შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,სიღრმე რომელიც ზედაპირზეა"


30-11-2021, 22:47
ავტორი natai
ნანახია 813

,,თოვლს ველოდები , სასწაულივით ველოდები თოვლს...
ყველაზე მეტად ის მელამაზება- გაუკვალავი, შეულახავი თოვლი, სუფთა და წმინდა, ჯერ კიდევ რომ ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს... მოდის და სიცივე მოაქვს, ამ დროს კი შენს ერთ ხელს მეორეს ჩაკიდებ რომ გაათბო, ეს კი მხოლოდ იმის შეხსენებას ემსახურება, რომ შენს თითებს არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა.
თოვლს ველოდები ...
ველოდები და ბუნდოვნად ვიხსენებ, ღრმა ბავშვობაში ჩემს მიერ გადამალულ ერთ გუნდას-მთელი დღის ძილის შემდგომ (ბავშვებს რომ გვაიძულებდნენ დაგვეძინა) ის აღარ დამხვდა, მე კი ბევრი ხანი ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს თვალის მოხუჭვისთვის.
თოვლის დაწყებას ველოდები ...
იქნებ ამჯერად თითების გათბობა აღარ მომიწიოს ჩემით, სანამ ჯერ კიდევ ჩემი ამოსუნთქვით მინა იორთქლება, მანამ ჯიუტად გადავმალავ თოვლის გუნდას, მაგრამ ამჯერად თვალს არ მოვხუჭავ და ვუდარაჯებ შენი სიზმრებივით, იქნებ ერთ დღეს აღარც გაქრეს ჩვენი ოცნებების მსგავსად."
...

მახსოვს, შენს თოვლზე რომ მომწერე.
შენთვის მოკალათდი მაგიდის კუთხეში, კალამი და ფურცელი მოიმარჯვე, თავი არ აგიწევია, რაღაცას წერდი. ვფიქრობდი, რაიმეს ინიშნავს ან სიას ადგენსთქო. ვამჩნევდი, გაუჩერებლად წერდი, ალბათ მნიშვნელოვანიათქო.
მერე..
არ ველოდი, იცი?!
,,სიყვარულითო" , რომ ეწერა, მთელი თაბახის ფურცელი რომ სავსე იყო.
გულწრფელად გითხრა არ მინდოდა იმ მომენტში წაკითხვა, ვიცოდი წრფელი ემოცია იქნებოდა გადმოტანილი, ერთი ამოსუნთქვით დაწერილი. შეგრძნება და განცდა მინდოდა, იმ დროს ვერ შევძლებდი. მაინც წავიკითხე, არ ეწყინოსთქო.
ემოცია ვიგრძენი, მაგრამ არ შემოვუშვი ჩემში. მარტო გითხარი რამდენი რამაა ამ თოვლშითქო.
შეიძლება მეტს ელოდი...
ფურცელი სამ ნაკეცად ვაქციე, გვერდით დავიდე, დიდხანს ვუყურებდი. ვფიქრობდი, მე შენს თოვლზე მოგწერ!
ცრემლი ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს.
ნამდვილობა, რეალობა იქაა, როცა შენი ამოძახილი სხვას ცრემს მოგვრის.
რამდენჯერაც წავიკითხე იმდენჯერ ავცრემლიანდი. გწერ და იგივე მჭირს.
სხვა დროს ვიტყოდი რა ჯანდაბაათქო.
ახლა ვიცი ეს ცრემლი რასაც ნიშნავს... მიხარია...
რამოდენიმე წლის წინ რომ გაგვეცნო ერთმანეთი და მაშინ გეთქვა შენს თოვლზე გეტყოდი: ,,ეეჰ, მე მზეს ველოდებითქო."
კარგია რომ ახლა შევხდით.
არ გამქრალა ის თოვლი.
მართალია ჩაგეძინა, ხდება ხოლმე. იმ მომენტიდან ადგილი შეიცვალა შენმა თოვლმა, ფიქრების, სურვილების, ოცნებების, სიყვარულის გუნდად რომ აქციე, შენ კი დაძინება გაიძულეს. შენთან მოვიდა. გგონია, რომ გაქრა რადგან ვერ ხედავ.
ის იქაა, შენში, ღრმად უსაფრთხოდ დაიდო ბინა, გელოდება, შენი სჯერა, ამიტომ მოვიდა, იცის რომ იპოვი, ჩაძინებაც გაპატია, დაუსრულებლად დაგელოდება, არაფერს გისაყვედურებს.
გეძახის, მოუსმინე. მხოლოდ მას მოუსმნე, გზასაც თვითონ გასწავლის. ოღონდ, წყალთოვაში არ შეგეშალოს.
მე ვიპოვე ჩემი მზე. ახლა მისვლას ვსწავლობ. სწრაფად ვერ შევძლებ, არც შეიძლება, დავიწვები. ჯერ კიდევ ბევრი მუქი ფერით ვარ შემოსილი მზე კი მათ წვავს.
საბოლოოდ მივალ. მზე ინათებს ჩემში, ვეღარ დაიტევს, გარეთ გამოვა, გამოანათებს, სხივებს დამაფენს და სწორედ მაშინ დავინახავ მას.
შიგნით იპოვე და იგრძენი, შემდეგ? შემდეგ თოვლი სასწაულივით მოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent