შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე აღარავის აღარ ვეკუთვნი...


7-07-2018, 00:50
ავტორი For Love
ნანახია 1 490

მე აღარავის აღარ ვეკუთვნი,
არც ვეკუთვნოდი ალბათ არასდროს
და თუ ამქვეყნად ვინმეს ვუყვარდი,
მსურს გავიხსენო, მაგრამ არ მახსოვს.
ბევრი კაცისთვის შთაგონება ვარ
და ჩემი გული მათთან კამათობს,
ცარიელ სასმისს მაწვდიან მხოლოდ,
ალბათ ჰგონიათ, რომ ეს დამათრობს.
სიტყვით სიყვარულს ვერ ვაღიარებ,
ვერც სხვისი ცეცხლი მე ვერ გამათბობს,
რადგანაც მინდა ვინც შემიყვარებს,
რომ გულში ცეცხლი ჩემთვის დაანთოს.
მე დედოფალი მსურს მისთვის ვიყო,
და კურტიზანის როლი არ მაწყობს,
მინდა იბრძოლოს, მომიპოვოს და
დაღლილ თვალებში ცრემლი დააშროს.
ბედნიერების საკურთხეველთან,
მინდა რომ თავის ფიქრი გამანდოს,
მე კი სანაცვლოდ ჩემს გულს ვაჩუქებ
და ვაზიარებ მთელ ჩემს სამყაროს.
დეკემბრის დილა ცივ ნიავს მახვევს,
რომ სიმარტოვე ჩემი დაფაროს,
სულის კიდეზე იკალათებს და
ცდილობს სათქმელი ჩუმად გამანდოს.
წამწამთა ჩრდილში ბარდნის იმედი,
თითქოს ისევ სურს გული გააღოს,
დათოვლილ გზაზე ვდგავარ შიშველი
და კვლავაც ველი მას ვინც არ დამთმობს...

-------------------
მარადის შენზე შეყვარებული თიკა, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის...



№1  offline წევრი sweetgirl

აუ მაგარი ლექსები გაქვს ❤️❤️ბედნიერია ის,ვისაც უძღვნი ამ ყველაფერს ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი For Love

MariamChiokadze
აუ მაგარი ლექსები გაქვს ❤️❤️ბედნიერია ის,ვისაც უძღვნი ამ ყველაფერს ❤️❤️❤️

kissing_heart heart_eyes kissing_heart

 


№3  offline წევრი For Love

ლათინო
ძალიან მომწონს შენი ლექსები ♥

heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი Mzika

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent