ხანგრძლივი "გაფიქრების" საათები
ხანგრძლივი „გაფიქრების" საათები ყველაფერი იწყება მოწიწებული მისალმებით.იმის თქმით,რომ შენი გაცნობა საკმაოდ "სასიამოვნოა".ნეტა,ვინ დააწესა,რომ ადამიანის გაცნობისთანავე სიტყვა "სასიამოვნო" უნდა გამოიყენო?რამდენად ახლოსაა რეალურ მოცემულობასთან საუკუნეების წინ დაწერილი "დაუწერელი კანონი"? პასუხი არსაიდან მოჩანს: ოთხივე მხარე ჩუმადაა;აღმოსავლეთიც,დასავლეთიც,ჩრდილოეთიცა და სამხრეთიც. იქნებ ყველაფერი ბევრად უკეთ იქნებოდა,თუ სამყაროში მხოლოდ დაუგეგმავი რაღაცები მოხდებოდა.აი,მაგალითად,დგები,მთელი დღის განრიგი შედგენილი გაქვს და ცხოვრების მოულოდნელობის ისარი უცებ შენი მოსაწყენად დაგეგმილი დღისკენ შემოტრიალდება. ნეტავ, რას იზამ მაშინ?ადგები და ყოველდღიურ ცხოვრებაში დარჩები,თუ საინტერესო გამოწვევას ხელს გაუწვდი და თუნდაც მთელი დღით სხვა,ჰორიზონტალურ სამყაროში გადადგამ მყარად ფეხს? საინტერესოა. საინტერესოა, თუ გეყოფა გამბედაობა და ყველაფერ მოსაწყენს ზურგს შეაქცევ ან უბრალოდ ამაყად განუცხადებ უარს ყველა სიყალბის ფერით შეღებილ ქმნილებას. შენ ახლა ფიქრობ,ბევრს ფიქრობ. გეტყოდი,რომ სამყარო ასეთია და უნდა მიეჩვიო,მაგრამ აიტანს კი ათასი იმედგაცრუებით ავსებული შენს ორგანიზმში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ამას? გიფიქრია დღეში რამდენი ადამიანი ტკენს ერთმანეთს გულს? გეტყოდი,რომ ბევრი,საკმაოდ ბევრი. შენ იღიმი. არ გინდა. არ გინდა ყველაფერი ასე იყოს. მაგრამ რა აზრი აქვს სიტყვა „გეტყოდის",თუ მის შემდეგ მომავალ სიტყვებს ისევ ტკივილი მოაქვს. გამოაღე ფანჯარა და იოცნებე,რომ ყველა გაგიგებს და წამში ათჯერ გაიხსენე,რომ ეს სხვა სამყაროა და შენ ხარ ადამიანი.იქნებ მაშინ მაინც გაიგო შენი და ცხოველის სხვაობა. შეგიძლია ფიქრისას წაიმღერო კიდეც, მაგრამ განთიადისას და ისიც, „მე ყოველ დილით ყვავილებს ვახმობ, გასულ ღამესთან მოგების ნიშნად". • |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.