მხოლოდ შენ
დღეს ახალი დღე გათენდა,ზუსტად ისეთივე როგორიც გუშინ,ზუსტად იგივე მოლოდინებით სავსე, რომელიც დღის დასასრულამდე მიმყვება და არ მეკარგება იმის ილუზია, რომ შეიძლება ჩემი მოლოდინები ამიხდეს.დაახლოებით ერთი წლის წინ, უფრო ნაკლების გავიცანი ერთი ბიჭი აი იცით როგორი,რომ ვუყურებდი და ვფიქრობდი ნეტავ რას უნდა ველოდო მისგან.მახსოვს ჩვენი ერთ-ერთი დიალოგის დროს ძალიან საინტერესო რამ მითხრა,რამაც მაშინ ცოტა არ იყოს გამაღიზიანა კიდეც,“შიშის არარსებობოა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მამაცია,როცა რაღაცის გეშინია და შიშის მიუხედავად მოქმედებ აი ეს არის სიმამაცე“.მაშინ ეს იმდენად კარგად ვერ გავიაზრე როგორც ახლა.იმ დღის შემდეგ თვეები გავიდა მე კი, როგორც ყოველთვის, მის ნათქვამზე და თავად ამ ბიჭზე ფიქრი დიდი ხანია არ მშორდება.მაშინ ეს უბრალო სიტყვები იყო, ახლა კი ეს ის უკანასკნელია,რომელიც მაიძულებს ვიმოქმედო და საკუთარ შიშებს თვალებში ჩავხედო.ყოველი დილა ერთნაირად იწყება.თვალებს ვახელ და პირველი ფიქრი რაც თავში მომდია არის ის ,რომ ნეტავ დღეს მაინც თუ ვიგრძნობ სულ ცოტათი უკეთესად თავს ვიდრე გუშინ ვგრძნობდი,დღეს მაინც თუ შევძლებ ადამიანებს თავი კარგად არ მოვაჩვენო და მეყოს სიმამაცე იმისა,რომ ვისაუბრო იმაზე რაც მთრგუნავს.არა ყოველთვის იგივე ხდება ძალას ვერ ვპოულობ საუბრისთვის, სამაგიეროთ ძალას ვპოულობ იმისთვის რომ ჩემს თავს დვავიწყო ყველაფერი და რამდენიმე საათი მაინც ვიყო ყალბად ბედნიერი.ასეთი დღის დასასრულს გულში რაღაც სიმძიმეს ვგრძნობ,თითქოს ჩემში ჩაკლული იმედები გარეთ გამოღწევას ლამობენ მაგრამ სულ ტყუილად, მე მათ გასაშვებათ ჯერ მზად არვარ,რადგან მეშინია ისინიც, რომ წავიდნენ მართლაც სულ მარტო დავრჩები.და ისევ შიში,რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას,რომ მამაცი საერთოდ არვარ მაშინაც კი როცა ეს გადარჩენას ეხება.ასეთი დღეების ბოლოს როცა ყველა საქმეს ვასრულებ და ვხვდები,რომ ეს დღეც დამთავრდა ყველაზე ცარიელად ვგრძნობ თავს, იმ ყუთივით რომელიც სადღაც სიბნელეში შეჩურთეს.გვერდით ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მოსმენისთვის მზადაა, მოსმენისთვის მაგრამ არა გაგებისთვსი,ის ერთადერთი კი ვისაც გაგება შეუძლია ადამიანია რომელთანაც ჩემი შიშები გამო ვერასოდეს მივალ და ვეტყვი მჭირდები.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.