შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით დანახული სამყარო


23-12-2022, 22:16
ავტორი მარი ამიი
ნანახია 1 084

დიდი ხნის წინათ, როდესაც ჩემი სამყარო სრულიად უფერული იყო, ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა იგი, თუ სიყვარულით დავუწყებდი ცქერას?! მინდოდა, ერთხელ მაინც დამენახა ის ცისარტყელას ფერებში და თუნდაც რამდენიმე წუთით გამექრო ნისლიანი ფერები ჩემი ცხოვრებიდან. იმ დროს სრულიად მარტოსული, ჩაკეტილი და უსიყვარულო, მოსიარულ გვამი ვიყავი... თუმცა გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მასწავლა სიყვარული და მიჩვენა გზა სამყაროს საოცარი ფერების აღსაქმელად.
1968 წლის გაზაფხული იყო. თბილისის ქუჩებში მივსეირნობდი, ჩიტების ჭიკჭიკითა და ლამაზი ნუშის ყვავილების ცქერით ვტკბებოდი. მზიან და ნათელ დღეს კი ბავშვების კისკისი და ჟრიამული კიდევ უფრო ათბობდა, ახალისებდა. იქვე ვარდისფერი ყვავილებით შემოსილი ვეებერთელა ატმის ხის ქვეშ ჩამოვჯექი და სიხარულით შევცქეროდი პატარებს. ნეტა გენახათ, როგორი აღტაცებით თამაშობდნენ, ხან წრეში ბურთს, ხანაც რეზინობანას. ერთმანეთის მიმართ იმხელა სიყვარულს გრძნობდნენ, რომ მე მავსებდა ეს ყველაფერი სიხარულითა და სიყვარულით.
ეს ეს იყო, შინ დაბრუნებას ვაპირებდი, როცა უეცრად სრულიად უცნობმა ახალგაზრდა ყმაწვილმა ხელი ჩამკიდა და თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი იმ ბავშვებს შორის, რომელთაც ცოტახნის წინ ვუმზრედი და ვნატრობდი მათთან ერთად თამაშზე. გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ ეს არ მადარდებდა. ათობით ბავშვში იმ ყმაწვილის თვალებით ძებნა დავიწყე, რომელმაც თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა და მათთან მიმარბენინა. ინტერესი მკლავდა, იმ ადამიანის ვინაობისა, რომლის მხოლოდ ხელის ჩაკიდვისასაც კი სასიამოვო და განსხვავებული გრძნობა დამეუფლა.
რამდენიმე წუთის შემდეგ პატარებმა წრე შეკრეს ჩემ გარშემო და გვერდით ვიღაც დამიყენეს... რადგანაც თავგზააბნეული მიწას მივჩერებოდი, ქვევიდან დავიწყე ამ ადამიანის შეთვალიერება. უცბად ზევით ავიხედე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
იცით რა ლამაზი იყო... მისი თვალები ოკეანესავით ღრმა და ნათელი იყო. ხორბლისფერ კანს კი ეს თვალები მზისშუქივით ანათებდა. მისი ტუჩები... ისინი წყურვილს იწვევდა ჩემში. გადაპარსული თმა კი უფრო მამაკაცურს ხდიდა მას.
იმ წუთშივე გული ამიჩქარდა. მუცელში ჭრელმა პეპლებმა დაიწყეს ფარფატი და მთელი შინაგანი ნეგატიური ფიქრების მიუხედავად, თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი. იმ წუთიდან ახლიდან დავიბადე. მთელი ტკივილი და სევდა გაქრა ჩემი გულიდან და მის ნაცვლად სიყვარულმა დაისადგურა. მივხვდი, რომ ის ერთადერთი ვიპოვე. მთელი არსებით შემიყვარდა. ამ ბოლო წამამდე ერთხელაც კი არ მირწმუნია სიყვარულის არსებობა... მაგრამ ამ დღეს ერთმანეთის გულებში საუკუნო სიყვარული ჩავაქსოვეთ.
უცბად გამიღიმა, დაიხარა და ბოხი ხმით, მორიდებულად მიჩურჩულა: -‘’იქნებ ჩაი დაგველია, აქვე ძალიან მყუდრო კაფე ვიცი’’. მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი. როგორც ამ დღეს მივენდე და გავყევი კაფეში, მთელი ცხოვრებაც, ასე სიხარულით მივანდეთ ერთმანეთს. ის პირველი ღიმილი კი დღემდე ყველაზე მომხიბვლელია ჩემთვის.
ამ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება ცისარტყელასავით ფერადი გახდა. სიყვარულით დანახული სამყარო ნათელი, ლაღი და უდარდელი აღმოჩნდა. ამ გრძნობამ ბევრი რამ გადაიტანა და შეუძლებელი შეძლო. სამყარო, სადაც სიყვარული სუფევს, ადვილად შეგვიძლია იქ ბოროტების დამარცხება. ეს ყველაზე დიდი და ძლიერი გრძნობაა, არ არსებს დაბრკოლება რასაც ის ვერ გადალახავს.
ჩვენ მალევე დავქორწინდით და დიდი ლოდინის შემდეგ ჩვენმა სიყვარულმა ნაყოფი გამოიბა. ანგელოზივით ლამაზი გოგონა შეგვეძინა. ჩვემა პატარამ კი უფრო გააღრმავა ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული.
ამ სიყვარულით მოცულ, საოცარ სამყაროში ერთად ორმოცდათერთმეტი წელი გავატარეთ. შემდეგ კი გამიფრინდა და ანგელოზად გადაიქცა. თუმცა სიყვარული ხომ ერთადერთი გრძნობაა, რომელიც მარადიულად სუფევს ადამიანის სულში. ჩვენი სიყვარული ვერც სიკვდილმა დაამარცხა. სიკვდილისა და სიცოცხლის გზაზეც ია-ვარდივით მოვაფრქვიეთ ეს ლამაზი გრძნობა და გავაგრძელეთ ორი სხვადასხვა სამყაროდან მარადიული ტრფობა. მჯერა, მალე ისევ შევხვდებით ჩემო ერთადერთო, მერცხალო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent