შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსებობ მე ! შესაბამისად არსებობს პრობლემა !


23-10-2021, 01:20
ავტორი აიესმე
ნანახია 1 039

რა არის აუცილებელი ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის ? "ყავა" ახლა ყავას ვსვავ.რაღაცას,ბოროტი ჯადოქრების მიერ შემოთავაზებულ უგემრიელეს სასმელს.რომელიც ფხვნილსგან შედგება.საჭიროა მხოლოდ ერთი უბრალო ქმედება.თან ისეთი,ძალისხმევას საერთოდ რომ არ საჭიროებს.სულ ერთი პაწაწინა ქმედება,ამ უდიდეს მაგიურ სისტემაში ყოფნის შესანარჩუნებლად.მხოლოდ რომ აადუღო წყალი და დაასხა ! ხო,კიდევ სიგარეტს ვეწევი.თან ისეთს,ასეთსავე მაგიურს,ჩვეულებრივი ბალახის გემო როდი აქვს რომელსაც თამბაქო ქვია.რაღაც არომატიც სდევს თან,რასაც მენთოლი ქვია.და აი კიდევ რა.დაღლამდე ვჭამე.მანამდე კი რა თქმა უნდა იმ ნივთიერებით ვსტიმულირდი რომელიც ყველაზე მეტად აღაგზნებს სხეულს "ვახშმისკენ".ესეც არაფერი და ახლა კიდევ ერთ ჭიქაში რაღაც შუშხუნებს.ეს ლიმონათია.რომელიც ასევე ამ ბოროტ ჯადოქრებს ეკუთვნით.თუმცა,მინდა არ მინდა უნდა ვაღიარო რომ ყველა ის საშუალება რომელიც მათ გამოიყენეს ჭრის ! მართლაც რომ გემრიელია ყოველივე.

ცუდად ვარ.

არ ვიცი როგორ ვიცხოვრო.

თავში უამრავი აზრი მომდის.მაგრამ ყველა ამაოდ.ვერაფერს ვაკეთებ ! დამარცხებული ვარ საკუთარ თავთან.ვიცი ჯოჯოხეთში ვარ ! ვიცი არ უნდა მიყვარდეს ყოველივე არსებული საგანი რომელსაც ასე ძალიან ვეტანები.

ყველაფერი ვიცი.

და მართლაც... ყველაფრის ცოდნით უკვე ისე ვარ დაღლილი,რომ ვერაფერს ვაკეთებ !
მე ყველაფერი ვიცი !
რა არის გასაკეთებელი ? ! და ვნებდები ყველაფერს.ისიც ვიცი,რომ ბრძოლაა საჭირო.
დიახ ესეც ვიცი.
მაგრამ ის უკვე აღარ ვიცი რისთვის !!! აქამდე თამამად შემიძლია ვთქვა : მე ყველაფერი ვიცი ! გარდა იმისა თუ რატომ არის საჭირო ბრძოლა ამ ყველაფერთან.

აჰჰა

მეყოს თავმდაბლობა !!!

ესეც ვიცი.

ვიცი,ვიცი... წყეულიმც ვიყო მართლაც ყველაფერი ვიცი ! ყველაფერი ! ყველაფერიი !

ძალიან დაღლილი ვარ !

მეძინება,მეშინია.

მხოლოდ რაც არის არის ის რომ არ მინდა ! არ მინდა ! არაა...
საერთოდ არაფერი არ მინდა !

ეშმაკსაც წავუღივარ ! დამღალა ჩემმა თავმა.ჩემმა საზიზღარმა თავმა.და აჰა,აი როგორც იქნა მივედი იმ პუნქტამდე რომ არა ვინმე ან რამე ჩემს გარეთ,არამედ მე

მე !

მე ვარ პრობლემა ! მე ! საკუთარ თავს ისე ვექცევი როგორც იმ კაცს მოვექცეოდი რომელიც ყველაფერს გამინადგურებდა,ყველაზე საყვარელ რამეს წამართმევდა და მასსში ვისახლებდი.საკუთარ თავს ვტანჯავ.თან ისე რომ არ მებრალება ჩემი თავი.თითქოს მართლაც რაღაც შურისძიებას აქვს ადგილი !!! რაღაც შურისგებას.რომელსაც საკუთარ თავს საკუთარი ხელებით ვუვლენ.

