შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო !!!


7-05-2022, 17:00
ავტორი mea 21
ნანახია 963

აზრი იმასთან დაკავშირებით რომ დრო მკურნალია მცდარია , ჩემი აზრით დრო მოძალადეა ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, დარწმუნებული ვარ უამრავ თქვენგანს აქვს ეს ფრაზა გამოყენებული. და მაინც რას ვაპირებ დროის დაბრუნების შემდეგ? ნუთუ იქ რაიმეს შევცვლით ვერა. ბედისწერას ვერ შევცვლით . უბრალოდ უნდა ვეცადოთ სწორ დროს სწორი ადამიანის გვერდით აღმოვჩნდეთ . ვერასდროს განკურნავს დრო იმ ტკივილს რაც წარსულმა მოგვაყენა იქნება ეს საყვარელი ადამიანის გარდაცვალება თუ მასთან უბრალოდ განშორება . ის ვერ განკურნავს პირიქით გვაიძულებს შევეგუოთ იმ ადამიანებისგან შორს ყოფნას ვინც ერთ დროს ჩვენთვის საყრდენი იყო . დიახაც ძალადობს დრო ჩვენზე . რადგან ის ჩვენ გვაიძულებს გვართმევს გვყინავს ფერებს გვართმევს , ჩვენკი გვგონია რომ რაც უფრო სწრაფად გავა დრო მით უფრო განელდება ტკივილები . პირიქითააა მონატრებაზე მტკივნეული რამ არ არსებობს აი სწორედდ ამიტონ ვამბობ რომ დიახ დრო ძალადობს უამრავ ადამიანზე !!! ის ვერ გაანელებს ვერ შეამსუბუქებს ვერ გადაგატანინებს, ეს შენ თვითონ უნდა დაძლიო საკუთარ თავში ტკივილი და ისიც იმის გამო რომ ადამიანი დედამიწაზე დროებითაა . მარადიული და ულამაზესი წუთისოფელი სადაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები არიან ჯერ კიდევ წინ არის დედამიწა ვფირობ გამოცდაა ჩვენი ყველანაირ ცხოვრებას გვიჩვენებს მაგრამ ბოლომდე ევრ გვაძლევს იმას რაც ჩვენ გვინდა. პირველად მაშინ დავიმსხვერი და დავნაწილდი როცა დედა დამეღუპა მაშინ მეგონა მიწა გამისკდა და უფსკრულში გადავიჩეხე აი მაშინ ვინც მეუბნებდა რომ დრო გავა და გაგვლისო რატომ ვერ მშველის თქვენი დრო ? რატომ არ გადადის ტკივილი ? იქნებ იმიტომ რომ მაიძულა უბრალოდ შევგუებოდი ? იქნებ ყოველთვის უნდა ვურჩიოთ ადამიანს როცა ვიღაცას კარგავს ვისზეც დამოკიდებულია ეძებოს იმედი იმსა რომ ის არ დაუტოვებიათ სამუდამოს? იქნებ ვეცადოთ და ოდნავ მაინც დავაიმედოთ იმით რომ გავნვლოთ ჩვენი ცხოვრების ლამაზი ეტაპები და ვიყოთ იმის იმედით რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს აუცილებლად შევხვდებით .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent