შეხება (პირველი ნაწილი)
პირველად მისი შეხება ჩვიდმეტი წლის ასაკში ვიგრძენი, მაჯაზე მისი ძლიერი ხელი შემეხო, ცოტათი მეტკინა კიდეც, მაგრამ ეს ტკივილი სასიამოვნო ტკივილი იყო. მანამდეც ბევრჯერ შემხებია პატარაობაში, თამაშისას, ჩხუბისას, მაგრამ ესეთი უცნაიური რამ მანამდე არ მიგვრძვნია, უცნაიური მაგრამ სასიამოვნო გრძნობა იყო. - ხომ გითხარი ამ ბიჭისგან თავი შორს დაგეჭირა, გეუბნებოდი გულს გატკენსთქო, მაგრამ რა თქმა უნდა შენ როგორც ყოველთვის, ახლაც არ მომისმინე და საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ შენ გულ ნატკენი, თომა კი სახე გასისხლიანებულია, მე კი ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის ჩამოსული ვარ და უკვე პრობლემები არ ამცდება ვატყობ - კარგი რა ანტონ ნუ აზვიადებ - არაფერს არ ვაზვიადებ და ეს შენც ძალიან კარგად იცი, გთხოვ ნუ შემიქმნი პრობლემებს, აქ ამის გამო არ ჩამოვსულვარ, უბრალოდ მინდა უკეთესი ადამიანი გავხდე, ჩვეულებრივი, ბედნიერი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო. ანტონისთვის პასუხი აღარ გამიცია, მანქანის კარი გავაღე და მანქანაში უხმოდ ჩავჯექი, ისევ იმ შეხებაზე ვფიქრობდი, რომელიც ასეთი უცნაიური იყო და ასე ძალიან მესიამოვნა. ანტონი ორი კვირის წინ ჩამოვიდა, ერთ დღეს მამამ მოულოდნელად გამოგვიცხადა, რომ ანტონი სახლში ბრუნდებოდა. დიდი სუფრა გაშალეს, ჩემს ოჯახს უხაროდა მისი ჩამოსვლა, დედასაც კი და მოუთმელად ელოდნენ, რაც შემეხება მე სიმართლე გითხრათ არაფერ განსაკუთრებულს ვგრძნობდი, ის ბოლოს ცხრა წლის წინ ვნახე, უბრალოდ ახლა მაინტერესებდა ლაივშიც თუ ისე სიმპატიურად გამოიყურებიდა, როგორც ფოტოებში. დაახლოებით საღამოს რვა საათზე კარზე ზარის ხმა გავიგონე, კარი დედამ გააღო, ჯერ მამა შემოვიდა და მას მალევე ანტონიც შემოყვა, დავინახე თუ არა იმ წამსვე გავიფიქრე, რომ ლაივში ბევრად სიმპატიური იყო. თეთრი მაისური, შავი ქურთუკი და შავი შარვალი ეცვა, თეთრ ბოტასებთან ერთად, ზურგზე კი შავი სპორტული ზურგჩანთა ქონდა მოკიდებული. სხვა რომ ასე ჩაცმული მენახა არაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ მას ძალიან უხდებოდა. შემოვიდა თუ არა ყველას მიესალმა, გაუღიმა, გადაკოცნა და ჩაეხუტა, ჩემი დროც მოვიდა, მიმახლოვდა ლოყაზე მაკოცა, გამიღიმა და თქვა - როგორ გაზრდილხარ, მაგრამ მაინც ისევ ისეთი საყვარელი ხარ, როგორც პატარაობაში. იქვე მყოფებს გაეცინათ, მეც ზედილობის ნიშნად გავუღიმე, თუმცა სრულებით არ მომეწონა მისი ეს კომენტარი, თავი ისევ პატარა გოგოდ ვიგრძენი და არა უკვე გაზრდილ ჩვიდმეტი წლის თინეიჯერად. მალევე სუფრას შემოვუსხედით, ვივახშმეთ თუ არა კითხვების მეორე ტალღა დაატყდა ანტონს ოჯახიდან, ის კო ზრდილობიანად უღიმოდა ყველას და ვრცლად პასუხობდა ყველა კითხვაზე, დედამ ჩემდა გასაკვირად ანტონს დედაზე კითხა, თუ როგორ იყო, რას საქმიანობდა ამ ეტაპზე და ა.შ. ანტონმაც ყველა მის კითხვას უპასუხა. უკვე ღამის პირველი საათი სრულდებოდა და მამა მიხვდა, რომ ეს უკვე ძალიან ბევრი იყო ანტონისთვის და ოჯახს განიცხადა: - დროა ამდენ საათიანი ფრენის და გზაში ყოფნის შემდეგ ჩემმა შვილმა დაისვენოს, დანარჩენი ხვალ გამოკითხეთ, ამ სულაც სხვა დროს, რადგან ის აქ დიდი ხნით რჩება. დიახ, ანტონი ჩემი ძმა, უფრო სწორად ნახევარძმა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.