და ვის შეუძლია ეს ? - თუ არა ღმერთს...?

თითქოს ღმერთი ასე იყრის ჯავრს.საკუთარი ხელებით მივლენს მთელ ამ ამაოებას. ტანჯვას,წამებას.როდემდე ვეწამო და ვიყო ასე საშინლად.დავიღალე.ძალიან დავიღალე.

ნუთუ არ მორჩება ? ნუთუ სულ ასე იქნება ?

რისთვის ვიცოცხლო ?

ყველაფრის იდეა განვიხილე.უმდაბლესიდან უმაღლესამდე. ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გავლით - ღმერთთან დაბრუნებამდე.აბსოლიტურად ყველა მიზანი განვჭვრიტე რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს.
მარადიული სიმშვიდეც კი განვჭვირტე.

და არ მომეწონა !!!!

არა,არა.მარადიულ კმაყოფილებას ვარჩიე მარადიული უკმაყოფილება.ისე შევეჩვიე მთელ ამ შინაგან ტანჯვას.უკმაყოფილება მხოლოდ რაღაც კმაყოფილებისთვის. და ერთხელ ვთქვი.მე დავიტანჯები მარადიულად,დაუსრულებლად,მხოლოდ რაიმე უდიდეს მიზანს მოვემსახურო - მეთქი. ჩემთვის სრულყოფილება ეს არის ! თუ ღმერთს უნდა რომ სრულყოფილი ვიყო.რომ სრულყოფილ მდგომარეობაში ვიყო ! მაშინ სრულყოფილება სწორედ ეს არის.მარადიული ტანჯვა მარადიული კმაყოფილების გრძნობით.

და თუ ის რასაც ქრისტე და ქრისტეს მოწაფეები გვასწავლიან,სრული ჭეშმარიტებაა.. მაშინ ? რა ვქნა ვიტირო ? რას ვუშველი ? თუ ჩვენ ყველა მართლაც რომ პირდაპირ ვართ დაკავშირებულნი ღმერთთან და მართლაც "ჩვენ მასში ვართ" განა არ იტანჯება ? თუ ნებისმიერი სიმრუშე და მკვლელობა მასში ხდება ?

იგივეს განვიცდი !

ტყუილად როდია ნათქვამი შეიცანი თავი შენიო ! აბა სხვაგვარად როგორ შევიცნობ ღმერთს ? თუ მე მან თავის მსგავსად შემქმნა.მაშინ გამოდის რომ მე დავასრულე ძიება.დავასრულე ქექვა,აზრთა სამყაროში იმ კითხვებზე თუ საერთოდ რა ხდება !

ვიცი რაც ხდება.

მე ყველაფერი ვიცი !

ვიცი ნორმალური ადამიანების შესახებ,რომლებიც უკვდავებივით ცხოვრობენ.ვიცი მათი ცოდნა.

ვიცი,ვიცი !!!

ვიცი ის გრძნობები რასაც ისინი ატარებენ ! ვიცი რას ნიშნავს რომ არ ფიქრობდე იმას რომ ხარ ! . !
და ცხოვრობდე უკვდავი არსებასავით.
საკუთარ თავზე ათასი დიდებული ილუზიით.
ამაო საგნებით შეპყრობილი.ვიცი,გავიარე ყველაფერი.ახლა კი ეჭვი არ მეპარება იმაში რომ მე ვარსებობ ! მხოლოდ ის მაეჭვებს ეს ადამიანები თუ ისეთივე რეალურები არიან როგორც მე ! მხოლოდ ეს.

ესღა მაკლდა...

პრობლემა იმაშია რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს იმ შემთხვევაში თუ მთელ დედამიწაზე მცხოვრებნი თავიანთი მიზნებით,საქმით და რწმენით მართლები და რეალურები არიან.და თუ კი მთელი დედამიწა შეშლილია,მასზე მცხოვრები იმ ერთი უნიკალური და განსაკუთრებული ასე ვთქვათ სახეობით... რომელსაც ადამიანი ქვია.რომელსაც რაღაც აქვს... და ამ რაღაცას აზროვნება ქვია.მაშინ მე რა შემიძლია ?
მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი იმდენი ხანია ხდება...

ვინ იცის ? არავინ !

სიკვდილიც არ მინდა.

არც ეს ჯოჯოხეთი მინდა.

და არც ის მინდა რომ ვიყო ! და ვიცოდე რომ მსგავსი რამ საერთოდ ყოფიერებაში რომ ხდება !
რომ არსებობს განზომილება სადაც ღვთის შვილები ცხოვრობენ.თან რა თქმა უნდა ისე როგორც დღეს დედამიწაზე მცხოვრებნი ცხოვრობენ.
მთელი ადამიანური ტანჯვით,სისასტიკით,სიძულვილით.მიმიფურთხებია კანონზომიერებისთვის ! სიბნელისა და სინათლის,სიკეთისა და ბოროტების და იმ ობიექტური ჭეშმარიტებისთვის,ინი და იანიო რომ დაადგინეს.თითქოს რაიმე ახალი თქვეს.ახალი ის არის

როგორ მოვსპოთ ბოროტება !

ვინ იქნება ის ვინც ბოროტებას წინ აღუდგება ?

მაგრამ როგორ ? - სიკეთით ?

არა

ბოროტებას ბოროტებით,მხოლოდ სიკეთისთვის !

აი რა ვერ განახორციელა ადამიანმა თავისი მთელი არსებობის მანძილზე ! სად ვართ ?!!! ეი,ზიის მანდ ვინმე ? საერთოდ იქნებ თვალები დამეხუჭა და მთელი ამ ამაოების ხილვა ამეკრძალა საკუთარი თავისთვის ? არა,ადრე თუ გვიან გავახელ მათ.იქნებ ამომეთხარა ?! რომ არასდროს მეხილა სინათლე ! ასეთი სინათლე.
რომ არა წყეული სინათლე რომელიც სიბნელეს ავსებს ამდენს ხომ არ დავინახავდი ? ეს ყველაფერი ხო არ მეცოდინებოდა ?!

სხვა რა გზა დარჩა ?

იქნებ სიყვარული მოგვესპო,და დაგვერღვია კანონზომიერება.ვინაიდან ვერ შევძელით სიბნელის დამორჩილება სინათლით,რომელიც მასზე დგას იქნებ მიგვეცა უფლება სიბნელეს გამეფებისთვის ?
ამ დროს ხო ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

იქნებ კრინტიც არ დაგვეძრა ჩვენი ბაგედან და თავიც აღარავის ასტკიებოდა ?

იქნებ ღმერთო დროა როგორც ააწყე მთელი ეს სამყარო ისე დაშალო ?!

არ დაიღალე ? არაა ?

მე დავიღალე.
იქნებ ძალიან გავატრაკე ?! ხო არაა ? ამაშიც მართალი ხარ ცისა და მიწის შემქმნელო.

თუ არ მინდა უბრალოდ მოვხიო აქედან არა ?

მაგრამ სად წავალ ? - არის კი სადმე წასასვლელი ?!!!
თვალებიც რომ ამოვითხარო შენს წინაშე,ჩემში არსებულ სინათლეს რა ვუქნა რომლითაც სიზმრებში არსებულ ობიექტებს ვხედავ ? რომელიც ასევე სინათლისგან არიან "ნაშენებნი" სად წავიდე ? როგორ გავიქცე.

მიდი გააძრე ფურცელი შენი სიცოცხლის წიგნიდან,სადაც მხოლოდ თანხმობაზე ხელის მოწერა მომიწევს იმისთვის რომ ამოშალო ჩემო სახელი !

დანარჩენზე კი,დაე იყოს ნება შენი !

მომეცი,მომეცი ახლავე მოვაწერ !

ჩემს ჩვეულებრივ ადამიანობას,ანუ ნორმალურობას ზევიდან სიგიჟე დავადე.ნორმალურობაც შევინარჩუნე და ამ აბსოლიტურად სხვა აღქმასაც თან ვატარებ,ვიცი რასაც ნიშნავს

"არ ფიქრობდე რომ ოდესღაც არ იყავი და ახლა ხარ,და არ იცი საიდან მოხვედი და არ იცი სად მიდიხარ " .
ისიც მართალია რომ ვიცი რაშიც არის საქმე.
საბრალო არსება ! რომელიც იძულებული გახდა სამყაროს სამსახურში ჩამდგარიყო ბოროტების სახით,რათა კეთილთ საერთოდ შესძლებოდათ სიკეთეზე კე...ოცნება !
და არა კეთება !!!

წყეულიმც იყოს !

დიახაც,ვინღა აკეთებს სიკეთეს... მხოლოდ ლაპარაკობენ,მხოლოდ ლოცულობენ ! და შეუგნებელ რიტუალებს ატარებენ !
ვიღას სწამს ღმერთის ! სად არის ის ხალხი ვინც ღმერთის სახელით წყეულ წყვდიადს დევნიდა ადამიანის არსიდან ?!

სად... სად გაქრნენ...

ქრისტეს მიმდევრები სადღა არიან ? ! რამდენი საავადმყოფო არსებობს.მხოლოდ იმიტომ რომ ღვთის მორწმუნენი გაწყდნენ !
ვინ მოვა ისეთი რწმენით რომ თქვას მე ვარ-ო ?
მე ვარ ღვთის ძე ვინაიდან ადამისგან მოვდივარ-ო ?

ვინ აუხიელს თვალს ტანჯულ სულებს ?

ვინ !

როდის !

ოდესმე ?

ველოდო ?

მაგას ? ვის... მე ვარ ? !!!
რატომ არ აქვს ჩემს თავს ის შარიკი რომელიც ჩეულებისამებრ ადამიანებს უტრიალდებათ ხოლმე ? რატომ ! რატომ !!! რატომ ვგრძნობ თავს აქეთაც და იქითაც ? ვაი თქვენ.მაგრამ არა თქვენ არამედ

ვაი მე !

როგორ გავფანტო წყვდიადი რომელიც ამ ჯოჯოხეთს თავისთავად შთანთქავს ?

თვალები...ჩემი თვალები ! არ ასხივებენ. პირიქით,გამოსხივებას შთანთქავენ !

და აჰა

რომელი ჩვენგანი ქმნის ? !

ბნელ ენერგიას რომელსაც სხივი ასკდება და იღებს რა ფორმას,ფორმას რომელსაც მხოლოდ იმიტომ აქვს ის ფორმა რაც აქვს,რადგან ეს ვინმე უცნობი თავნება არსების ნებაა ?
ვინ მეტყვის ?

როგორ გავაკეთოთ ყოველივე ამის საპირისპირო !

აი მაგალითად,საგანი,ამ შემთხვევაში ქაღალდი რომელიც ადამიანთა ნებას იმონებს და სულ უფრო და უფრო ღრმად მიაცილებს მფლობელებს სიბნელეში.

როგორ და რანაირად შეიძლება მისი მოსპობა ? !

როგორ ჩავიგდოთ მართვის მთელი სადავეები ხელთ ?!

რომ არსი შეგვეცვალა !

აზრი და მიმართულება ახლა ამჯერად ჩვენ შეგვექმნა !

საითკენ ?

იქითკენ საითკენაც მესაჭე დაატრიალებდა !

შემოქმედო ან ის ფურცელი მომეცი რომელზეც ვისაუბრეთ
ან ის სადაც მესაჭეობას ხელს მოვაწერ !
მიმართულებით : მხოლოდ მთელი კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობისკენ ! - სთვის
წერტილი

ჯერ არ დასრულება.ვაი თუ ისეა რომ არარსებობს არანაირი დასაწყისი
ყველა ჯოხს კი ორი ბოლო აქვს მაგრამ...
ვაი თუ შემქმნელი
სამყაროს შემოქმედი
ღმერთი

ისეთივეა როგორც სხვა ყოველივე ამაო და შექმნილი იდეა ?

რაც რაიმე ვიცი,ვიცი... რომ არ ვიცი საიდან ვიცი !!!
ამიტომ მოვრჩი ლაყბობას.
არაფრის არ მეშინია.

აღარ მეძინება !

მომაშორეთ,მომაშორეთ...

აღარაფერს მოვაწერ ხელს !

აღარც კი გაგიღიმებთ.თავსაც კი არ დაგიქნევთ თანხმობის ნიშნად.
ხელშეკრულება გაუქმებულია !!!


ვეღარ ვიურთიერთებთ ! და აღარც სიყვარული არ შედგება ჩვენს შორის.

სამყაროს პატარა ნაწილი ვარ ! როგორიც არ უნდა ვიყო მისი ნაწილი ვარ.გაიღიმეთ.
ეს მე ვარ !

მე...

ჩემს გარეშე ვერ იარსებდი სამყაროვ !!! არ იქნებოდი წყეული მთლიანობა ! დაირღვეოდა წონასწორობა.ცა და დედამიწა აიზილებოდა ერთმანეთში.

მძულხარ ! მეზიზღები შენი არსით.შენი დიდებულების ილუზიით !

აჰაა..

გამოჭერილი ხარ !

მე ვარ !
მე ვარ ნაწილი ამ მთლიანობის.
ამიტომაც ვერ მიშორებ თავიდან.ვერასდროს მომიშორებ ! და ახლა,წვეთით ჩემით,სამყაროს გავჟღინთავ.

საგანთა არსზე თუ გიფიქრიათ ?!
მხოლოდ ფიქრი არ კმარა არა !!!

უნდა დაინახო,წყეული სიბნელე ! მოჩვენება.ტყუილი !
მე ვარსებობ ამიტომ არსებობს სამყარო !
მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ არის ისეთი როგორიც მინდა რომ იყოს.სრულიად ამის საპირისპიროა ! მძინარე ადამიანებით სავსე.

იცი ? თვალებში რომ ვუყურებ ადამიანებს,ისე კი არ ვუყურებ როგორც ადამიანები უყურებენ ერთმანეთს თვალებში !

არა !!!

როგორც იტყვიან,პირდაპირ თვალის გუგაში გიყურებთ ! მაშინებს თქვენი სიბნელე ! მაკვირვებს ჩემივე სილენჩე.მაგრამ ნამდვილი შიში სწორედ მაშინ მეუფლება როცა ადამიანებს თვალებში ვუყურებ და მათ ეგრეთწოდებულ გუგებს ვხედავ ! გუგებს რომლითაც ისინი სამყაროს ხედავენ ! მე მხედავენ !
და ვიცი,რომ მეც ასევე ბნელში ვარ !.ეს რაა ? ეს არაფერია იმ ჭვრეტასთან რასაც საერთოდ ვჭვრეტ ხოლმე. აი მაგალითად შენ ! ვიცი შენი მოსვლის მთელი ისტორია ! "ფილმივით" ვხედავ დაბადებასა და სიკვდილს ! ტანჯვასა და ბედნიერებას ! ვხედავ... აუცილებლობას "შეცვლის".ტრანსფორმაციის,ცხოველურიდან რაღაც ამის სრულიად საპირისპირო არსებამდე. ანუ ვინმე თავნებად ქცევაზე !

ლაპარაკი მაქვს ნამდვილ ნებაზე !
ღვთის მსგავსი არსების მქონე არსების ნებაზე !

ოდესმე გიფიქრია რომ უფალსაც ორი არჩევანი რომ ქონდა ? რა,რომელი ?

შეექმნა სამყარო თუ არ შეექმნა სამყარო !

და ამის მერე კიდევ ორი !

შეექმნა თუ არა არსება თავის მსგავსებად და აჰა შექმნა კიდეც !
თავისუფალი შექმნა ადამიანი ღმერთმა !
მაგრამ ცოტა მძინარე ! უფრო ზუსტად ძილისგუდა.

გეყოფა,გაიგე.ესენი მახინჯები არიან ! ბნელში-მკვდრები არიან.ნუღელავ მათზე.მათ თვითონ გადაწყვიტეს საუკუნო მონობა ! - შენ ის მითხარი ცოტა თუ მოგეშვა ?
- არა,საერთოდ არა ! წყეულიმც იყავ !



№1  offline წევრი Life is beautiful

მე ვინ ვარ , სიტყვა რომ შეგაწიოთ, მაგრამ სიტყვის თავისუფლებაო და ...
ისეთი დასაწყისი ჰქონდა, დასასრულს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს დაგვიხატავდით.
"ესეც არაფერი და ახლა კიდევ ერთ ჭიქაში რაღაც შუშხუნებს.ეს ლიმონათია.რომელიც ასევე ამ ბოროტ ჯადოქრებს ეკუთვნით." გააჩნია რისი ლიმონათი, უფრო სწორად რომელი ლიმონათი იყო, ფეიხოიასი თუ ბადაგონის (:დდდ).
საინტერესო იყო...
შემდეგში უკეთესებს და წარმატებებს გისურვებთ... ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent