შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმამაღლა ფიქრი


5-03-2023, 21:38
ავტორი ფისუნა
ნანახია 906

ხმამაღლა ფიქრს ჰგავს აქ წერა.თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკები და თუ სხვებსაც მოუნდებათ რომ გისმინონ,დაე იყოს ასე.საოცრად ლაღი აზრები მომდის გონებაში.ვერ დავიკვეხნი მაღალფარდოვანი და ყურისთვის საამო სიტყვების ფრქვევით(ზოგს პირიქით უჟმური ვგონივარ და მე ეს აღარ მანაღვლებს)მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,რომ ვიქნები გულწრფელი.რატომღაც მინდოდა თუ არ მინდოდა სხვაგვარად არ შემეძლო.არ მჭირდებოდა და არც ახლა მჭირდება თამაში.მოდი,უბრალოდ ვისაუბროთ.არასოდეს არ ვაკეთებდი არაფერს გამიზნულად,რომ შესამჩნევი ვყოფილიყავი.პირიქით...ხშირად ჩრდილში ყოფნასაც კი ვარჩევდი.ვფიქრობ ეს სწორი იყო.დრო ისეთი ძლევამოსილია,რომ "შეუძლებელი" შესაძლებლად შეიძლება იქცეს(ტავტოლოგია უხდება ჩემი აზრით ამ ფრაზას)თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ცხოვრებით იმდენი სიამე არასოდეს მიმიღია რამდენიც ახლა...25 წლის ასაკში.პრინციპში თითქმის 26.ასე ხარბად არასოდეს გამივსია ფილტვები ჟანგბადით.მაინც მიყვარს ეს ბანალურობა და ვიტყვი,რომ ჩვენ ადამიანებს გვჭირდება რაღაც მამოძრავებელი ძალა,რომელიც იმ ნაბერწკალს გააღვივებს ჩვენში,რომელიც მოუთმენლად ელოდა აგიზგიზებას.მე ჩემი ნაპერწკალი მაქვს,შენ შენი...ყველაზე სწორი რაც ცხოვრებამ მასწავლა ალბათ არის ის,რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგწყდეს გული არაფერზე და არავისზე.ჟამი ჟამს მისდევს და ცხოვრებაც ისე გვაცლის ზურგიდან მტვერს,რომ მიხვდები ასე ყოფილა უპრიანი.თურმე არც წლები ნიშნავს ბევრს.ადამიანები ზოგჯერ ერთ წუთში მთავრდებიან.ღმერთია მოწმე,სუფთა სინდისი მაქვს.ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა მოხდეს,რადგან უზენაესმა უკეთ იცის რა(ვინ)გვჭირდება.ჩვენ წარსულში ვტოვებთ იმ ადამიანებს,რომლებსაც ავცდით აზრებში,მიზნებში,მისწრაფებებში,გულის მოტივებში.ჩემი სასოწარკვეთის გამო შესაძლოა ვიყავი ადვილი საკბილო.შესაძლოა ის ადამიანები მარტყავდნენ ზურგში დანას,რომლებთანაც შვება მეგონა იყო.ილუზია,რომელიც ბრჭყვიალა კამფეტს ჰგავს.ერთხელ რომ დაგატკბობენ გგონია სულ ასე იქნება.ყოველჯერზე შეეფეთები გაწბილებას თუ არასწორ კარზე დააკაკუნებ და გეგონება,რომ შიგნით შენი ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ იმიტომ,რომ კარი გაგიღო.ყველაფერს თავისი დრო აქვს.ზოგი ადამიანი გამვლელია,ზოგი კი მყარად იდგამს ფესვებს ჩვენში.წლების წინ საკუთარი თავის ამ ვერსიაზე ვვოცნებობდი.ბევრი იმედგაცრუება იყო აქამდე და არც მომავალში იქნება ნაკლები.თუმცა წარსულისგან განსხვავებით,ახლა იმედგაცრუება შემიძლია ლამაზად გავაცილო.ყველა იმსახურებს თავის წილ ბედნიერებას.მათაც კი ეკუთვნით ვინც ტკივილი მოგვიტანეს.იცით,ალბათ მათ მეტად სჭირდებათ სიყვარული.მათ მეტი დააკლდათ.კარგია ცხოვრება რა...მაგრამ უფრო კარგია როცა გვაქვს შნო და უნარი შერგების.ჩემი სული განცხრომაშია.განსაცდელები ყოველთვის იქნება,მაგრამ განსაცდელებს ისე აღარ ვხვდები როგორც ადრე.მოიშორეთ ყოველგვარი ნეგატივი რაც სულს გიფორიაქებთ.მოიშორეთ ბრაზი და რისხვა რაც განიცადეთ.არ გეგონოთ მორალს გიკითხავდეთ.უბრალოდ ჩემს გონებაში გამოგზაურებთ.რა წამსაც კი იგრძნობთ,რომ რაღაც ან ვიღაც გამძიმებთ,გაუშვით.გზა დაულოცეთ და ცხოვრება გააგრძელეთ.დასაკარგი დაიკარგება.შესაძენს კი შეიძენთ.

პ.ს. და მაინც როგორი სიხარულით ფრთხიალებს გული როცა იცი,რომ შინ გელოდებიან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent