თითქოს არაფერი
უბრალოდ მაინტერესებს? - ვგრძნობ , რომ დავილიე, გავჩერდი! ყველაფერს ერთად მოუყრია თავი და იმ სარკიდან მიყურებენ სადაც ყოველთვის ვიხედები, ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველაფერს შევძლებდი და მართლაც ყველაფერი ადვილად გამომდიოდა ალბათ იმიტომ, რომ შემეძლო ასე უბრალოდ ყველა პრობლემის ერთი გაღიმებით დავიწყება უბრალიდ გადავაბიჯებდი ფეხს და ეგ იყო მაგრამ დღეს დღეს მხოლიდ ღიმილი დამჩა ფასადი რომლის შიგნითაც ყოველდღე ვცდილობ ავაშენო პატარა ქოხი ტბის პირას ლამაზი, მშვიდი მაგრამ ვერსად ვპოულობ მასალას და ვრჩები ასე სხვებისთვის ჭკუამხიარული. - ჩავკეტე გული დავივიწყე ყველაფერი გაუწოდე ხელი მარტოობას დიდხანს ვეცადე მის ერთგულება დიდხანს მაგრამ ხომ გაგიგია გამონათქვამი ,,გულს ვერ უბრძანებო,, ხოდა ერთი ღრმად ჩავისუნთქე მოვიტოვე თითქოს უკან ყველაფერი და გადავდგი ნაბიჯი ბედნიერებისკენ. ნელნელა უთქმელად ვაფერადებ ყველაფერს, ვგრძნობ რომ ფასადის მიღმაც ცოტა დამჩა და დავამთავრებ იმ ქოხს ტბის პირას წვიმაში რომ შემიფარებს მზეში რომ დამიჩრდილავს. ისე მომნატრებია ალბათ არც მქონია არვიცი?! მოდი ზრუნვას დავარქმევ ასე არ გააკეთო, არც ამდენი სამი დღე უნდა გეყოს, ვიცი შეძლებ ნუ დაიწუწუნებ. ისევ გამაცოცხლა ეს ხომ შესანიშნავია სახლიდან გასულს ვინმე რომ გაგრძნობინებს ადამიანი ხარო. ამას ჩემთვის ვიტყვი ისე მივეჩვიე მის სიტყვებს, რომ მითხრას ალბათ არ ისუნთქოო უბრალიდ გავჩერდები დაუფიქრებლად თან დიდი სიხარულით მისი სურვილის ასასრულებლად. - უკვე ორი დღეა სამუშაოს ვეძებ აქედან შორს სულ ერთი სად ან როგორი უბრალიდ შორს, ძნელია ყვავილების ბაღთან იდგე ხედავდე მაგრამ ხელით ვერ ეხებოდე, წყალს ვერ უსხამდე, სარეველას ვერ აცლიდე. - სწორედ ეს მაინტერესებს ყოველთვის ესეთ ხასიათზე რატო მინდება წერა განა ეს ფურცელი შეძლებს დახმარებას? რატო არ ვწერ მაშინ იმ დღეებს როდესაც ბედნიერი ვარ როდესაც მართლა ცოცხალი ვარ არვიცი ვერ ვხვდები. - უბრალიდ ვხვდები არ აქვს მნიშვნელობა რას დავწერ როდის ან რატომ ესეთი დღების დავიწყების უნარი რომ მქონდეს გამოვიყენებდი ნეტა? ვფიქრობ არა ადამიანობას ყოველი დღე გვასწავლუს და ესეთი დღეები გვაგრძნობინებენ, რომ გული იქ არის სადაც უნდა იყოს ისე ფეთქვას როგორც უნდა ფეთქავდეს. ---- შევძლებ? წავალ? მივეჩვიე უკვე -,,მინდა,, აღარაა, მხოლოდ ,,ნეტა,, დარჩა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.