თავშესაფარი
"თუ ზღაპარია ეს ყველაფერი , ადექი და წადი...." _მოგკლავენ და გეტყვიან, ცოცხალი რატომ აღარ ხარო! ხელს დაგავლებენ და სანახევროდ ცოცხალს ფეხზე წამოგაგდებენ, წასვლის დრო არ მოსულაო, მჭირდებიო! მე ყოველთვისო....მე მუდამო ..რაც არ უნდა მოხდესო.... სანახევროდ ცოცხალი ხომ სანახევროდ ლეშია არა? ხოდა ასეთს გკითხავენ: ლამაზი რატომ აღარ ხარო? მკვდარ გულში ჩაგხედავენ და გული არ გაქვსო! ჩაგეხუტებიან და შენი სანახევროდ გაფრენილი სულის უკან დაბრუნებას გაიძულებენ. იმედს ჩაგისახავენ ნაგულარში და დაიწყებს ეს იმედი გულის მაგივრად ფეთქვას. ფერებით აგავსებენ, სიყვარულს გაჩუქებენ, ზღაპრებს აგიხდენენ.მერე გალამაზდები, ძველებურ სიცილს გაიხსენებ. სიცოცხლის სურვილი დაგიბრუნდება. მიეჩვევი, მიეჯაჭვები, მიეხორცები და მოხდება სასწაული, შენ მკვდრეთით აღდგები. მერე კი, ერთ დღესაც, მოვა წამი და შენით დაიღლებიან. ზურგს გაქცევენ და დაიწყებ სიარულს უფსკრულის პირას. ახლა შენი რეალური ზღაპარი იმდენად გეძვირფასება, სასოწარკვეთილი აკივლდები. მაგრამ თუ არ სურთ შენი განწირული ძახილის გაგონება, განა ამ კივილს აზრი ააქვს? იმედი მოკვდება და შენი უგულო მკერდით საკუთარი ნებით გადაეშვები უფსკრულში. გაიოცებ ისე გენდომება მიზეზი გადასარჩენად, არადა ერთხელ ხომ უკვე იყავი მკვდარი? განა რა შეიცვალა? ისედაც მიწა იყავ და კვლავ მიწად იქცევი! _ეჰ, ადამიანები! ადამიანებს როგორ ენდე? შენი ბრალია ყველაფერი! _ განა ის ადამიანია ჩემთვის? _ აბა რა არის? _ ის დამპირდა, რომ მუდამ იქნებოდა ჩემი თავშესაფარი, ამიტომ ვენდე.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.