შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებიდან ამონარიდი


5-12-2021, 02:23
ავტორი საბა 1994
ნანახია 8 164

23:37) შემოდგომის ნარნარი ღამე იყო.. შენზე ფიქრებმა შემომიტიეს კვლავ უმოწყალოდ,ირგვლივ სამარადისო სიჩუმე ჩამოვარდნილიყო,ნელი სიო არხევდა ხეებს,ცა ვარსკვლავებით შემოსილიყო თითქოს მასაც სციოდა როგორც ჩემს გულს,თბილ საბნად კი ვარსკვლავები ამოერჩია და დაეფარა ზედ გასათბობად,ხოლო გასანათებლად მთვარე ამოერჩია რომელიც უანგაროთ ანათებდა მის მშვენიერებას,მე კი კიბეზე მჯდარი,სიცივით შეპყრობილი შევცქეროდი ამ სილამაზეს,ფიქრებმა გამიტაცეს..ვიხსენებდი შენს ლამაზ სახეს და ათრთოლებულ სხეულს, რომელმაც მე მშვენიერება შემასწავლა,შენი თვალები მიუღწეველი,ამოუცნობი თეორემაა რომელსაც პითაგორაც ვერ ამოხსნიდა.ვიხსენებდი შენი ტუჩების გემოს, როგორ იფარებდი ჩოლკებს რომ არ მეკოცნა..ჯერ ყელზე გაკოცე ძლიერად მერე კი ტუჩებს წავეთამაშე..
რა საამური,როგორი ტკბილი,რამდენად საოცარი,თან ამავდროულად სიყვარულს მოკლებული ტუჩები იყო რომელსაც სურდა უფრო მაგრად,ჰაეროვნად და ვნებიანად მეკოცნა თუმცა გარემოებები სურვილზე ძლიერი აღმოჩნდა მისთვის..მე შევიშალე,დიახ გავგიჟდი და მხოლოდ შენხარ ის ფსიქიატრიული სავაამტყოფო სადაც ჩემი ადგილი უნდა იყოს.მე შენს გარეშე სიცოცხლე არ მსურს..ან როგორ შევძლებ უჰაეროდ ცხოვრებას.. შენ ხომ ჩემი ჰაერი ხარ რომლითაც ვსუნთქავ. ფიქრებს უფრო ღრმად ჩავუყევი.. წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა მომავალში..მინდოდა რეალობას მოვმწყდარიყავი მაგრამ მახსენდებოდა შენი სიტყვები რომელიც წასვლამდე მითხარი..

"მე არშემიძლია ქმართან ვცხოვრობდე და მას ამავდროულად ვღალატობდე ეს ჩემში არ ზის,მე ასეთი არ ვარ"

ეს სიტყვები მკლავდა მთელი ღამე თეთრად გავათენე ვფიქრობდი და პასუხი ვერ გავეცი ნაფიქრალს..ნუთუ მე ასეთი რა გთხოვე ,ნუთუ შეურაწყობა მოგაყენე, ნუთუ ისეთი რამ ჩავიდინე რაც არ უნდა მექნა..მაგრამ მე არშემეძლო მეყურებინა შენთვის თვალებში და მომეტყუებინე..
მინდოდა გცოდნოდა რას ვგრძნობდი,რას განვიცდიდი რა მინდოდა..ჩემი არცერთი საქციელი არა ყოფილა შენ მიმართ წინასწარგანსაზღვრული რაიმე მიზნით ან მიზეზით..ეს ძალიან სწრაფად მოხდა მე შემიყვარდი..შენი შეხების სურვილი გამიჩნდა..შენი კოცნის სურვილი გამიჩნდა გესმის?!უბრალოდ წარმოიდგინე რას ნიშნავდა ჩემთვის შენი ყურება უმოქმედოთ,ეს იგივე იყო რაც საშინლად მწყურვალი ადამიანისათვის წყალი წინ დაედოთ და დალევა აეკრძალათ..მთელი სხეული მეწვოდა სიმხურვალისაგან როცა გეხებოდი, მათრთოლებდა,გული ამომოვარდნას ლამობდა..თუ სწორედ მახსოვს სანამ შიგნით შემოვიდოდით ჩაგიხუტე და გთხოვე ჩემგან არასოდეს წასულიყავი, ისიც მახსოვს რომ მითხარი არა არ წავალო)მაგრამ ამ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე რადგან ჩავთვალე რომ ეს უბრალოდ სიტუაციის განსამუხტად თქვი..ან შეიძლება ვცდები..ძალიან მინდა დავიჯერო რომ მართლაც გულწრფელად მითხარი ეს სიტყვები.. მინდა ამის მჯეროდეს .მინდოდა ჩემი პირველი კოცნა დაგმახსოვრებოდა.. არვიცი რამდენად შევძელი ეს..ისიც არ ვიცი რა იგრძენი უბრალოდ შესვლამდე მომაძაღე ოხხ საბა საბაო.))ძალიან რთული,ამაღელვებელი,დაუვიწყარი და ამავე დროს სასიამოვნო შეგრძნებებით სავსე ღამე იყო ჩემთვის.. ერთია როცა უბრალოდ ქალთან დროის გატარება და გართობა გინდა,ეს საერთოდ არც დამამახსოვრდებოდა მაგრამ მე ხომ იმ ქალს ვაკოცე რომელიც მიყვარს ო ღმერთო ჩემო რა გაუსაძლისია ეს ყველაფერი,რომელზეც სიზმრები ყოველ ღამე დამსჩემდა,რომელიც ჩემთვის ღრმა ოკეანის ყვეეელაზე ღმრა მიუვალი ნაწილია..მინდა იცოდე არც ახლა და არც მომავალში არასოდეს არ ვინანებ შენთან გატარებულ არცერთ წამს და არც გასატარებელს,მეტიც ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების ისტორიაში წითლად..ანუ სიყვარულის ფერად მოინიშნება..ჩემი პირადი სივრცე მთლიანად შენ გეკუთვის..ყოველ დღე როცა ვდგები შენი სახლისკენ გადავიხედები,იმ იმედით რომ დაგინახავ.წუხელ ორ აზროვნად დავუწყე საკუთარ თავს საუბარი.. ერთი მე ვიყავი მეორე შენ.გეკითხებოდი თუ ოდესმე შეგიყვარდებოდი.. პასუხი არ გამეცი სდუმდი..ვიფიქრე დუმილი თანხმობის ნიშანიათქო და გამიხარდა,თუმცა შემდეგ გამახსენდა რომ შენ კი არა საკუთარ თავს ვუსვამდი ამ კითხვას რომელიც რათქმაუნდა პასუხს ვერ გამცემდა.მე ამეტირა აი უკვე მეორედ.საკუთარი თავის არ მსჯეროდა რომ ასე ძლიერ შემიყვარდი.კვლავ ფიქრი განვაგრძე..რა მოხდებოდა თუ შენს ცხოვრებაში აღარ ვიქნებოდი..
ჩვეულებრისამებრ ყოველდილით აღარ მოგწერდი..აღარ გეტყოდი თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ და საერთოდ გავქრებოდი ამ ცხოვრებიდან..ჩემი სიკვდილის შემდეგ..მე დაველოდებოდი შენს მიერ მოტანილ კესანებს ჩემს საფლავზე..და სიცოცხლეში ბევრჯერ ნანატრ სიტყვებს შენგან..
"მე შენ მიყვარხარ " მეტყოდი თუ როგორ გენატრება ჩემთან საუბარი..ჩემ მიერ ყოველდღე გამოგზავნილი სასიყვარულო სმსები..ჩემი ჩახუტება..კოცნაც კი.. გამიზიარებდი შენს ყველა ნაფიქრალს..მე კი ჩუმად მოგისმენდი ცივ სამარეში განსვენებული..და თუ არს სიკვდილის შემდეგ სიყვარული იქაც შენ მეყვარებოდი და ასი წლის შემდეგ ისევ შევხვდებოდით მე და შენ ერთმანეთს ზეციურ სააქაოში ..ასი წლის შემდეგ ისევ მოგეფერებოდი ,ასი წლის შემდეგ ისევ გაკოცებდი,ისე როგორც მაშინ ოღონდ ეს იქნებოდა სულიერი კოცნა ჩემი ჭეშმარიტი სიყვარულისა. საშინლად წვიმს შენ კი კვლავ მოხვედი ჩემს საფლავთან ერთი ცალი სანთლით და ქოლგით ხელში..ქოლგა იქვე მიაყუდე და ცდილობ სანთელი აანთო..მაგრამ გავიწყდება საყვარელო რომ ძალიან წვიმს რომელსაც არც უჩანს გადაღების პირი..შენ კი წვალობ ოღონდ შემომწირო სანთელი და აუნთო ჩემს სულს..გთხოვ არ გაცივდე წადი სახლში..გიმეორებ, გიმეორებ მაგრამ შენ ჩემი არგესმის..მე ხომ მოვკვდი,უბრალოდ ჩემი ქვეცნობიერი გელაპარაკება რომლის ხმაც შენთვის მიუწვდომელია.გადის დრო..მალე ყველას ვავიწყდები მათ შორის შენც..ყველა ბედნიერია თავის ცხოვრებით.ჩემი ყოფილი ცოლი კვლავ გათხოვდა,ჩემი შვილი გაიზარდა..ისიც მოდიოდა ჩემს საფლავთან შენს მსგავსად მაგრამ მანაც მიმატოვა კარგა ხანია არ მოსულა..ჩემი და თავის ოჯახთან ერთად ტკბილად ცხოვრობს .. მამაჩემმაც მინახულა გასულ თვეს ღვინით ხელში და მომიგონა, სასაცილოა მას ხომ სიცოცხლეში არ ვჭირდებოდი და აწი მე მკვდარი არაფერში აღარ მჭირდება.გოდემ ახალი მეგობრები შეიძინა..მე მადლობელი ვარ მისი ბევრი კარგი მახსოვს.მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემი დარჩა ვინც მოდის ხოლმე ჩემს საფლავთან ატირებული და სევდიანი..დაემხობა და ცრმელები სცვივა,სცვივა მისი ტკივილი გაუსაძლისია.მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა რაც ისიც აღარ მოსულა დავრჩი ასე მარტო ამდენ მკვდრებთან მკვდარი..და მაინც მე მოუთმენლად ველი იმ ერთის გამოჩენას რომელსაც ჩემი გული სიკვდილის შემდეგაც ეტრფის.
ყველა ალიბი გავიქარწ.... ჩემო საყვარელო ..ვუი რა დრო გასულა (05:50)
ახლა კი დროა ტკბილი ძილი გისურვო..ნელნელა თენდება..
ვარსკვლავებიც მიიმალნენ ღრუბლებში როგორც ჩემი გული შენგან დატოვებულ თალხში..აღარც მთვარე არ სჩანს..აღარც ის ნელი სიო არხევს ხეებს ქალაქიც ნელნელა იღვიძებს მამლის ყივილის თანხლებით, აღარც ის სამარადისო სიჩუმე ადგას წუთისოფელს..ის სილამაზეც გაქრა მე რომ კიბეზე მჯდარი სიცივით შეპყრობილი შევყურებდი..მხოლოდ შენზე ფიქრები და გაუმთბარი გული დამრჩა.დროა მეც გავეშურო საწოლისკენ იქნებ მოვახერხო ძილისპირულს მივეცე, დაე სიზმარში მაინც გიხილოს ჩემმა თვალებმა ჩემო ანგელოზო,ჩემო ტკბილო გოგოვ.მეტი რაღა დამრჩენია მწუხარე ჟამს საოცნებო.ტყუილად მეგონა რომ დაძინებას შევძლებდი..კვლავ კალამი ხელში და წერა შენზე..უკვე დილაა (07:00) მამლის ყივილმა შემძრა რადგან ის კიდევ ერთ უშენოდ გათენებულ დღეს მოასწავლებს ჩემთვის.ძაღლებიც ყეფენ ვინ რა იცის რა გასჭირვებიათ მათ..ვიღაც შუახნის კაცი საქონელს მიერეკება ლანძღვა გინებით..ჯერ არც გათენებულა და უკვე აიმყრალა ხალხმა პირი.. მანქანის ხმაც შემომესმა შენს ქუჩაზე წამით გავიფიქრე ხომ არ ჩამოვიდათქო წამოვხტი,უკანა კარებისაკენ გავიქეცი გადავხედე შენს არემარეს მაგრამ ამაოდ,ყველგან შუქები ჩამქრალი იყო, ჩემთვის უცხო მანქანამ კი კარგა ხანია რაც დატოვა ქუჩის ბოლო,იმედ გაცრუებული შემოვბრუნდი სახლში ..მერე დავფიქრდი და საკუთარ თავს დავცინე..რა სულელი ხარ საბა, ვინ მოქცა შენ ამის ბედი რომ ასე ლამაზი დილა გაგითენდესთქო..აი ხომ ხედავ როგორც არ უნდა დავიწყო საუბარი ან რათემაზეც. მაინც შენი სიყვარულის უკიდეგანო მორევში ვეშვები.ძალიან მცივა მინდა შენი ჩახუტება გამათბობდეს..მინდა შენი კოცნა მატკბობდეს..ვუი რამდენს ვფიქრობ შენზე..მაინტერესებს საერთოდ როგორ გძინავს ნუთუ არ გრძნობ ამ ყველაფერს..არ ვიცი რას მომიტანს დღევანდელი დღე კარგს ცუდს.. მაგრამ შენი სიყვარული გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე ჩემი ყოველდღიური აუტანელი ცხოვრება..
შენ დამპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ არაფერიც არ არის კარგად.. შენ ჩემგან შორს ხარ..სიგიჟემდე მენატრები ყოველი შენი გაფიქრება სულს მიფორიაქებს..ჩემი პულსაცია თითქმის აღარც ისმის ისეთი შენებულია..მას შენ აძლევდი ძალას რომ ეფეთქა, შენ რომ მანძილი გაზარდე მანაც შეანელა რიტმი..გთხოვ მეტი შორს აღარ წახვიდე რადგან ეს ჩემი სიკვდილის ტოლფასი გახდება..გთხოვ მალე ჩამოდი..მე შენ აქ მჭირდები ამ ქყვენად ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
გახსოვდეს დრო შეუბრალებლად გადის..ის დაუნდობელია ჩვენს მიმართ..მე მეშინია რომ ვერასოდეს ვნახოთ ერთმანეთი..ვეღარ ვიხილო შენი თვალების ციმციმი, ხან დინჯი, ხანაც კი ბავშვივით მხიარული სახე.მერამდენე ღამე მიილია შენზე ფიქრში და მერამდენე დილა იწყება ამ დაუმთავრებელი ფიქრებით..მე დარწმუნებით შემიძლია გითხრა რომ ამ ქვეყნად არასოდეს არ მომბეზრდები..დღეიდან შენ ჩემი მუსიკალური სიყვარული ხარ რადგან შენ ხარ ჩემი სულის დირიჟორი..რომელიც მე დარწმუნებული ვარ ყოველთვის მოძებნის საამისო ნოტს რომ აამღეროს და უკდავყოს იგი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent