მოლოდინი და რეალობა
როცა არ გაქვს მოლოდინი, ვერც იმედგაცრუებას განიცდი - თეორიულად ყველამ ვიცით, თუმცა პრაქტიკაში მოვიკოჭლებთ. რატომ ხდება ასე ? საიდან მოდის მოლოდინები ? - ვკითხოთ საკუთარ თავს.ბავშვობიდან, ყველაზე მეტი მოლოდინი სწორედ ბავშვობასთან ასოცირდება.ბავშვობაში გვასწავლიან, გვესაუბრებიან, რომ ბევრ ფულს ვიშოვით, გვექნება დიდი სახლი და ჩვენც ღრმად გვწამს, რომ სრულწლოვანებას ფინანსური თავისუფლება მოჰყვება...ასევე, გვიკითხავენ ზღაპრებს კონკიაზე , ფიფქიაზე... ვუყურებთ სასიყვარულო მელოდრამებს და ჩვენს გვჯერა , რომ ზღაპრულ რეალობაში აღმოვჩნდებით.ასევე, გვგონია, რომ სიყვარულმა ჩვენი სამყარო სრულად უნდა მოიცვას და ცხოვრება სრულიად შეცვალოს...მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია , თითქოს გამოღვიძებას ვიწყებთ, უსხეულო ტვირთით დამძიმებული , არ ვიცით , რომელ ჭერს შევაფაროთ თავი...ვიზრდებით, ნელ-ნელა ვეჩვევით რეალობას, თითქოს თავიდან ვსწავლობთ სიარულს, მაგრამ აქაც იჩენს თავს რაღაც ამაო... თავიდან ვიწყებთ მოლოდინების შექმნას , ველით აღმაფრთოვანებელ მომენტებს და როცა ფეხი გვიცდება, სრულ უიმედობას ვეჯახებით ცარიელი ხელებითა და დამძიმებული ზურგით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.