ფარვანა
ეს ისე უბრალოდ .... გოგონას სახეზე დაძაბულობა შესტყობოდა. მძიმედ გადააგორა ნერწყვი. ფიქრების ყვირილით დაქანცული კი ნაზად ეხებოდა, მის სიფრიფანა მხრებს. ჯაფით გადაღლილს თუმცა უწინდებურად მომხიბვლელს. სარკის ანარეკლი აშინებდა... ნუთუ თავად იყო? სულ 26 წლისაა. თუმცა სულიერ სიცარიელეს ვერ გაურბის. ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს სევდა... და საბოლოდ, გრძნობები მიიფანტა აღელვებულ ზღვაში. ფიქრებისგან გამოწვეულმა ქარიშხალმა დადუმა მგზნებარე სულისკვეთება. დარჩა მხოლოდ ის, სრულიდ მარტო. გაცრეცილმა მოგონებებმა კი ლანდებივით ჩაუქროლეს სარკეში მომზირალს. ასე ხდება, დაღლილობა იჩენს ხოლმე თავს. უიმედობის მორევში ჩაძირულს კი, ერთადერთი გზა გრჩება: უცქირო-გამოფიტულ, დაჩაჩანაკებულ და გადაღლილ სხეულს, ამასთანავე კი ყალბი ღიმილით მოიწონო თავი. ჭურჭელი რომელიც - ოდესღაც ძალით აღსავსე იყო, ახლა შემაწუხებლად დამძიმებულა. და მაინც რამდენ რამეს უნდა გაუძლოს, განა მსხვრევადი სხეული მეტის ატანს შეძლებს?! ფარფატა ნაბიჯებით მიუახლოვდა ფანჯარას, ზედ შემოჯდა და ღამის ბურუსით მოსილ სამყაროს გახედა. თითქოს მის ჯიბრზე ვარსკვლავებიც კი მიმალულიყვნენ. განა უძლებს გული ამდენს? განა ძალუძს მოკვდავ სხეულს, შეებრძოლოს ამ სასტიკ ხვედრს? ერთი, ორი, სამი... სიწყნარე... სიმშვიდეე...ნეტარება ნუთუ ესაა ის რაც ასე ძლიერ სურდა? უტოპია რომელიც ესოდენ მშვენიერია. ერთი... ორი.... სამი..... ვარდნა, ნაზი ნიავის შეხება ტანზე... როგორი სიმშვიდეა... ერთ... ორი.... სამი..... შეკივლება, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი.... ერთი... ორი.... სამი..... დასასრული?! დასასრული?! დასასრული?! არა! აღმაფრენა!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.