მზის ამოსვლა
- ბებია , ბებია შეხედე მზეს რა ლამაზია ?! ( ეუბნება პატარა ნია ბებიას ) - მართალია ნია მაგრამ , შვილო მზე ხომ ყოველთვის ასეთი ლამაზი იყო . - არა ბებია როგორ ვერ ამჩნევ , შემოდგომით ის განსაკუთრებით ბრწყინავს ! აივნიდან გასცქერის ძალიან შორს , თითქოს უნდა რაღაც უკეთ დაინახოს , მაგრამ რა ? - შვილო მოდი შინ შევიდეთ გემრიელ ფუნთუშებს გაჭმევ , თან შენ ხომ კარგად არც გიძინია , იქნებ კვლავ ძილს განაგრძობ ჰა ? ვიცი , რომ გიყვარს დილით საწოლში ნებივრობა . (თბილად უღიმის საყვარელ შვილიშვილს, თან ცდილობს შინ შესვლაზე დაიყოლიოს) ნია თითქოს არც კი უსმენდა და კვლავ განაგრძო : - დღეს ჩვეულებრივზე უფრო წითელია არა ? - შვილო სახლში შევიდეთ გაცივდები ...( თმაზე ხელი ნაზად და თბილად გადაუსვა) - შენ არ გინდა ის დაინახო ? ( და კვლავ რაღაცის ძიებაშია .. ) - ვინ ის შვილო ? ... ხმა ჩაუწყდა საბრალო მოხუცს , აღელდა , არ იცოდა რა ეთქვა (თითქოს მიხვდა საქმე რაშიც იყო). - საერთოდ არ მოგენატრა ? კვლავ დუმს , თვალები აუცრემლიანდა და ახლა უკვე ფეხზე ძლივს იდგა . - ნეტავ ის თუ გვხედავს ? მას არ ვენატრებით ? (თითქოს სადაცაა იტირებსო ) - სახლში შევიდეთ ნია , წამოდი ავად არ გახდე - მე რატომ ვერ ვხედავ , ის სადღაც აქ უნდა იყოს ზეცას შესცქერის , თვალები აუწითლდა , ცრემლი სდის მაგრამ თავისას განაგრძობს - ჰაფციი ... - ღვთის წყალობა , შვილო რატომ მიჯიუტდები სახლში შევიდეთ - არა ბებია ჯერ დავინახოთ .... ნახე მზე როგორ ანათებს პატარა ნია საათობით იდგა და მზეს უცქეროდა ... - საბრალო , როგორ დაძინებია (ნაღვლიანი ხმით თქვა მოხუცმა და ნია შინ შეიყვანა) ავად გამხდარიყო და სამი დღე ბებია უვლიდა. გასაკვირია და ნია ამჯერად საწოლიდან აღარ დგებოდა. თითქოს აქაც ვიღაცას ელოდებოდა... რაღაცის თქმა სურდა აღტაცებულსა და სიცოცხლით სავსეს ... - შვილო , ჩემო ტკბილო აი შეპირებული ფუნთუშები, მოდი ჭამე და კიდევ ერთ ზღაპარს მოგიყვები. (ნია ბებიას ფუნთუებს გემრიიელად შეექცეოდა ხოლმე თუმცა ამჯერად არცკი მიკარებია.) - მოდი დავიძინოთ და მე ზღაპარს მოგიყვები ( თბილად მიიხუტა შვილიშვილი ) ის იყო თხრობა უნდა დაეწყო , რომ ნიამ რაღაც თქვა : - ბებია არ გეწყინოს რომ ფუნთუშები არ ვჭამე, მე უბრალოდ მას ველოდები.... და მაინც (გაგანგრძო) მზე ხომ შემოდგომით ძალიან ბრწყინავს ?.. ეს თქვა და ტკბილად დაეძინა. მოხუცს თვალზე ცრემლი მოადგა , გაიხსენა მისი სიტყვები პარასკევ საღამოს ... - ბებია დედა აღარ მოვა ? - ის უკვე ანგელოზია შვილო - ხო მაგრამ ანგელოზებს ვერ ვხედავთ ? - მხოლოდ მაშინ , როცა მზე ძალიან ბრწყინავს , ისე როგორც არასდროს და ისინი ჩნდებიან , მოდიან სადღაც შორიდან... - იმიტომ მოდიან , რომ ვენატრებით ? - ასეა ჩემო ლამაზო იმიტომ , რომ მატ ძალიან ვენატრებით... - ანუ დედა ჩემთანაც მოვა ? ანგელოზებს მეც დავინახავ ?! - რათქმაუნდა დედა შენთანაც მოვა , ის ყოველთვის შენთან იქნება - და რომ დავავიწყდე ? ხომ არ დავავიწყდები ? არ დავავიწყდები არა ? - ტკბილად დაიძინე პატარავ დედას ძალიან ენატრები , განა შენ როგორ დაგივიწყებს ...... ნიას გამოეღვიძა ტირილის ხმაზე - რა მოხდა ბებია, ანგელოზი დაინახე ? დედა მოვიდა ? (ფუნთუშა იქ აღარ იყო) - ის მოსულაა !! მოსულაა, რატომ არ გამაღვიძე ? - ტკბილად გეძინა ჩემო თბილო და აღარ გაგაღვიძე - რამე გითხრა ? ძალიან ლამაზი იყო ხომ ? მე მიკითხაა ? ალბათ შუბლზე მაკოცა , ასე აკეთებს ხოლმე , როცა მძინავს ... ( აღტაცებული სიხარულისგან ოთახებში დარბოდა , ახლა მეც შევჭამ , რადგან ის მოვიდა , დედა მოვიდა ... ) მალე ისევ მოირბინა ბებიასთან - ბებია შემდეგში გამაღვიძე კარგი ? რომ არ ეწყინოს , თორემ ისევ წავა და არ დამელოდება .... ცოტახანში კვლავ მოვიდა - ბებია , ბებია შემოდგომით მზე ხომ ძალიან ბრწყინავს , აი ნახავ ხვალ უფრო წითელი იქნება . - ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.