შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდა რომელიც გაბედნიერება


6-09-2022, 01:12
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 9 085

ასეთი ამინდები მიყვარს:ქარიანი,წვიმიანი,ცივი.ხედავ წვიმის წვეთები როგორ ეცემა შენი ოთახის ფანჯარას,ყველაფერი სველდება,უკუნით სიბნელეში გარედან შემომავალი ელვის შუქი წამიერად თვალს გჭრის,ფანჯრის კუთხიდან სიოს,წვიმის ხმა ისმის,რომელსაც თან ახლავს ჩვეული სიცივე,სიგრილე რომელიც სახეზე გხვდება,მოგონებებს გიღვიძებს და შენში ჩვეული სევდაც ბრუნდება.იმ წამიდან ყველა შენი ფიქრი თავში ირევა, ისე თოთქოს ფანჯრის კუთხიდან შემომავალმა ქარმა შენს გონებამდეც მიაღწია.არეულ ფიქრებში ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე სათუთს ძლიერად ჩავებღაუჭე,რომ არ დამკარგვოდა,ჩავებღაუჭე რადგან ისევ იგივე არეულობას არ მივცემოდი.ფიქრი ზოგადად ისეთი რამაა ადამინის თავში მისივე ნების საწინააღმდეგოდ ჩნდება, მისი გაქრობა კი ურთულესია, ეს მდგომარეობაა რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ აკონტროლებს.ხოდა მეც ასეთ ამინდებში ეს უკანასკნელი ყველა მხრიდან მიტევს, ბოლოს ვნებდები და ვუშვებ ჩემში, იქნებ ეს კარგიცაა,კარგია იქამდე სანამ უსაზღვროდ არ ვიღლები და ვხვდები რაღაც მომენტში თუ არ გავჩერდი თავს დავკარგავ.გარეთ ისევ საშინლად წვიმს, ამჯერად ოთახის ფანჯარა გამოვაღე იქვე კუთხეში დავდექი,ღრმად ამოვისუნთქე და ყველაფერი გავუშვი,დიდ ულუფად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი,შევიგრძენი წვიმის შეუცვლელი, მოგონებებით, სავსე სურნელი,და ისევ ახალი ფურცლიდან დავიწყე რაღაც ახლის წერა,იმ იმედით რომ ეს უკანასკნელი მაინც მომეწონებოდა, ან ამ უკანასკნელში მაინც ვიპოვიდი საკუთარ თავს და რეალურ მიზეზს თუ რატომ არ შემიძლია ახლა იმ ადამინის წინ დგომა და საუბარი,რომელიც საშინლად მაბნევს,იქნებ ახლა მაინც მეპოვა მიზეზი იმისა თუ რატომ არ მოვდივარ შენთან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent