მიყრუებული ჯადოქრები.ჩვენ.გახსოვდეს პეპლები
მინდა გავიხსენო,მსურს გაგიხსენო.ის დრო გავიხსენოო... აი ის,წამი რომ დავივიწყეთ.მას მერე დიდმა დრომ განვლო.მაგრამ მაინც მახსოვს.შენ თუ გახსოვს... ეს რა გავაკეთეთ,ეს რა ვქენით.როგორ შევცდით ! როგორ ! ახლა მეცინება,მარა რაა სასაცილო.მახსოვს,რამის ეპოქაში მამაშენს რომ შევხვდი.ასწავლეო,შენზე მითხრა.მეც რა მექნა ? პატივს ვცემდი.თანაც ვალში მყოფმა რაც მქონდა ის გავეცი.ალბათ გახსოვს,დაგინახე თუ არა რომ დავეცი.მერე როგორ ვიხსენებდით,ვხითხითებდით.სინკოპეა - მეთქი როომ გიმტკიცებდი.შენ კი,შენ კი ალქაჯივით მიხსნიდი,რომ ესს... შეენ ქენი.გახსოვს შენი წყევლა ? - ეი შეენო... ჰოო,ზუსტად შენოო.ვინმეს თუ დაუწყევლიხარო ? - ამ დროს მიღიმოდი,მუქარას განაგრძობდი. - ჰა,არაა ? ჰოდა სასიყვარულოდ წყეულიმც იყავ,ჩემი გონების დაპყრობისთვის...ჩემი სულის შერყევისთვის, იმ ძალის მიზიდულობისთვის რა ძალითაც ეს გააკეთე.ჩემი გულის დაფლეთისთვის. ვერავის შეხვედროდე ჩემს გარდა, ვერც ამ და ვერც სხვა ცხოვრებაშიო ! - ხოოვო,ხითხითებდი.- გახდი ავად,ზუსტად ისე როგორც მე დამასნეულე.შენით "გაიჩალიჩე" - ო.ეს მაშინ მოხდა საუკეთესო სურვილები რომ მისურვეო.გახსოოვს ? გახსოვს ?! გახსოოვს პადრე ? მამა ლემას რომ ვეძახდით და ის ღამე.საბოლოოდ გავიპარეთ.მიყრუებულ ადგილას დავბინავდით.მთის წინეთთან.აიმ ტყეში.ცხოვრება ის იყო.ის...და არა ეს.ეს რაა...ოღმერთო,ეს რა ვქენით ! ეს რა ვქენიით !!! მახსენდება უდროობში რომ ჩამძირე.შენ ჩემს გამო ჩაიძირე.გახსოვს ჩვენი კვლევები ? როგორ მივაგენით ღვთის განზრახვას.მე ნახევარს,უკვდავებას ! მახსენდება აის დილა,რომ შეავსე. გაიხსენე "ვარ" - ო "ხარ" - ო მიყრუებულ ადგილას ვაართ,გარდა ამისა ჩვენ მიყრუებულნი ვართო...რომ ვყიროდით.როგორ ვიღიმოდით,როგორ ვიცინოდით.მერე როგორ შევამოკლეთ,გახსენების ეს ფაქტორი და როგორ ვაქციეთ "მიყვარხარ" -ად. ჰა,არ გახსოვს ? ვიცი,გახსოვს...სიზმრები მაინც მოგაგონებს.მე ის დილა მესიზმრება,ჩემი აღმოჩენა რომ შეავსე.საბოოოდ რომ გავიპარეთ.ვინ იყო წინააღმდეგი ? არავინ,რადგან მხოლოდ მე და შენ აღმოვჩნდით ნამდვილები. გახსოოვს ჩვენი სამყარო ? ჩვენი ქოხი...პატარა,პატარა სახლი.ღამის სათევი.ჩაის სალევი.სიზმრად ვნახულობ იმ დილას,როგორ ველით წვიმას... წვიმას,რომელიც ბავშვებივით გვიხარია,გვინდა.გავრბივართ,გავრბივართ... გარეთ გავრბივართ.სულ რომ ვითხვრებით.წვიმა,ტალახი,ათასი სურნელი,ბუსუსიანი ბალახი.სახეზე რომ გილამუნებდი.იქამდე სანამ,ერთი გემრიელად არ დააცემინებდი.გახსოოვს ? სიცილით ვკვდებოდით.კისკისი გვახრჩობდა.სხვა ვერაფერი გვერეოდა.მახსოვს ჩვენი სიმდიდრე,არცერთ ვალუტაზე,რომ არ ვცვლიდით.ანნ რაას გავცვლიდით ! გული ისე გვიცემდა.ოო... გვეშინოდა ეს რომ გვქენა.გვცემდა ! გვცემდა !!! ჰოო.გაგახსენებ აიმ დღეებს,ხის სახლს,რომ ვტოვებდით.ველურ სიცოცხლეს რომ ვსუმტრობდით.უშიშრად,ნამდვილი მეომრებივით.დღეები-კვირები.სიცივეს,რომ ვჯობნიდით.მერე უკან ვრუნდებოდით,ვისვენებდით.წვიმას ველოდით.სულებს ზეცაში ვუშვებდით,სხეულებს მიწას ვაჯაჭვებდით.გახსოოვს ? განვითარებული გრძნობების გამო,ჯადოქრობას,რომ გვაბრალებდნენ...ბოძზე გვაკრავდნენ.შენ კი ხითხითებდი,მიღიმოდი,თვალს მიკრავდი.მე კიი,შენი უშიშრობით ვთვრებოდი.ჭკუაზე არ ვიყავი.არ ვიწვოდით.მერე კი ჰოპ, ვქრებოდით.ღრუბლებში ვჩნდებოდით.მასზე რას აღარ ვხატავდით.გახსოოვს ? პირველად ცისარტყელას,რომ მივაგენით.როგორ გავჭიმეთ აღმოსავლეთით,დასავლეთით.რამდენს ვსეირნობდით...დედამიწაზე უდარდელად დავაბიჯებდით.არა, ჩვენ გავრბოდით.ისე დავრბოდით როგორც ბავშვები საკუთარ ბაღში.პეპლები ჯგუფ-ჯგუფად შენ დაგყვებოდნენ,ყვავები კი მე მსტუმრობდნენ.მილიარდი სიცოცხლის ფორმა,არცერთი გვძულდა.არა ! ყველა გვიყვარდა.გიყვარდი,მიყვარდი ! ძვირფასო გაიხსენე...ეს ხალხი ჩვენ შევქმენით.დავიკარგეთ,რა დღეში ჩავვარდით.თვალები გიბრწყინავდა,გიპოვნიო ამას მაჯერებდი.გეჯიბრებოდი!!! ბავშვივით.და აჰა,დავიკარგეთ. შენ იყავი ჩემი ღმერთი.მე კი შენი ღმერთი.მე-ერთი ვიყავ,შენც ერთი იყავ,ჩვენ ერთნი ვიყავით.მთავარი ! ღრმად გვწამდა ერთმანეთის.მხოლოდ ხორცით კი არ ვიყავით ერთნი. არა,მთელი სხეულით, მთელი სულით,მთელი გულით ! ჩვენ აღარ ვიყავით ეულნი !!! განა შემქმნელის არ გვწამდა ? გვწამდა. თანაც როგორ !!! მორჩილად ვასრულებდით მის ნებას.სიხარულით,სიყვარულით.არასრულყოფილ სამყაროში სრულყოფილები დავკუნტრუშობდით.შეუძლებელი შევძელით...ახლა კიი,გზად მივაბიჯებ.ამაზე ვფიქრობ.ვიტირებდი...მარა ძალა არ მაქვს.ენერგიის უკანასკნელ წვეთს სახლამდე მისაბობღად ვხარჯავ.ისევ გეძებდი.ისევ.ვერსად გიპოვე.კიდევ ერთი დღეც.კიდევ ერთი ! ჯანდაბა,სახლი.გახსოვს ის ქოხი ? ფანჯრები არ ჰქონდა,გახსოოვს ? ათასი კეთილსურნელება ეფრქვეოდა სახლსზედ.მზე,მზის აბაზანები.მთლიანად რომ ვშიშვლდებოდით. ამ სახლში,ამ სახლში... ჩვენი თავბრუსდამხვევი სიყვარულით გაჟღენთილი სივრცე,ციყვებს რომ იზიდავდა.როგორი ჯადოქრული იყოო.სხვა სამყარო ეს იყო.ჩვენი სამყარო.ეს აღარ იყო ჩვეულებრივი ქოხი.ის სახლი იყო.ჩვენი სახლი.როგორი ძველი,როგორი არაფრის მთქმელი.როგორ მითხარიი ? სამარადისოდ ჩემი სიყვარულით წყეულიმც იყავო - არაა ?! ხოდა ვაარ ! ვარ !!! შენ თუ შემოგრჩა წყევლის ძალა? სად ხარ...ეჰ,ვიყავით მაშინ ასე,არაფერს ვამბობდით.ახლა კი,ო ღმერთო... რატომ დაგთანხმდი,რატომ დამთანხმდი. ახლა კი,ახალა კი ყველაფერს ვამბობთ და რა ? არაფერი.ძვირფასო საად ხარ““ ეპოქა შეგვეშალა დავბრუნდეთ წარსულში |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.