ის [ჰ.ს]
ხალხი, ხმაური, სიცილი, გაურკვეველი სტრიქონები, ყვირილი... სევდა... პირველი შემთხვევაა, როცა ამ გაურკვეველ ქაოსში მარტო ვდგავარ და თავს მარტოსულად არ ვგრძნობ. როგორც დაგეგმე, შენ ჩემი სულისა და ოცნების ნაწილი გახდი. შენ, ჩემი ცხოვრების დაუგეგმავი ნაწილი ხარ... მხოლოდ შენ ხედავდი ჩემში არსებულ ტკივილს.ჩემს არეულობაში მყოფს ნებას მაძლევდი შენ მხარზე მეტირა, სანამ ცრემლით გაჟღენთილი ქსოვილი არ დაასველებდა შენს თბილ კანს. ანგელოზი იყავი და მე დაუფიქრებლად შევქმენი შენთვის კიდევ ერთი პატარა ჯოჯოხეთი. შენ იცოდი, რომ ვერაფერი ვერ მომიტანდა ბედნიერებას და არაფერს ქონდა ძალა, რომ შეეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ. ამიტომ არასდროს არაფერი გითქვამს, გარდა იმისა,რომ მთელი არსებით გვეგრძნო ტკივილი და მასზე , გონებაში არსებული სიბნელით გვებრძოლა. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ რამდენად შეცვლიდი ჩემს ცხოვრებას. შენ ჩემთვის ახალ მომავალს ქმნიდი , როცა ჯერ კიდევ წარსულის ტკივილებს და წარსულის ერთადერთ სიყვარულს ვგლოვობდი. ყველაზე მეტად, ჩემი სულიერი თავისუფლება გინდოდა... შენ მთხოვე სიმართლე მეღიარებინა ,ფაქტები გამემჟღავნებინა შენთვის-ხალხისთვის. გავმხდარიყავი ის, ვინც ნამდვილად მსურდა და არ გამეგრძელებია ნიღბების ტარება, სხვების დასანახად. იცოდი, როგორ მიჭირდა ამ მწვერვალზე ასვლა ამიტომ მეხმარებოდი,რომ პატარ-პატარა ბიძგებით მიმეღწია ყოველივესთის. დღეს პირდაპირ ვაღიარებ,რომ შენ ეს შეძელი! შენ იყავი საუკეთესო გზა საკუთარი თავის აღმოსაჩენად! მე მესმის, რომ მხოლოდ დროშის ფრიალს არ შეუძლია შეცვალოს ვინმეს ცხოვრება და მსოფლმხედველობა. მაგრამ თუ ერთმა ადამიანმა შეძლო, უბრალო სიტყვებითა და შეხებით, გაეფანტა და სინათლის სხივი მოეფინა გარშემო გამეფებული სიბნელისათვის, სულელი ვიქნები თუ უმნიშვნელო ქცევებს მნიშვნელოვანს არ გავხდი, სხვისთვის. თუ ეს თუნდაც ერთ ადამიანს აძლევს იმედის ნაპერწკალს და იცის, რომ ის მარტო არ არის ამ სამყაროში, მე ამას ყოველთვის გავაკეთებ. შენი სახელით შეევცვლი სამყაროს. ბუმერანგის პრინციპის ყოველთვის მჯეროდა. მწამს, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული კარგი საქმეები , ხვალ თუ არა ,შორეულ მომავალში აუცილებლად დაგვიბრუნდება. შენ აავსე ჩემი ცხოვრება სიკეთითა და სინათლით, აქამდე უცხო გრძნობებით. პასუხად მხოლოდ ტკივილითა და აუტანელი გაურკვევლობით შეგხვდი.ერთხელ მკითხე, მიყვარდი თუ არა. რა მინდოდა შენგან, ამდენი გაურკვევლობა ბოლოს გიღებდა , აღარ გქონდა მეტი გულის ნაწილი, რომ ესეც ჩემთვის მოგეცა, ასე ყოფნით სუნთქვაც აღარ შეგეძლო... წასვლა გინდოდა და მე გაგიშვი... იმ დაწყევლილ ღამეს წასვლის უფლება მოგეცი... მწვერვალზე ერთად ვიდექით, ან ერთი გასწირავდა თავს, ან მეორე... იმ დროს შიშმა მძლია, შენთან ერთად არსებობის შიშმა, რადგან ვიცი რა მოყვება სიყვარულს- გაუთავებელი სევდა, კიდევ ერთხელ ამას ვერ გამოვივლიდი. ჩემი წარსულის შეცდომები არ მაძლევდენ ამის საშვალებას. ვიცოდი, რომ ბევრს ნიშნავდი ჩემთვის, ჩემი გონებისთის მაამებელი წამალი იყავი და მაინც, მაშინ როცა ეს ვიცოდი, რატომ მოგეცი წასვლის უფლება... მე შენი განკურნება შემეძლო, გატეხილი სულის აღდგენა, მაგრამ ამის უფლებას ,რატომღაც, არასდროს მაძლევდი, მასინ როცა ხისტი ქმედებებით ცდილობდი ჩემში არსებული სევდის გაქარწ....ბას. შენზე უარი არასდროს უნდა მეთქვა. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მცოდნოდა ეს ბოლო შეხვედრა, ბოლო კოცნა იყო გეფიცები არ გაგიშვებდი, სამუდამოდ ჩემს ხელებში დაგტოვებდი, ჩემს ბაგეზე მომწყვდეულს ხმამაღლა გეტყოდი -მიყვარხარ- ისე, როგორც არასდროს არავინ მყვარებია... შენ გაიცინებდი ოდნავ ეჭვისთვალით შემომხედავდი და არ დამიჯერებდი, მაგრამ დარჩებოდი... კეთილი გულიგქონდა, კეთილი სული გქონდა... გასაკვირი არ არის, რომ ერთმანეთისთვის უცხოები ვიყავით, მაგრამ იმდენად ახლო, რომ ყოველი შეხებისას პულსის სისწრაფე შემაშფოთებლად სწრაფი იყო. ადრენალინის დიდმა დოზამ დაფარა და დაჩრდილა ჩემი თვალების შუქი და გონებას აიძულებდა ყოველი ფიქრით ამოესუნთქა შენი სახელი - Anna. დღესაც არ ვიცი ვინ იყავი სინამდვილეში. '' ჰარი ერთი წუთი და ვიწყებთ!'' მესმის მენეჯერის მოსაწყენი ხმა. ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.