სიყვარულს დიდხანს უნდებიან
საღამომ მომიტანა სტრიქონები, ლექსებიც თავისით ბრუნდებიან... გუშინ კი ისევ იმას ვიგონებდი სიყვარულს დიდხანს რომ უნდებიან... დიდია, სიშორე და უფრო დიდი... ქარია, თოვლია და გუნდებია... დრო მიდის, დრო მიდის და ისევ მიდის- სიყვარულს მაინც დიდხანს უნდებიან... ვიპოვით ნაცნობ თვალებს, მოვიზიდავთ, შევიჩვევთ ვეხებით და დუნდებიან... ხანდახან დროდარდო თუ მოვიცლით და ქრებიან, წყდებიან, სრულდებიან... ორპირი მეგობრები მოვიმრავლეთ, ნახევარ კაპიკზე რომ ცდუნდებიან, დარჩენილ ცხოვრებას კი ისე გავლევთ არ ვიცით ირგვლივ რომ სულ მთებია, ზღვებია, მარტოობის ხიდებია, უცნობი, ნაცნობი კორდებია... გულები სიყვარულს რომ გპირდებიან და მერე მალევე რომ გშორდებიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.