შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი განცდები


22-05-2022, 03:35
ნანახია 9 430

ბუხართან ვზივარ... შევყურებ ცეცხლის წითელ სისხლისფერ ნაპერწკლებს თუ როგორ ბობოქრობენ და მესმის შეშა როგორ ტკაცუნობს , ამ ხმამ მთელი სახლი მოიცვა, რომელიც უფრო მამშვიდებს და ჩემს პლედს უფრო ძლიერად ვეხუტები თითქოს ადამიანი იყოს და ისიც შემომხვევდეს ხელს. ჩახუტება ეს ის ერთადერთი რამ არის რაც სიყვარულს და სიყვარულთან დაკავშირებულ ყველა გრძნობას კარგად გამოხატავს, ვზივარ და ვფიქრობ რა კარგია რომ ჩახუტება არსებობსს, რადგან უთქმელად და სიტყვების ყოველგვარი გამოყენების გარეშე გამოვთქვამთ ჩვენს გრძნობებს, ჩახუტებაც ერთგვარი სიტყვაა, რომელსაც არ აქვს ხმა, და ალბათ ყველაზე ნამდვილიც ეს არის რასაც, არ სჭირდება სიტყვები. ჩახუტებაც მასთან განსაკუთრებულად მიყვარდა...
ფიქრები ტელეფონის ზარმა დამირთხო,არადა არავისთან არ მინდა ლაპარაკი,დედაა. ალბათ ნერვიულობს ჩემზე და აინტერესებს როგორ ვარ. დიდი ორჭოფობის შემდეგ გადავწყვიტე მეპასუხა, ავიღე ყურმილი და ჩამესმა ქვეყნად ყველაზე ტკბილი ხმა , ალბათ ეს ხმაა,რომელიც დედამიწასაც კი აზანზარებს და მეც შემაზანზარა წამიერად. დედის ხმა რომელშიც წყენა, სიყვარული, გაბრაზება და შიში ერთიანად იკითხებოდა, მთხოვდა დავბრუნებულიყავი მაგრამ ახლა არ შემეძლო , არამარტო დაბრუნება არამედ საღად აზროვნებაც არ შემეძლო, ცუდად ვიყავი და რატომ იყო ამის გაგება სხვებისთვის ასე რთული?მესმის რომ ნერვიულობს დედაც მაგრამ ახლა მარტო ყოფნის მეტი არაფერი მჭირდებოდა, ხომ შეიძლება დრო მომცენ, რომ დავივიწყო ყველაფერი და ცხოვრება ახალი ფურცლიდან გავაგრძელო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ დროს ეს ნაკლებად შეეძლო, რადგან ჭრილობა, რომელიც მაქვს დროს როდი მიაქვს, ეს ის არის რაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
ვცდილობდი რამე სასიამოვნოზე მეფიქრა რაც ხასიათს ცოტათი მაინც გამომიკეთებდა თუმცა მაინც იმ დღეზე ვფიქრობდი და ისიც გადამავიწყდა, რომ კარგზე უნდა მეფიქრა.
ღამეა, წვიმს. ჭერზე წვიმის წვეთები ერთი მეორის მიყოლებით ეხეთქება. წვიმა განსაკუთრებით მიყვარს და ეს ხმაც განსაკუთრებულ გრძნობებს აღმიძრავს, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, სასიამოვნოა წვიმა და ცოტა სევდიანიც, ახლა ეს ამინდი ყველაზე უკეთ მოუხდა ჩემს ხასიათს, სევდა სევდიან გოგოს შეხვდა... მგონი წვიმას უკეთ ესმის ჩემი, მე ვერ ვტირი მაგრამ წვიმა ტირის ჩემს მაგივრად, იტირე წვიმავ იტირე იქნებ გულზე მომეშვას მაგრამ შვება ახლა ერთი წუთითაც არ შემომპარვია გულში უბრალოდ ვუსმენდი წვიმის წვეთების ხმას და პლედში გახვეული, გარინდებული, კვლავ ფიქრების მორევში ვეშვებოდი , იმ ფიქრებში რომლებმაც არც დღე იცოდნენ და არც ღამე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent