ჩანახატი
დღეები ისე გადის საკუთარი ფიქრების მოსმენისთვის დრო არ მრჩება,დღეები დღეებს ისე მიჰყვება და იწურება ვერც კი ვიაზრებ რის გაკეთებას ვასწრებ, ან ვასწრებ თუ არა საერთოდ რაიმეს.ცხოვრებაც ასეთია წამიერი.მომენტებისაგან შეკოწიწებული დღეები და წვრილმანები,რომლებიც ჩვენი ღიმილის მიზეზი ხდება.ყოველი დილა განსხვავებულია,ზოგჯერ გაღვიძებისას ფანჯრიდან დათოვლილ ხეებს ვხედავ,ზოგჯერ მანათობელი მზის სხივები მაღვიძებენ,ზოგჯერ კი წვიმის ხმას გამოვყავარ სიზმრების სამყაროდან ,ამ დროს თვალების გახელისას პირველს ჩემს ფანჯარაზე წვიმის წვეთებს ვხედავ.ეს წვეთები ცრემლებს გავს მწუხარების,ტკივილის ცრემლებს, რაღაც აუხდენლის ,უიმედობისა და იმედგაცრუების ცრემლებს. ასეთი დილა ყოველთვის სევდიანია ,მონატრება დიდი და ტკივილი კიდევ უფრო მძიმედ მაწვება გულზე.ისეთი დღეებიცაა თვალის გახელა,რომ არ მინდება იმიტომ რომ ვიცი ისევ იგივე მოლოდინმა უნდა გამიტაცოს და დღის ბოლოს კიდევ უფრო მეტად უნდა მეტკინოს სული,რომელიც თითქმის აღარ შემრჩა.ისეთი დღეებიცაა იმედებით, მოლოდინებით სავსე,რომლებიც, რა თქმა უნდა ,არ ხდება მაგრამ მთავარია იმედი არ იკარგება მოლოდინი არ ქრება და გული არ ნებდება.ჩემთვის საყვარელი საქმეების კეთებით გაგირბივარ,გავურბივარ შენზე ფიქრებს მაგრამ ამას დიიდხანს ვერ ვახერხებ ბოლოს მაინც მოვდივარ შენამდე,მოვდივარ და დაუსრულებლად გელოდები.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.