შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერებისათვის


17-10-2021, 23:32
ავტორი Acm123
ნანახია 867

სკოლაში სადაც ჩემი საუკეთესო წლები გავატრე. დიდხანს ვერ ველეოდი სკოლას რაც დავამთავრე ხშირად დავდიოდი მაინც ვნახულობდი იმ ადგილებს სადაც გავიზარდე ჩემს კლას, ჩემს მერხს ადგილი სადაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი კარის გახსნის უფლება მქონდა. ერთ დღეს სწორედ ესე უთქმელად შევაღე უკვე ყოფილი კლასის კარი მე და ძმაკაცმა ინგლისურის გაკვეთილი იყო კარგად მახსოსვ ბევრი რამ გავიხსენეთ თან ისე რომ გაკვეთილი არ ჩაგვიშლია პირიქით . მე ვერ ვიხსენებ მაგრამ იმ დღეს იმ კლასში ერთ ადამიან შევუმჩნევივარ და ადვილადაც მიპოვა სოციალურ ქსელში სადაც დავიწყეთ ურთიერთობა მარტივად გავუგეთ ერთმანეთს და ასე უცებ გრძნობაჩ ჩამოგვიყალიბდა ისე რომ ვერ ვხვდებოდით ორივე ჯერ კიდევ. შემდეგ იმ წელს დაამტავრა სკოლაც შეხვედრები მთელი ორი წელი უფროდა უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი. ისე დამოკიდებული გავხდი მასზე, რომ მის გარეშე ნაბიჯის გადადგმა, სუნთქვაც კი არ მინდოდა ბევრი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთ კარგია რომ ყველაფერი დეტალურად გადმოვცე მაგრამ დამიჯერეთ სითყვა სილამაზე სიყვარული უღტიერთგაგება პატივისცემა ეს იყო ყველაფერი და ადგილები სადაც გვიხაროდა გაპარვა ხოლმე.
შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალური სახე მიგვეცა ამ ყველაფრისათვის და ასეც მოხდა ყველა ტრადიციის დაცვით გადაწყდა ქორწილის დღე.
არვიცი ვინ როგორ შეხვდა ქორწილის დღეს ვისაც გქონიათ მაგრამ მე საერთოდ არ ვნერვიულობდი ერთი წამითაც პირიქით მინდოდა მალე გადმომეცა ეს ემოცია იმ ხალხისათვის ვინც ჩვენს გვერდით იდგა და გაიმართა ქორწილი ქეიფი ცეკვა ულამაზესი დღე ასობით მომღიმარი სახე ბედნიერი და ათობით გადამთვრალი ხალხი კოცნას, რომ არ იშურებენ და არიგებენ საახალწლო საჩუქრებივით.
პირველი დღე სახში და გაცნობიერებას იწყებ, რომ უკვე შენი ოჯახი გაქვს საკუთარი ეს ისეთი ამაღელებელი ოჯახზე შეყვარება ერთერთი ძლიერი სიყვარულია, ბედნიერი დღეები სახში ფუსფუსი სულ იმის ფიქრში, რომ რითი ასიამოვნო შენს რჩეულს გაუდვილო მაინც უცხო სახში ყოფნა ყურადღება და ბევრი ღიმილი. სიყვარულით ერთმანეთზე ზრუნვა არავის მობეზრდება ალბათ ბევრი დღე გავიდე და მოევლინა ქვეყანას ახალი სიცოცხლე. სამშობიაროს ეზოში ვდგევარ როდესაც ვიღაცამ დაიყვირა დაიბადაო, დავიბენი ვერ მივხვდი რა უნდა მექნა როგორ მოვქცეულიყავი თვალში ცრემლები ჩამიდგა და მივაშურე კიბეს რომ დამენახა ის ანგელოზი ის სიცოცხლე რომელი ამ სიყვარულის ნაყოფი იყო ო ღმერთო ეს ემოციები სიხარულის ცრემლები რამდენი წლის სიცოცხლე მომემატა მაშინ მე ვიყავი ვინც ვიყავი ჩემზე ძლიერს უკეტეს ვერავის ვამჩნევდი იმ წუთებში მე ვიყავი ალფაც და ომეგაც.
ერთმანეთის ზრუნვას უკვე მესამე დაემატა და ოჯახიც შეიკრა მამა დედა შვილი ოჯახი რომელიც მისაბაძი იყო ყველასათვის, ჩემი პასუხისმგებლობაც იზრდებოდა დღითი დღე მეტი მუშაობა მეტი მოტივაცია მომავალის ახალი მიზნები ახალი იმედები.
საზღვარზე გავდიოდი თითქმის ყველა ღამე. თავიდან დამატებითი შემოსავლის წყარო იყო მაგრამ შემდეგ მეტი დრო მოითხოვა და თითქმის ძირითად საქმედ მექცა რეები გადიოდა ძილისათვის დრო აღარ მრჩებოდა ღამით საზღვარზე გავდიოდი და არავინ იცოდა როგორ გახვიდოდი წარმატებით თუ დაწერით მაგრამ რისკებს არასდროს ვაფასებდი იქ ვიცოდი რაც შემეძლო და როგორც. დღისით კი სამსახურში დავდიოდი მოკლედ თითქმის მოვწყდი ყველაფერს და ამ გრაფიკით იმ ყრადღებას ნამდვილად ვერ ვაქცევდი ორ ადამიანს ვინც ყოველ სარამოს მელოდებოდა სახში, ერთი სული მქონდა რომ მივსულიყავი ჩავხუტებოდი მოვფერებოდი და ესეც იყო მაგრამ საშინლად დაღლილი. დღეები კი მიდოდნენ და გღზელდებოდა ასე.
ერთ დღეს როდესაც ვაპირებდი საზღვარზე გადასვლას წასვლამდე არვიცი რატომ მეუღლის თელეფონი ავიღე ძილში ხელში დარჩენოდა უნდა გამეთიშა მაგ გახსნილი იყო მესიჯები და უნებლიედ წამეკითხა ძლივს შევწყვიტე კითხვა სრულიად გაყინულმა ჩავიარე სახლის კიბე დავჯექი მანქანაში და ღამის ოთხ საათძე სრულიად მარტომ წავედი საზღვარზე, რობოტად ქცეული უკვე გზაში ვფიქრობდი რაც წავკითხე რეალობა იყო თუ გადაღლის შედეგად ნანახი კოშმარა თქო ამმ ფიქრში გავიარე საზღვარი და უკანაც დავბრუნდი უკვე დღე იყო და ჩემთავს დაჯერებული ცუდი სიზმარ ნანახი მივედი სახში, დაძინებამდე ჩვეულებრივი დღე იყო თამაშით სიცილით ფილმების ყურებით და ისევ ძილი უკვე ვერარ გაყუძელი და ისევ გჰადავხედე მინაწერებს და ისევ ისე განმეორდა ის ღამეც უბრალოდ ამ რამით მივხვდი რო ეს კოშმარი სიზმარი არ ყოფილა რეალობა იყო. დაბრუნებული სახში ავედი და წავიყვანე სასაუბროთ დიდ ხანს არ გვისაუბრია ფაქტებით ავუხსენი დამანაც ის თქვა რისიც მეშინოდა ისაა შენ რაც იფიქრეო თან მუცლით უკვე მეორე პატარას ატარებდა ხმაზეც არ ამიწევია ჩემტავზე გახელებულს ჯავრი მანქანის რულზე ვიყარე მან კი ტირილით მთხოვა პატიება რამდენიმე წუთი გავშრი და ბოლოს ავამუშავე მანქანა
- სად მიდიხარ?
- სახში
- მე სად წავალ?
სიჩუმე...
სად წავალ მე? ( ტირილით წარმოთქმული)
- შენც სახში წამოხვა!!!
გპატიობ ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვა , სხვანაირად არ შემეძლო ვერ გავწირავდი ამ გადარეულ ცხოვრებაში მაგისათვის.
რამოდენიმე დღე ცუდად ვიყავი თავს ვერეოდი ვებრძოდი თავის ახსნას ვუძებნიდი ყველაფერს და საკუთარ თავს, საკუთარ თავთან ვამართლებდი.
ყცველაფერი თითქმის დავიწყებას მიეცა როდესაც პატარა ძალიან პატარა ფანჯარიდან ვუყურებდი როგორ მოევლინა პატარა ანგელოზი ქვეყანას, ექიმის კითხვაზე დაესწრები თუ არაო ბევრი არ მიფიქრია მე ის წამები ის წუთები წყალივით მჭირდებოდა და ვნახე პირველმა ის ანგელოზი გავიგონე პირველმა მისი ხმა ის იყო ყველაფრის წამალი.
ამიშ შემდეგ უკვე ახალი საქმე წამოვიწყე, საქმე რომელიც მიზიდავდა და მიყვარდა მარკეტი სადაც მთელ ენერგიას ვდებდი სულს და გულს და საქმეც იდიალრად მიდიოდა არარ მჭირდებოდა ღამის თევები ვშრომობდი ვემსახურებოდი უბრალო ხალხს გაფართოებაზე და წარმატებაზე ვფიქრობდი და გამომდიოდა კიდეც
არვიცი ზემოთ რა ხდება თუ ბედისწერა არსებობს და ვინმე თუ წერს რა დავაშავე? ან ვის შეშურდა? მაგრამ ის სცენარი განმეორდა რაც მაშინ ეხლა კი უკვე სახში ორი პატარა მელოდება კითხვები რა გავკეთო? როგორ მოვიქცე? რა ვუყო ამ გულს ? ან ამ ტვინს?
მაგრამ შევძელი და ისევ ჩემში მოვკალი მე ვიცი და ჩემზე იყოს მე რას გადავიტან რას გავუძლებ მეთქი ვმალავდი და არაფერს ვიმშნევდი ისევ ის კლოუნი ვიყავი მომღიმარი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ყველა კლოუნი იხატავს სახეს მის გულში არავინ იცის რა ხდება. ვცხოვრობდი და ვგრძნობდი რარაც კვდებოდა ჩემში მაგრამ ოჯახის სიყვარული მართლა ყველაზე დიდი სიყვარული ყოფილა. ვაგრძელებდი ცხოვრებას ცოლქმრული ურთიერთობაც გვქონდა მაგრამ გულში სულ ხინჯად მესობოდა რატო არ დავრჩი ღირსი ერთი ქალის 3 მილიარდიდან რომ ჩემი რქმეოდა მას შემდეგ რაც მე ამირჩია მეთქი. ვმუშაობდი ვცხოვრობდი განახევრებული და ეს მე ვიცოდი მხოლოდ. არვიცი არ მახსოვ ვინ თქვა ან სად გავიგონე ,, სამი რამ არ დაიმალება სამუდამოდ მზე, მთვარე და სიმართლეო. ყველა ამჩნევდა თურმე ყველას რაღაც უგრძვნია შეუმჩნევია და ეს ამბავიც გავრცელდა, გავრცელდა და იმდენბი რამის მოსმენა მომიწია, იმდენი რამ გავიგე, რომ თითქოს არც არაფერი ვიცოდი. ყველაფერი თავზე დამემხო გაქრა დაიერფლა. სახში არ მინდოდა მისვლა ყველაზე მეტად მაგრამ მაინც მომიწია მდივნის კუთხეში ჩავჯექი და სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი და ვგრძნობდი როგორ მომშტერებოდა დედაჩემის გაყინული თვალები თითქოს უნდოდა დამხმარებოდა მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა იჯდა და ძალაც აღარ ქონდა, რომ ცრემლი მოეწმინდა. მისაღების კარი გაიხსნა და მამიკო შემოვიდა წამით ავხედე მეტი ვერ შევძელი ისე შემრცხვა თავი დავხარე ჯერ ალ მელოდა სახში. სიჩუმეა მთელი სახლი გაიყინა გაცივდა გაცარილედა. ახალ სიგარეტს ღერი ავიღე და სანთებელას ხმასთან ერთად მამაჩემმის ჩუმი ხრიწიანი ხმა გავიგე თითქოს და უადგილო კითხვით
– როგორ ხარ?
– თავი ავწიე და მხრები ავიჩეჩე
– დაილაპარაკე რამე შვილო!
– იყვირე!
– დაამტვრიე!
– დალეწე!
– ნუ შეინახავ გულში გთხოვ!
იტირეო თქვა და ხელით მანიშნა მოდი ჩემთანო ვგრძნობდი ვეღარ იკავებდა თავს გადავეხვიე და ხმით ავტირდით ორივემ.
ცოტახნის შემდეგ გავედი მეუღლესტან იმ დღესვე იქაც იგივე სიტუაცია გაყინული თვალები და გულები მხოლოდ ბავშვები ვერ ხვდებოდენ ვერაფერს და მათმა ჩახუტებამ თითქმის მომარჩინა კიდეც. მეუღლე კი კუთხეში გაყინული ემოციის გარეშე იჯდა ყველაფრის მიუხედავად მინდოდა დავხმარებოდი მაგრამ იმ წამს იმ დღეს არ შემეძლო. ბავშვები წამოვიიყვანე და სახში დავბრუნდი რადროს ჩამეძინა არ მახსოვ რამოდენიმე დღის შემდეგ კი მივატოვე ყველაფერი და სოფელში წავედი სამუშაოდ მძმე საქმე იყო ფიზიკური მინდოდა და მეგონა რამეს მიშველიდა, მეუღლესთან კი მქონდა სატელეფონო ურთიერთობა ვაძლევდი რჩევებს ვამშვიდებდი და ბავშვებიც მალევე გაუყვანე რადგან ვიცოდი როგორ უჭირდა. ეკლესიაში ვურჩიე წასვლა ცოტა ხნით სულსაც დაეხმარები და ახლობლბიც ცოტას დამშვიდდებიან შეეცადე მაინც მეთქი. უშეცდომო არავინ ვართ მთავარი ვსწავლოთ შსეცდომებზე და არარ გავიმეოროთ მეთქი. დრო ყველაფრის მკურნალია და ეგება ისე შემობრუნდეს საქმე რომ ბავშვები აქეთ იქით აღარ ვარბენინოთ მინდოდა არვიცი რატომ მაგრამ სულ პატარა ვიყავი რომ ვიცნებობდი ჩენმი ოჯახით ერთად სეირნობაზე როგორც დედას და მაას დავყავდით მე და ცემი დაიკო.
მაგრამ ვგებულობდი მეუბნებოდენ კიდევ წერსო კიდევ შეხვდაო და უკვე რარაზე მეფიქრა ვერარ ვხდებოდი მინდოდა მისთვის ის იმედი ვყოფილიყავი რომელიც მოაბრუნებდა.
სოფელში დიდხანს ვერ გავძელი ჩამოვედი ისევ აქ დავიწყე მუშაობა ბავშვებს ასე ხშირად ვნახავ და მათი ძალა მათი სიყვარული რამეს მომაფიქრებინებს თქო. სახში და არამარტონ სახში არავის არ უნდოდა და ველა ჭკუას მარიგებდა არ ფიქრო შერიგებაზეო მაგრამ ეს იმედი რომ მისთვის წამერთვა მეშინოდა კიდე რამე სისულელე არ ჩაიდინოს მეთქი.
მამაჩემმა მითხრა შვილო გაიაზრე რომ მამა ხარ და არა ქმარიო და ის კი დედაა და არა ცოლიო. მაგრამ მეშინოდა კიდევ ერთი შეცდომა და როგორღა შეძლებ დედობას თქო. დამნაშავე ვარ ვხვდები იმედს ვაძლევდი მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო მიყვარდა და თუ არ მიყვარდა მაგას ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა უბრალოდ ის შევძელი და ვიცი რომ შევძელი დღეს დედაა ძალიან კარგი დედა და მე, რომ სხვანაირად მოვქცეულიყავი ასე არ იქნებოდა ჯერ ყველაფერი წინაა ბავშვები პატარები არიან მაგრამ დრო ყველას ყველაფერს დაავიწყებს და ღმერთს იმას ვთხოვ, რომ არავინ არაფერი არ გაახსენონ ბავშვებს.
ერთად ყოფნას რაც შეეხება ძალიან ბევრჯერ შევეცადე მაგრამ ყველა ჯერზე რაგაც მოხდა თქვენც კი წაიკითხავდით ყველა ჯერზე. დავიღალე სიყვარულია ვერ დააბრალებ ერთმანეთის სიბრალურს ეს არა სიყვარული იყო მართლა იყო უამრავი ლამაზი დღე იყო მაგრამ აღარაა. მინდა ბედნიერი ყოს მაგრამ მე ვერ გავაბედნიერებ ამას დიდიხანია მიხვდი ვერც ის გამაბედნიერებს. ეს ყველაფერი დავივიწყოთ მაგრამ ერთმანეთს თუ ვუყურებთ ვერ დავივიწყებთ ვერ შევძლებთ ამის დავიწყბა კი აუცილებელია დავხურე ეს კარები და ის, რომ მეუბნება ამდენი იმედგაცრუება შენგანო? აღარ მტკივა ამ სიტყვების მოსმენა.
არ ვიქნები მართალი, რომ არ დავწერო ყველა თავისებურად გაიგებს მაგრამ მე ისე დავწერ მე როგორც ვხედავ. თვალ ახვეული დიდხანს ვიარე არაფრის მოლოდინში საერთოდ მაგრამ თვალ ახვეულსაც თურმე შეგეპარება გულში რაღაც და ასეც მოხდა მოხდა უცებ არსაიდან ნუ იტყვით გულს უნდოდაო დაეძებდაო არა მასე არ ყოფილა არც ისე ყოფილა რომ რამის დასავიწყებლად უნდოდა ისე ეძებდა, რომ შენ ვერც კი გრძნობდიო არაა ასე უცებ გამოჩდა არსაიდან და დამემართა დაემართა გულს და სულს. იმას ვერ დავმალავ თვალი რომ ამიხილა ბევრ რამეზე ბევრის გამბედაობაც რომ მომცა იმედი ისევ დამიბრუნა ცხოვრებაში მაგრამ ვაცნობიერებ უკვე დღეს რომ ჩემთვის ზედმეტად კარგია მე აქამდე მოტანილი წარსული ისევ მარტომ უნდა ვზიდო მართალია უკვე აღარაფერს ნიშნავ ამას დარწმუნებით ვამბობ ის გზა რაც გამოვიარე მაგრამ ასე მინდა მტკიოდეს ასეთი გრძნობით და არა წარსულზე ტირლით. ბედის ირონიაა, რომ დღეს უკვე ამ ყველაფერს ამ რეალობას ვაჯერებ თავს რომ სიზმარი იყო ვგრძნობ იმასაც , რომ არ გამომივა მაგრამ ეს სიზმარი არც 5 წუთი გარძელებულა და არც რამოდენიმე წელს არასდროს გაქრება მეხსიერებიდან სილამაზეს უძირო ლურჯი .... ზღვის აწითელბული საკბენად, რომ გეძახიან ედემის..... ვაშლები, ვერსად ვერ დაკარგავ ის სიკვდილის ბოლომდე გაგყვება.სიკვდილი არავისთვის აღარ მინდა სიცოხლე მინდა ვინმესთვის მაინც

მე დღეს შემიყვარდი,
გუშინ არ გიცნობდი.
გუშინ, რომ გამეცანი
ცოდვას ჩავიდენდი.
უწინ, რომ მენახე
ხელში აგიყვანდი
შუბლზე გაკოცებდი,
გულში ჩაგიკრავდი.
მე დღეს გაგიცანი,
რა ვქნა შემიყვარდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent