გადაღლა
წლებთა სიმრავლე , ის უბრალოდ გვზრდის და ხშირ შემთხვევაში პიროვნების ჩამოყალიბებაში გვეხმარება , ვცდილობთ ხოლმე გავხდეთ ვიღაცისთვის სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ვირჩევთ ჩვენივე ცხოვრების გმირებს ვეყრდნობით მათ და მათი პიროვნების გაორებას ვცდილობთ საკუთარ თავში , ყოველთვის მეგონა რომ მეც ვბაძავდი დედას დიახ ის იყო არის და იქნება ჩემი ედეალი მიუხედავად ყველაფრისა ის შეუდარებლად ძლიერი და ამაყი იყო , სულაც არ ვბაძავ მას მე მისი ასლი ვარ ხასიათით გენეტიკირად გამომყვა მისი სიმტკიცე სიძლიერე და სიამაყეც კი იდეალად რომ ვიქცევთ ადამიანს მასშიც ვეძებთ ნაკლებს და ვცდილობთ ის არ გავაკეთოთ რაც ჩვენს ადამიანში არ მოგვწონს მაგრამ მე დედაჩემში ვერ ვიპოვე ის რაც მე არ უნდა გამეკეთებინა , ერთადერთი არის ის რომ სასწაულად მენატრება და ასე მგონია მალე მისი ხელების სითბო დამავიწყდება , მისი სურნელი დამავიწყდება მისი ხმა და ამას საკუთარ თავს ვერ ვუხსნი როგორ უნდა დაგავიწყდეს ქალი რომელიც იდეალად გადააქციე და ის შენში გააცოცხლეთქო , რთულია ცხოვრებაზე მწარედ ვერავინ და ვერაფერი ვერ ურტყავს ადამიანს , დრო მკურნალიაო და მკურნალი კი არა მოძალადეა რადგანაც გაიძულებს შეეგუო და იყო იმის გარეშე რაც ყველაზე მეტად გიყვარს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.