შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკმარისია!..


12-05-2022, 18:20
ავტორი Annnaaa
ნანახია 1 006

ზოგჯერ გეჩვენება, რომ დაიკარგე თანაც ისე რომ ამის შემჩნევას გვიან იწყებ
ზედმეტად გვიან იმისთვის, რომ უკან დასაბრუნებელი გზა იპოვო.

ისე იკარგებე ვერც კი ხვდები საითკენ მიექანები და ამ პროცეს ვერ აჩერებ.
ვერ აჩერებ, რადგან არ იცი როდის , რატომ ან საიდან დაიწყო.

ერთხელ ეს ეტაპი უკვე გადავლახე , ახლაც არვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ დაკარგულმა გზა ვიპოვე.
თუმცა ისევ იგივეს მარტო ვეღარ ვახერხებ, არვიცი რისი ბრალია , რომ ასე დავუძლურდი და საკუთარ ცხოვრებას ვეღარ ვაკონტროლებ.

ჩემი ფსიქოლოგი კი მეუბნება , რომ მარტო არ ვარ და რომ მსგავსი პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აწუხებს . თურმე ამის გამო თავი უსუსურად არ უნდა ვიგრძნო.
სათქმელად მარტივია, თუმცა მისი სიტყვები ოდნავადაც არ მამშვიდებს.

იქნებ სულაც არ უნდა მიმემართა მისთვის?! და ნახევარი ხელფასი ამ უაზრო სეანსებში არუნდა დამეხარჯა!
შედეგი ხომ მაინც არ მაქვს, რა აზრი აქვს მაშინ?
ხოდა ერთი ასეთი სეანსის დროს უცებ საუბარი გავაწყვეტინე და მოურიდებლად პირში მივახალე:

- ექიმო მოდი შევწყვიტოთ ეს წყეული სეანსები!

ის კი მოულოდნელობისგან გაშეშდა და დაბნეული მზერით მაშტერდებოდა სადღაც 5 წამით მერე კი უცებ მომიტრიალდა და მშვიდი ტონით მკითხა

- რა მიზეზით?

ჩამეცინა, მისი მშვიდი , სერიოზული და გაწონასწორებული საუბრის მანერით ყოველთვის მოხიბლული და ერთობ გაოცებული ვიყავი.
მაგრამ მისთვის კიდევ თვეების მანძილზე ყურებას აღარ ვაპირებდი.
პასუხზე ვფიქრობდი და უცებ ყველაზე მოულოდნელი რამ წამოვროშე
ვიცოდი , რომ ეს მას დააბნევდა. მე კი მისი დაბნეული სახე ადრე არასდროს მენახა.

- შემიყვარდით!

პროფესორი გამოშტერდა , სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მის სახეზე დაბნეულობასთან ერთად ბევრი სხვა ემოცია გამოისახა.
კონკრეტულად ვერ ვხვდებოდი რას გრძნობდა ან რაზე ფიქრობდა იმ მომენტში, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო.
ჩემგან ასეთ არაორდინალურ პასუხს არ ელოდა.
არ იცოდა რა უნდა ეთქვა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
ახლა ნამდვილად ვერ ხვდებოდა ჩემს ნამდვილ განძრახვას და ეს შინაგანად ჭამდა.

მე კი ამის ყურება სიამოვნებას მგვრიდა, გამჭოლ მზერას არ ვაშორებდი მის მწვანე თვალებს და ვამჩნევდი როგორ ცდილობდა ჩემთვის მზერის არიდებას.
ალბათ ეშინოდა, რომ მის ემოციებს წავიკითხავდი, რადგან ის ახლა დაუცველი იყო.
მისი სხეულის ენა მას საშუალებას არ აძლევდა ემოციები დაემალა.
არვიცი მის ემოციურ ტანჯვას რამდენი წუთი ვუყურებდი , მაგრამ ბოლოს მომბეზრდა და უხერხული სიჩუმე თავად დავარღვიე.
სავარძლიდან ავდექი მასთან მივედი , ჩავიმუხლე ხელები კალთაზე დავუწყვე და როგორც დიდი ხნის მეგობარმა მშვიდად ვუთხარი.

- ჩვენი გზები აქ იყოფა ჩემო ძვირფასო, მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე, მაგრამ საკმარისია! მშვიდობით..

გულახდილად , რომ ვთქვათ მადლიერებას საერთოდ არ ვგრძნობდი, განა მართლა რა გაუკეთებია ჩემთვის სამადლობელი?
ეს ხომ მისი სამსახური იყო, რუტინად ჰქონდა ქცეული უიმედო, პრეტენზიული პაციენტების უინტერესო ამბებისთვის გაძლება.
მეც მისი ერთ-ერთი რიგითი პაციენტი ვიყავი და მეტი არაფერი.
მისი კაბინეტი ისე დავტოვე ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს, ვერ გაეგო ასე მოულოდნელად საიდან დამებადა წასვლის იდეა, მაგრამ არც იყო საჭირო ყველაფერი სცოდნოდა.

ჩემი ცხოვრება მას უკვე აღარ ეხებოდა, ქალბატონს ახლა ისღა დარჩენოდა სხვა პაციენტებისთვის მიეხედა , რომ ისინი მაინც არ დაეკარგა.
მე კი საკუთარი ნეხვიდან თავადვე უნდა ამოვსულიყავი, ეს
ერთხელ თუ შევძელი კიდევ შევძლებდი, რომ როგორმე თავს მოვრეოდი.

მეტად აღარ ვაპირებდი გაუთავებელ სეანსებზე სიარულს და იმის ყურებას თუ როგორ ცდილობდა ვიღაც დიპლომიანი ჩემს არეულ გონებაში ხელების ფათურს იმის იმედით , რომ იქ რაიმე საიმედოს იპოვნიდა.
რაიმე ნათელს , რაც ცხოვრების დალაგებაში დამეხმარებოდა.
მერჩივნა იგივე თავად მეცადა.
ახლა მხოლოდ მასთან გატარებულ დაკარგულ დროს , დახარჯულ ფულსა და უაზრო საუბრებს ვნანობდი, რომელიც საბედნიეროდ აღარ გაგრძელდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent