შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმე


15-09-2021, 00:17
ავტორი Acm123
ნანახია 9 488

იყო და არა იყო რა
იყო ერთი ძალიან მაღალი კოშკი, ისეთი მაღალი რომ ღრუბლებს უტოლდებოდა საიდანაც მთელი სამყარო ჩანდა. საოცარი სანახავი იყო ამ კოშკიდან წვიმის ყურება თუ როგორ მიემართებოდენ პატარა წვიმის წვეთები მთელი სისწრაფით დაბლა მინდვრებისკენ ხეებისკენ მიწისაკენ, ბევრს ახალისებდა ბევრს კი არ უყვარდა. აი ამ კოშკში მცხოვრებ პატარა პრინცესას კი ყველაფერს ერჩივნა ამის ყურება შეეძლო საათობით ეყურებინა როგორ ასველებდა ყველაფერს ეს პატარა წვეთები და მასაც როგორ ეთამაშებოდენ თმებზე ლოყებზე ღიმილს გვრიდა და უხაროდა.
ჩვენს პრინცესას კიდევ უყვარდა ყოველ დილით ამ კოშკის კიბეების ჩარბენა და პატარა ტყის გავლა და იქ მინდორში ყველაზე ლამაზ გასაოცარ ადგილზე მუშაობა უფრო სწორედ ეს მუშაობა არ იყო ეს გართობა იყო საყვარელი საქმით. (კოშკიდან რომ გაივლიდი ტყეს ულამაზესი მინდორი იყო გვირილებით სავსე თითქოს მთელი მსოფლიოს გვირილას მანდ გაეხარა და საოცარი ის იყო რომ ყოველთვის ყვაოდნენ საერთოდ ყოველთვის მხოლოდ მაშინ მოიწყენდენ როდესაც პრინცესაც მოიწყენდა) ხშირად ესაუბრებოდა გვირილებს ეფერებოდა ეთამაშებოდა, ისინი იყვნენ მისი გულის მესაიდუმლეები მათ იცოდნენ ყველაფერი.
ჩვენი პრინცესა კი ძალიან ლამაზი იყო მომღიმარიც და მოწყენილიც მისი თვალები ყველას ატყვევებდა თითქოს ბუნების ყველა ფერს მოეყარა მის თვალებში.
ბევრ ტკივილს ინახავდა გულში პრინცესა ხშირად მოიწყენდა ამიტომ ხშირად იყო ეს ულამაზესი გვირილების ბაღი მოწყენილი მაგრამ ამაზე არაა ეს ზღაპარი ეს ფერადი ზღაპარია თუ როგორ გაფერადდა პრინცესას ცხოვრება.
ერთ დღეს როდესაც ტყეში სეირნობდა გვირილებისკენ შეამჩნია რო ვიღაც იქვე იჯდა და გასცქეროდა ამ ბაღს ნაღვლიანი თვალებით. პრინცესას დანახვაზე შეკრთა ადრეც ყავდა ნანახი მაგრამ მხოლოდ გონებაში ინახავდა მის სილამაზეს ასე უათქმელად. პრინცესამ კი არხეინად გაუღიმა და კითხა მოგწონსო მან კი უპასუხა კი ძალიან ადრე ვერ ვამჩნევდი გვირილების სილამაზეს ეხლა კი ვგრძნობ მათ სილამაზესო. თითქმის ყველა დღე ხვდებოდნენ გვირილების პირას და ერთად გასცქეროდენ.ხშირად უსმენდა პრინცესას სიჩუმეს ( ადამიანი ვინც ყოველდღე გეფიქრება ყოველ საათს ყოველ წუთს ყოველ წამს მისი სიჩუმის მოსმენა ეს ისეთი სასიამოვნოა) პრინცესა ხშირად მოიწყენდა მაგრამ ის ყოველთვის ცდილობდა გაეხალისებინა უყვებოდა ისტორიებს და აბედნიერებდა პრინცესას სახეზე ღიმილის ნახვა. მაგრამ ყველაზე მეტად უნდოდა დაენახა ღიმილი მის თვალებში.
ასე გადიოდა დღეები თითქოს ორივე რაღაცას გრძნობდა მაგრამ იყვნენ უთქმელად თითქოს რაღაცა იჭერსო ორივეს სანამ შეხვდებოდენ მანამდე გასული წლები უბორკავდათ ხელებს და ფეხებს არ უშვებდნენ და ისევ იქ წაყვანას ლამობდნენ.
იჯდნენ თითქოს პატარა ჩიტები ხის სხვადა სხვა ტოტზე და ელიდებოდნენ იმ პატარა ნიავს რომ ეს ხის ტოტები ერთმანეს შეხებოდნენ მათთან ერთად.
წინ კი ტყის ზეიმი იყო სადაც ჩვენმა უცნობმა გადაწყვიტა, რომ ტყის ზეიმამდე თავს მორეოდა და თუ ბედი ინებებდა დაეწერა ეს ყველაფერი ფურცელზე იმ იმედით რომ ის სიო დაუბერავს და ტოტებს შეარხევს.
ის არავინ იცის რა მოხდა ტყის ზეიმის შემდეგ მხოლოდ პრინცესამ და უცნობმა გმირმა იციან სიო იყო თუ ნიავი მაგრამ ეს ზარაპარი ხომ უცხო გმირის არ არის, ეს ზღაპარი ჩვენი პრინცესასია.
მხოლოდ იმას გეტყვით რომ ტყის ზეიმის შემდეგ გვირილების ბაღს არასოდეს მოუწყენია.

რას არ გავიღებდი რო წერის დრო საერთოდ არ მრჩებოდეს და უბრალოდ სიარულში გვათენდებოდეს



№1  offline წევრი mea 21

აი ამ ზღაპარს აუცილებლად მოვუყვები ჩემს შვილებს გპირდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent