არაფერია სამუდამო
ეს ამბავი იანვრის თოვლიან დღეს მოხდა. როცა მე დედასთან ერთად ბაღიდან გამოვდიოდი, მაშინ სულ რაღაც 3 წლის ვიქნებოდი. ჩემთან ერთად ბაღში უამრავი ბავშვი იყო, თუმცა ერთმა განსაკუთრებულად მიიქცია ჩემი ყურადღება. შავგრემანი, კულულა თმით, ჩემზე ოდნავ მაღალი, ნამდვილი ანგელოზი, ეს ნინი იყო. ჩემს კორპუსში ცხოვრობდა მეოთხე სართულზე მე კიდე მეექვსეზე. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა ნინის დედამისმა მოაკითხა ბაღში, მაშინ გაიცნეს დედაჩვენებმა ერთმანეთი. ამის შემდეგ ჩვენ სულ ერთად ვიყავით და გვეგონა, რომ დედამიწაზე არ არსებობდა ისეთი რამე ან ვინმე ვისაც შეეძლო რომ ჩვენი ურთიერთობა დაეშალა. უამრავი სიგიჟე გვაქვს ერთად გაკეთებული. ორი გიჟი ვიყცაით ერთად და ვაკეთებდით სიგიჟეებს. ერთად ვატარებდით ყოველ წამს. ჩემზე რამდენიმე თვით დიდი იყო, ამიტომ ჩემზე ადრე შევიდა სკოლაში, არადა სულ გვინდოდა რომ ერთ კლასში ვყოფილიყავით, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა. პირველი სოციალური ქსელი, რომელიც ერთად შევქმენით იყო ოდნოკლასნიკები, რა დრო იყო ოდნოკლასნიკები, რომ იყო მოდაში. ეხლა ყველას ინსტაგრამი, ტიკ-ტოკი და ფეისბუქი აკერია პირზე. რაღაც სურათზე ცოტა არ იყოს და უხამსი კომენტარი დავწერე, პატარები ვიყავით ამიტომ არ შევიმჩნიეთ, თუმცა ჩვენმა მშობლებმა ამის შემდეგ გაგვიუქმეს ოდნოკლასნიკი. შემდეგ მშობლებისგან მალულად შევქმენით ფეისბუქი, მაინც გაიგეს. ნინის დაუტოვეს ის ფეისბუქი თუმცა მე გამიუქმეს. საერთოდ არ ვგავდით ერთმანეთს, თუმცა ისეთი მუხტები მოდიოდა ჩვენგან, ეს გვაკავშირებდა ჩვენ ეს მუხტები, თუმცა დროთა განმავლობაში მუხტებმა იწყეს განმუხტვა. რამდენიმეჯერ მოპარვის მცდელობაც გვქონდა, ხო გეუბნებით ნამდვილი გიჟები ვიყავით. როცა შეყვარებულის ნახვა გვინდოდა სხვადასხვა რამეს ვიტყუებოდით. აი მაგალითად ჩემს შემთხვევაში ვიტყუებოდით ვითომ გარეეთ გავდივართ, გავიდოდით გარეთ ნინის ყურსასმენებს ვუტოვებდი, მე კიდე მივდიოდი სანახავად შეყვარებულის, ეს თან ყველა წამს მირეკავდა და მაგებინებდა ახალ ამბებს. ერთხელ ნინიმ ახალი წლისთვის შეყვარებულს საჩუქარი უყიდა, ვეკითხები ეხლა - ნინ -ჰოუ - როდის უნდა მიუტანო საჩუქარი? - ... - იმედია ისევ რამე სისულელე არ გაქვს მოფიქრებული - ... ( სიცილოთ შემომხედა) მივხვდი რასაც ფიქრობდა - რააააა ? - რააა - თან მიცინის - ეხლა არ თქვა რომ შუაღამეს გაპარვას აპირებ და ისე უნდა მიუტანო, გთხოვ მითხარი, რომ ამ დონეზე არ გაგიფრენია - პატარა ბავშვივით ავხედე - ხო რა იყო - ამ ყინვაში, ასეთი კაბებით გინდა გარეთ გავიდეთ და საჩუქარი ავუტანოთ ნიკაააას? - ხო რა იყო - აბა გეგმა გამაცანი, როგორ აპირებ ამ ყველაფერს და მხიარულად შევხედე რადგან ახალი წელი ზუსტად ის დრო იყო როცა სიგიჟეებს არ ვიდენდით, ამიტომ მინდოდა ერთი სიგიჟე ახალ წელსაც გამეკეთა. - მოკლედ, როცა ჩვენები ცოტა დალევენ, შენ ეტყვი რომ შენთან ავდივართ და გამოართმევ გასაღებს, ავალთ შენთან თან საჩუქრებსაც გავიტანთ - ეგ ადვილია , მერე - შენთან ავალთ და ჩავიცმევთ შენს კურტკას - ერთი კურტკა მაქვს, ორი ვერ ჩავეტევით დდ ... მარა კაი დაგითმობ დღეს და მე ჯინსის ქურთუკს შემოვიცმევ - ხოდა უცებ გავიპარებით და ავუტანთ ამას და წამოვალთ მალე - ხო ვიცი შენი მალე, მე გარეთ დამტოვებ, შენ შეხვალ და დაახლოებით 25 ნარეკისა და 100 მოწერის მერე გამოხვალ გარეთ. - არა მალე გამოვალ 5 წუთი მინდა სულ - გინდა დავნიძლავდეთ, რომ ზუსტად 30 წუთი შიგნით იქნები - არ ვიქნები - მოდი - კაი, რაზე? - ტკბილეულზე - რომელსაც ისევ ჩემი ფულით ვიყიდით ... კარგი ეგრე იყოს რათქმაუნდა ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ. 30 წუთი მოსაგონი იყო მთელი 1 საათი მაყურყუტა კარებთან. მერე ტკბილეული ავიღეთ და სახლისაკენ ჰერი ჰერი. ნინი ძალიან მხიარული გოგო იყო, მისგან დადებითი მუხტები მოდიოდა. როზალიაც მხიარული იყო მაგრამ ამავდროულად სულ მოწყენილი, მხოლოდ ნინისთან შემაჩნევდით მის სიცილს, რომელიც ისევ მისი საუკეთესო მეგობრის დამსახურება იყო. ამ მეგობრობამ ბევრ წინააღმდეგობას გაუძლო. ბევრს არ უნდოდა რომ ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთად დარჩნენ. ბევრმა სხვა გოგომ სცადა ჩვენს შორის ჩადგომა მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. არავის არაფერი გამოუვიდა გარდა ერთისა. 2021 წლის აგვისტოს რიცხვები იყო, როცა ჩვენს უბანში სხვა უბნის ბიჭები გადმოვიდნენ და დაიწყეს მინუსპიატის თამაში ჩვენც შევუერთდით. ერთ ბიჭს განსაკუთრებულად მოეწონა ნინი მე დავეხმარე მათ ურთიერთობის აწყობაში. ბოლოს კი ამ ბიჭის გამო დამშორდა. ერთ დღეს ნინი ალექსანდრეს წაყვა მაღაზიაში, ამ ბიჭს მე არ ვევასებოდი, არ მოვწონდი და არ მოსწონდა რომ სულ ნინის გვერდით ვიყავი, მაგრამ ამას ნინი მთხოვდა. მეუბნებოდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი, თავს ზედმეტად ვგრძნობდი, ამიტომაც როცა ალექსმა ნინის მაღაზიაში გაყოლა სთხოვა და ის დათანხმდა ნინიმ მითხრა შენც წამოდიო, მაგრამ უარი ვუთხარი, მიზეზად ვუთხარი რომ კალათბურთის თამაში მინდოდა და უბანში შევედი. მაგიდასთან დავჯექი სადაც სხვა უბნის ორი ბიჭი და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი ბიჭი იჯდა. - რა არის როზა მარტო დაგტოვეს ? - ....... - არ იტყვი რა ხდება? - არაფერი უბრალოდ ნინი შეიცვალა ამ ბიჭთან ურთიერთობისას, იმ ბიჭსაც არ მოვწონვარ, გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, ალექსს სულ უნდა რომ ერთმანეთისგან შორს ვიყოთ, ერთხელ მოკვლითაც დამემუქრა, ნინის თვალწინ მაგრამ ხუმრობაში გავუტარე, მერე ნინისაც ვუთხარი მარა უბრალოდ ხუმრობსო. - კარგი მხოლოდ ეს თქვა და წავიდა. როცა ალექსანდრე დაბრუნდა ბიჭებმა გაიყვანეს და დაელაპარაკნენ, ცოტა არ იყოს სხვანაირად აუხსნეს ყველაფერი, მერე მე მომდგა, თუ რამე არ მოგწონდა ჩემთვის გეთქვაო, მერე ნინი მომდგა მე რატო არ მითხარიო, მეთქი გეუბნებოდი მარა არ გაინტერესებდათქო. ამის გამო დაახლოებთ 1 კვირა აღარ ვლაპარაკობდით მერე მშობლებმა შეგვარიგეს. დაიწყო სკოლა, ნინი მეთორმეტეში იყო აბიტურიენტი, ცოტა დრო ჰქონდა დასასვენებლად, ხშირად ვეღარ ვნახულობდი, როცა ისვენებდა მაშინაც ვერ ვნახულობდი ძირითადად ალექსასთან იყო. 15 ოქტომბერი, ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორც ყოველთვის ერთმანეთი მოვიკითხეთ, ბოლოს კი მითხრა რომ აღარ უნდოდა ჩემთან ასეთი ახლო მეგობრობა, მე ვუთხარი რომ ჩვენ არამარტო მეგობრები ნათესავებიც ვიყავით, თვითონ კიდე მომიგო ისეთი ნათესავებიც მყავს ვისაც გამარჯობასაც არ ვეუბნებიო. და აი ასე დასრულდა 13 წლიანი მეგობრობა, დობა, ერთობა. თავიდან ძალიან მიჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში შევეჩვიე. დავივიწყე ყველაფერი და ვითომც არაფერი ისე გავაგრძელეთ ცხოვრება. ამის შემდეგ ვირწმუნე მხოლოდ, რომ არაფერია სამუდამო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.