკოლებებთან გიწევს გამკლავება…
ვეუხვარ, რომ არ შემიძლია ზუსტად გადმოვხცრ ის განცდა რასაც ახლა ვგრძნობ…
ვეუხვარ რომ ვერაფრით გეხმარები…
ნადგურდები, იმიტომ რომ იწყებ შეგუებას…
ასეთ რამეს

❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი მარიამი
დაფიქრებულხარ, იქნებ შენ არ გესმის მათი, ეცადე გაუგო.. და კიდევ ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი გაივლის! მეც ასე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა და მეც კარგად ვარ. შენთანაც ასე იქნება, ყველაფერი ისე კარგად გექნება, რომ ვერც წარმოიდგენ დღეს, თუ შენ ეს მოინდომე , რა თქმა უნდა.

მადლობა რჩევისთვის ❤️❤️

№4 სტუმარი ვინმე

ძაან კლიშე ნათქვამია მაგრამ მესმის შენი. იმიტომ რომ შენნაირი, ჩემი თავის ჩათვლით, ბევრი შემხვედრია. თითქოს ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და წასასვლელი არსად გვაქვს.

არადა გვაქვს. როგორც კი შენ თავს გაუგებ, იმ მდუღარე ქვაბიდანაც, მაშინვე თუ არა, საბოლოო ჯამში როგორღაც ამოძვრები. ჩემ ამბავს გეტყვი უცებ, თუ არ დაგეზარა ჩაიკითხე ბოლომდე, იქნებ ერთი წვეთით მაინც გაგიბათილოს სევდა.

მოკლედ, დიდი არაფერია მაგრამ 12 წლიდან თითქმის 18 წლამდე მშობლებთან, განსაკუთრებით მამასთან ცოტა ბობოქარი ურთიერთობა მქონდა. სულ ვჩხუბობდით და ხშირად მისი სახელის გაგონებაც ბურძგლებს მაყრიდა. არადა, ვერ ვიტყვი რომ შეზღუდული ვიყავი, ან ცუდი ბავშვობა გავატარე, მაგრამ თავში ყოველთვის სცენარებს ვაწყობდი რომ ყველაზე უბედური ვიყავი. რომ ჩემი არ ესმოდათ. რომ სულ მარტო ვიყავი. დედას იშვითად ვუშლიდი გულს, იშვიათად ვეუბნებოდი ჩემს წუხილს. მამასკენ გახედვა სულ არ მინდოდა. რაც დარდი მქონდა, ყვაფერს ერთ პატარა ბლოკნოტში ვიწერდი, რომ რამენაირად მაინც დავცლილიყავი ნეგატივისგან. ის ბლოკნოტი ჩემი საკუთარი სამოთხე გახდა რადგან იქ ვიცლებოდი, იქ ვწერდი ყვაფერს, იქ ვლანძღავდი სამყაროს რომელსაც ჩემი არ ესმოდა.

მერე სანამ 19ის გავხდებოდი, ისე მოხდა რომ ოთხი წლით მარტო ცხოვრება მომიწია. პირველი რამდენიმე თვე, სახლიდან რომ გადავედი, თითქოს დავწყნარდი. კლუბებშიც დავდიოდი, მეგობრებთან დილის საათებამდე ვიყავი. მოკლედ, ჩემი თავის პატრონი და პასუხისმგებელი მე ვიყავი, რა. თავიდან თავი ბედნიერი მეგონა, ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა და ჩემი განრიგით ვცხოვრობდი.

მაგრამ მერე ისევ დაბრუნდა სევდა. ისევ დავიწყე ჩემს ბლოკნოტში წერა, მეგობრებისგან ემოციურად დისტანცია დავიჭირე, რადგან როგორც მშობლებისგან, ისევე მეგობრებისგანაც თავი განრიყული მეგონა. არადა, ნამდვილად ვიყავი განრიყული, იცი რატომ? იმიტომ რომ მე მინდოდა ასე.

მე ხელი არავინ არ მკრა. არავინ არ გამწია გვერდით. პირიქით, მე ვკარი ყველას ხელი. მეთვითონ დავიხურე ქუდი და ყველას ზურგი ვაქციე.
ახლა 23ის ვარ, რამდენიმე კვირის წინ სახლში დავბრუნდი, მშობლებთან. მამას ახლაც ზოგჯერ ბრაზით ვუყურებ როცა ოდნავ ხმას აუწევს და გულში იმის შიში მებადება რომ იჩხუბებს. დედასგანაც ზოგჯერ ემოციებს ვმალავ, ჩემს გრძნობებზე არ ველაპარაკები და გულში ვიგრივებ ამ ნაგავს.

მაგრამ ახლა იცი რით განვსხვავდები ჩემი ძველი მესგან? იმით რომ მივხვდი, აქამდე პრობლემა სხვები კი არა, მე ვიყავი. მივხვდი რომ თითქმის 12 წლიდან თანდაყოლილი სევდა არ ყოფილა ჩემი საუკეთესო მეგობარი.

არადა, ექიმთან მისვლა მხოლოდ წინა წელს გავბედე, და იქ გამაგებინეს რომ შეიძლება ნამდვილად დეპრესია მაწუხებს. დღემდე უარზე ვარ, მაგრამ მაინც ვიცი რომ პრობლემა ჩემშია და ზოგჯერ დახმარება მჭირდება. დედა ან მეგობარი თუ ვერ მეხმარება, ძალიან იშვიათად ისევ ბლოკნოტს ვუბრუნდები და იქ ვცლი საკუთარ თავს.

მაგრამ ახლა განსხვავება იმაშია რომ საკუთარ თავს გავუგე. გავიგე ის რომ თუ გინდა სხვებმა გაგიგონ, ჯერ შენ უნდა გაუგო მათ. უნდა მიხვდე რისი თქმა ჯობს და რისი არა და როგორ ჯობს ამ სათქმელის მიწოდება. დედას რომ ვუთხრა ფსიქოლოგთან ვიყავი და დაეჭვდა შიძლება დეპრესია გაქვსო, ალბათ გაგიჟდება კიდეც. უბრალოდ ვერ გაიგებს, ვერ ხვდება რომ ეს რეალური პრობლემაა, რადგან ის ასე ხედავს ამ სიტუაციას, ამ შეხედულებებით გაიზარდა. მაგრამ ახლა რომ წამოვიზარდე, ვეღარ დავაბრალებ რომ ჩემი არ ესმის. ერთში თუ ვერ მიგებს, მეორეში ისე თვალდახუჭულად მეხმარება, მისით აღფრთოვანებული ვარ ხომე.

ამიტომ ვამბობ, თუ გინდა რომ გაგიგონ, ჯერ შენ უნდა გაუგო მათ. დედასთან ან ერთ მეგობართან თუ ვერ იტყვი, სხვასთან მიდი. ბლოკნოტში დაწერე. ან დახატე. ან სიმღერად იმღერე. დარბაზში წადი და ვარჯიშის დროს დაიცალე. უბრლოდ ეცადე რომ რაღაც გამოსავალი იპოვო.

დამოუკიდებლობას რაც შეეხება, იქნებ ჯობს რომ მშობლებს დაელაპარაკო? ერთ დღეს უთხარი თქვენთან სალაპარაკო მაქვს თქო, დასვი და ყველაფერი აუხსენი. ამან თუ არ გაჭრა, შენი დამოუკიდებლობის დასაკუთრება პატარა ნაბიჯებით დაიწყე. შენი ჭურჭელი შენ ამორეცხე. შენი ტანსაცმელი შენ გარეცხე. შენი საჭმელი შენ გაიკეთე როცა მოგინდება. სისულელედ ჟღერს მაგრამ იქნებ სტიმული მოგცეს უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმაში. მოკლედ შენ უკეთ იცი როგორი მიდგომა სჯობს შენ ოჯახში.

რაღაც ძაან გამიგრძელდა, მაგრამ მაინც იმას გავიმეორებ რომ ზოგჯერ დამნაშავე და ბოროტმოქმედი შენ ცხოვრებაში შენთვითინ ხარ და არა სხვები. ჯერ შენ თავს მოუსმინე, რა აწუხებს და რას გთხოვს. მერე ეცადე სხვებს გაუგო, მიხვდე ვისთან როგორი მოქმედებაა საუკეთესო, და შენც აუცილებლად გაგიგებენ გპირდები.

წარმატებები!

№5  offline წევრი Jeff

ვინმე

ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო რჩევისთვის ❤️
ძალიან დამეხმარება ვიცი ზუსტად

№6  offline წევრი Jeff

თუკა
ვერ გავატარე შენი პრობლემა, მიუხედავად იმისა რომ მე მსგავსი პრობლემა არასოდეს მქონია.
თუ გსურს მომწერე პირად შეტყობინებაში იქნებ დაგეხმარო საუბრებით. ცოტა რაღაცეებზე ვიაპარაკებთ.
აღნიშნე რომ გყავს ბევრი მეგობარი მაგრამ ეს არ გშველის..
რატომ? დაუსვი შენს თავს კითხვა. მეგობრებს ვარჩევთ ჩვენ. ჩვენნაირებს, ხანდახან განსხვავებულებს მაგრამ ძირითადად ისეთს ვისაც ესმის ჩვენი.
რატომ გრძნობ მაროდ თავს ??
მეორე მშობლებისაგან მსგავსი საქციელის გამართლება რთულია..
რთულია მაშინ როდესაც შენ სხვა რაღაც გინდა. სწორია 22 წელი ცოტა არაა.
მაგრამ როგორც შენ ხარ განსხვავებული ასევე შენი მშობლები არიან განსხვავებულები შენგან. ხშირად მსგავსი პრობლემები მაშინ წარმოიქმნება როცა გაგება არაა მშობლებსა და შვილებს შორის.
შენს ასაკში არ მქონია პრობლემა. ახლა საკმაოდ დიდი ვარ მაგრამ მამაჩემი მირეკავს როგორც კი ცხრას გადაცდება და მეკითხება სად ვარ, როგორ ვარ, როდის მივალ , არ დავიგვიანო და ა.შ.
ამაზე ბრაზდება ყველა. აკრძალვაზე ბრაზდება ყველა. მაგრამ ის მშობელია და მათი გადმოსახედიდან ასეთია ზრუნვა. ასეთია ყურადღება. ასეთია სიყვარული..
შენ სხვანაირი ხედვა გაქვს- მათ სხვანაირი..
არ ვიცი რა უნდა გირჩიო, გეტყვი რომ დაელაპარაკო მშობლემს და აუხსნა რომ შენი გასვლით არაფერი შავდება რომ გახვალ ცოტა ხნით და მაე დაბრუნდები. ნელა-ნელა დაანახე მათ რომ გაიზარდე.

დიდი მადლობა რჩევისთვის ვეცდები ????❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent