გზაჯვარედინზე
შენ, ადამიანო, ქუჩაში რომ მხვდები, სადღაც მიიჩქარი, სადღაც მიდიხარ, და არც კი გაინტერესებს მე რატომ მოვდივარ ცრემლიანი, ნელი ნაბიჯით და ცდილობ, რაც შეიძლება მალე ამიარო გვერდი და გააგზრძელო გზა. შენ არც კი იცი რა ბედნიერი ხარ, რა ბედნიერი ხარ, ნებისმიერ ადგილას სადაც გზა ორად იყოფა რომ არ ჩერდები და ფიქრს არ იწყებ რომელი გზა აარჩიო, შენ რომელიც გუცნობიერებლად ირჩევ ორიდან ერთ ნაყინს და კმაყოფილი ხარ არჩევანით, შენ რომელიც არ ფიქრობ ნეტავ მეორე უფრო გემრიელი ხომ არ იყო, შენ რომელიც შუქნიშნის ამ მწვანე შუქის ბოლო წამებზე გადარბიხარ და არ ფიქრომ რა მოხდებოდა თუ გაჩერდებოდი და შემდეგი მწვანე შუქის ანთებას დაელოდებოდი, შენ არ იცი რა ბედნიერი ხარ. შენ ვერ წარმოგიდგენია როგორ შეიძლება იტანჯებოდეს ქუჩაში შემხვედრი, შავებში ჩაცმული გოგონა, ცრემლიანი თვალებით, რომელიც საკუთარ თავს გლოვობს, შენ არ იცი ვიღაცისთვის ცხოვრება რამდენაგ გაუსაძლისი შეიძლება იყოს და მიდიხარ, მიიჩქარი, მაინც უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ იცი რა ბედნიერი ხარ! არ იცი რას ნიშნავს სისხლად იცლებოდე და საკუთარი ხელით ცდილობდე ნაკერების დადებას, არ იცი რომ მე გზაჯვარედინზე გავაჩერე მანქანა და ველოდები სწრაფად მომავალ მძღოლს რომელიც ჩემს მხარეს დამეჯახება და იმედი მაქვს ყველაფერი დასრულდება. მე ვდგავარ და ველოდები, ისე, რომ ამ მომენტში არც სიკვდილზე ვფიქრობ, არც ტკივილზე, არც იმ შეგრძნებაზე დაჯახებისას რომ ვიგრძნობ, არც იმ მძღოლზე რომელიც საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებს მანქანის გაჩერება რომ ვერ შეძლო, არც იმაზე მერე რა იქნება, ან იქნება თუ არა, მერე. უბრალოდ გზაჯვარედინზე შუაში ვდგავარ და ვნატრობ რომ სწრაფად მომავალი მანქანა დამეჯახოს. შინაგანი ტკივილისგან სუნთვა რომ ვეღარ შევძელი, მაშინ გავაჩერე მანქანა და ვნატრობ შეჯახებას, იმ იმედით, რომ იქნებ ფიზიკურმა ტკივილმა ყველაფერი შეცვალოს, თუ მერე იარსებებს შემეძლოს ხმამაღლა ვიტირო ისე, რომ ყველას ეგონოს ჭრილობების ტკივილი მატირებს, სიკვდილს ვნატრობდე და ვერავინ ხვდებოდეს რეალურ მიზეზს. იმედი მაქვს დამეჯახება, იქნებ გამოჩნდეს. შენ კი ადამიანო, ალბათ იტყვი სიყვარულის გამო ამ მდგომარეობაში ყოფნა უაზრობააო, შენ ალბათ ვერ წარმოგიდგენია როგორ უნდა შეიყვარო სხვა საკუთარ თავზე მეტად, დღეს ხომ თვითსიყვარული ნომერ პირველ ადგილზე დგას საზოგადოებისთვის, დღეს ხომ სიყვარული კომფორტი გახდა და თუ გეტირება ესეიგი ტოქსიურია და უნდა გაიქცე, დღეს ხომ სიყვარული სისულელედ მიიჩნევა. შენ ვერ გაიგებ რას ვგრძნობ მე ამ მანქანაში სხვა მანქანის გამოჩენის იმედად რომ ვზივარ,შენ ვერ გაიგებ რამხელაა ჩემი ტკივილი რომელსაც ვერ ვუძლებ. და მაინც თუ ეს სისულელეა რისთვის ვიბადებით? რისთვის ვცოცხლობთ? რისთვის ვიბრძვით ყოველ დღე, თუ არა სიყვარულისთვის? თუ არა იმისთვის რომ საკუთარი ნახევარი ვიპოვოთ, და როდესაც ვიპოვით ისე მივეწეპოთ ქირურგიულადაც შეუძლებელი გახდეს ჩვენი განცალკევება, როგორც საერთო ზურგის ტვინის მქონე სიამის ტყუპების. და ჩვენ იქ სადაც ერთი ბილიკი ორად იყოფა საკუთარი ხელით, ბლაგვი დანით ვიჭრით ჩვენს მეორე ნახევარს, ჩვენს სინდისის ხმას, ჩვენს გულში შემორჩენილ ადამიანობას, ვიგლეჯთ რადგან ის უფრო სუფთაა და ჩვენ მის ნახევრად აღარ გამოვდგებით, ვიგლეჯთ რადგან უკან დაბრუნება და ყველაფრის გამოსწორება აღარ შეგვიძლია, თუნდაც ნახევარი სიცოცხლის დათმობის ფასად, უკან დაბრუნება და ყველა შეცდომის გამოსწორება არ შეგვიძლია, სისუფთავის და ადამიანობის დაბრუნება აღარ შეგვიძლია, მისთვის ღირსეულ მეორე ნახევრად ქცევა აღარ შეგვიძლია, რომ არ მოვიჭრათ მუდმივად აგვეწვება მასთან შეერთების ადგილები, ისევე როგორც ლავას ვეხებოდეთ. მოვიჭერი რადგან ვიცი ისიც დალპებოდა ჩემთან ერთად და ის გავათავისუფლე, სული მტკივა, კივილი მინდა, და მაინც ვდგავარ გზაჯვარედინზე მანქანით, სხვა მანქანის გამოჩენას ვნატრობ. შენ კი ადამიანო, რომელსაც სადღაც გეჩქარება, შენ მე ვერასოდეს ვერ გამიგებ, რადგან კომფორტული სიყვარული გყავს გვერდით და როგორც დი არაკომფორტული გახდება მაშინვე მოიშორებ თავიდან, ღრმადპატივცემულ საკუთარ თავს რომ აამო. ერთხელ რომ დადგები არჩევანის წინაშე, მერე ამ არჩევანს გააკეთებ, საკუთარი ხელით ჩამოიჭრი საკუთარ ნახევარს იმის იმედად რომ შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად ერთად იქნებით, და გააგრძელებ გზას, რომელიც არც კი იცი საით მიდის, ამის შემდეგ ყველგან სადაც გზა ორად გაიყოფა გაჩერდები და ტკივილი ამოგწვავს სულს, ყოველ ჯერზე, ყოველი არჩევანი მტანჯველი და დამქანცველი გახდება და ბოლოს შენც გაჩერდები გზაჯვარედინზე, ისევე როგორც მე ვდგავარ ახლა. ვდგავარ და ველოდები სწრაფად მომავალი მაქნანის გამოჩენას!...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.