შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩუმი სამყარო


30-03-2023, 20:33
ავტორი ანკა გგ
ნანახია 751

......
წვიმს, თავი მოხუც მუხას შევაფარე, რომელმაც თბილად მიმიღო, მისი გამწვანებული ფოთლები ზევიდან ჯელტმენებივით დამცქეროდნენ, მუხის ძირას ქვაზე ჩამოვჯექი, კალთაში იდაყვები მოვიქციე და თავი ხელებში ჩავრგე, ვაკვირდებოდი მობიბინე დანამულ ბალახს, რომელსაც
ქარი აქეთ-იქით არხევდა, ფოთლებზე დაცემული წვეთები მძიმედ მოსრიალებდა შემდეგი ფოთლისკენ რასაც სასიამოვნო ხმა მოყვებოდა: კაპ, კუპ, კაპ, კუპ.... ისმის ხმები. წვიმა თანდათან ძლიერდებოდა შორს წამით ცას დაკლაკნილი მანათობელი ხაზები ანათებდა, თავშესაფარის ძებნა უნდა დამეწყო ფეხზე წამოვდექი მუხას მადლობის ნიშნად თავი დავუკარი და თითქოს პასუხი ფოთლების შრიალით დამიბრუნა, გამეღიმა, გრძელ სველ ბალახში გავრბოდი, რადგან წვიმა თანდათან მატულობდა, უცებ ხმამ შემაკრთო: " აუუუ" ისმოდა შორიდან, უცებ შევცბი სხეულში მჩხვლეტავმა არსებებმა დამიარა შიშის ნიშნად, თუმცა გზა ტყისკენ განვაგრძე...
გაკვალულ ბილიკს მივუყვებოდი ირგვლივ წვიმის ხმაში ჯერ ისევ ისმოდა ჩიტების სასიამოვნო ჭიკ-ჭიკი, მიწაზე ძლიერად დავარდნილ წვეთების ხმას ჩემი ფეხის ხმა ერწყმოდა, თუმცა ირგვლივ მაინც სასიამოვნო სიჩუმე იყო, ტყე ამწვანებული იყო სასიამოვნო სანახაობა იქმნებოდა გაყვავებული ხეების საოცარი სურნელით მევსებოდა ფილტვები, რომელსაც წვიმის სურნელი ერწყმოდა და სასიამოვნოდ გამაბრუებელ სურნელს ტოვებდა.
ცას სინათლე თანდათან აკლდებოდა, "აუუუუ" გაისმა ხმა თითქოს ზურგსუკან დაიყმუვლა მგელმა, სწრაფად შეშინებული შემოვბრუნდი, თუმცა ვერაფერი დავინახე, უცებ გაისმა ფეხის ხმა და სწრაფად ისევ წინ შევტრიალდი, აფორიაქებულმა გულმა შიში სხეულს გადასდო, თუმცა ბილიკზე თეთრი კურდღელი რომ დავინახე სიმშვიდის ფერებით დაიწყო არემარემ ისევ გაფერადება, გამეღიმა და მის ნაკვალებს მეც ხტუნვა ხტუნვით მივყევი...
ცას თითქოს სქელი ჯანღი გადაკვროდა, ბნელდებოდა და ბნელდებოდა, მოძლიერებული ქარი ხის კენწეროებს ისე მძლავრად არწევდა, როგორც ქარიშხალი ზღვის ტალღებს, ელვა ნელ-ნელა სადღაც შორიდან მოიწევდა და თითქოს მძვინვარე გრიგალი გვაფრთხილებდა მის შესახებ,
"აუუუუ" ისმოდა ისევ შორიდან, ტყე თანდათან იბურებოდა წვიმა მატულობდა და მიწაზე დავარდნილი თავისებურ სურნელს აფრქვევდა, სასიამოვნო იყო, თუმცა სხეული შიშის უსიამოვნო შეგრძებას მაინც შეებოჭა და ადამიანის ფერი სადღაც გამქრალიყო, ეკალ-ბუჩქნარს ასწრაფებული ნაბიჯებით მივარღვევდი, მაგრამ ეკლები სწრაფად წასვლის საშუალებას არ მაძლევდა, კაბას ძლიერად ებღაუჭებოდნენ და წასვლის საშუალებას არ მიტოვებდნენ, ელვის საოცარი კლაკნილები თანდათან ახლოვდებოდა და უკვე გამაყრუებელი მეხთატეხვისთვის ემზადებოდა, ციყვები ხის პატარა და ლამაზად მომრგვალებულ ფუღუროში აფარებდნენ თავს, საკვების საშოვნელად წასული ლამაზი ფრინველები უკან შვილების წვიმისგან დასაცავად ბუდეებს უბრუნდებოდნენ და პაწაწინა ბარტყებს ფრთების ქვეშ თბილად მალავდნენ, წვიმის წვეთები შორი წყაროდან ჩამოსულ წყალს უერთდებოდა ხოლო წყალში დედა იხვი ჭუკებთან ერთად წვიმის წვეთებით ერთობოდა, მაღლა წამოწეული ფრთებს წყლის მაღლა აფრთხიალებდა და ნისკარტს წყალში ჩაყოფის მერე გააქნევ-გამოაქნევდა, ჭუკებიც დედის ქცევებს იმეორებდნენ და წინ წასულ დედას კუდის ქნევით ეწეოდნენ, ტყეში ჩიტების ხმაური არ წყდება, წვიმის ხმა უფრო და უფრო ფარავს ჩემი ნაბიჯების ხმას. ჩამოღამებული ცა წამით ელვამ დღის შუქივით გაანათა და ტყე ჭექა-ქუხილის სასტიკმა ღრინვამ მოიცვა,
გზა აბნეული გავრბოდი და საბოლოოდ პატარა კორდზე აღმოვჩნდი, არაქათ გამოცლილი ბალახზე ქოშინით დავეცი, ღრმად სუნთქვისგან შიშით შებოჭილს მკერდი რიტმულად ადიჩამიდიოდა და სუნთქვა დარეგულირებას ცდილობდა, შედარებით დაწყნარებული სწრაფად გავძვერი ერთმანეთში გადახლართულ სველ ხეებში და უცებ პატარა ქოხი შევამჩნიე, თვალები ბედნიერებისგან გამიბრწყინდა, გულმაც სიხარულისგან დაიწყო ძლიერად ცემა, გარედანვე ისე პატარა იყო თითქოს ჯუჯების სახლს მივადექი, მის სახურავზე ხეებს ტოტები მოქნილად გადაეწიათ თითქოს წვიმისგან იცავდნენ, სახლს მცენარე შემორტყმოდა მწვანე ფოთლებით, წინ პატარა იები ამოსულიყო და ზევიდან ხეები ეფარებოდა თითქოს მათაც ეშინოდათ იას რამე არ მოსვლოდა, კარებზე რამდენიმეჯელ მივარტყი ხელი, არავის ხმა არ ისმოდა, ფრთხილად შევაღე ხის ხმაირიანი კარი ჯერ ნელა მივიხედ მოვიხედე შემდეგ შევედი შიგნით, უკუნითი სიბნელე იყო,
- არავინ არის?
ამოვთქვი შიშით და მხოლოდ ახლაღა იგრძნო სხეულმა სიცივე, სველი ტანსაცმელი სხეულს ზედ ცივად ეკვროდა, შიშის კანკალს სიცივის კანკალი ერწყმოდა და სხეულთან ერთად კბილებიც მიკაწკაწებდა, ელვის შუქზე თუ გამოჩნდებოდა ქოხში ნივთები, სიჩუმე იყო თუმცა ბუხრიდან ქარის ველური ზუზუნი ისმოდა, ბუხრის წინ პატარა ხის სამფეხა სკამი იწონებდა მყარად თავს, იქვე კუთხიდან შეშა მოვზიდე ცეცხლი დავანთე და დაწყნარებული ვუსმენდი გარედან შემომავალ ველურ ხმას, ცეცხლი ინთებოდა და შუქი ძლიერდებოდა, ცეცხლის შუქმა ჩაბნელებული ქოხი სინათლით მორთო, დაწკრიალებულ-დაკრიალებული იყო ქოხი შიგნიდან, კოპწია და კოხტა ელაგა ყველაფერი, " აქ მცხოვრებს გაუხარდება ნეტავ სტუმრის დახვედრა?" გავიფიქრე და ტანსაცმელს დავხედე რომელიც ბუხრის სითბოზე ნისლივით ავარდა ტანსაცმელს ორთქლი, მალევე დაიწვა ხმელი ნაფოტები, ძლიერი ჭექა-ქუხილის ღრიალზე სწრაფად შევყარე ღუმელში შეშა შიშისგან გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა ლამის მკერდიდან ამომხტარიყო, ჩანავლებულ ნაკვერჩხლებზე ხმელი შეშა მალევე ატკრციალდა აბოლდა და ღუმელიც ნელ-ნელა ისევ აბრდღვიალდა......
.....
ციდან წყლის მტვერივით წვრილი წვიმა ცრიდა, ტალღოვან ხეებში გაკვალულ ბილიკს ტლაპო ფარავდა, ირგვლივ ნისლი იყო ჩამოწოლილი ყველაფერი ყვავის და სუნთქავს ზაფხულის გამთენიის მგრძნობიარე სითბოს, მზის პირველი სხივები ხეებში წვრილად ახწევს მიწაზე და გუბეებში ირეკლება, ისევ ცოცხლდება ზაფხულის ტყის ცხოვრება, ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებენ, სიწყნარეში მათი გალობა სასიამოვნოდ ისმოდა, ბუნების ჩუმ ჩურჩულს მოეცვა არემარე: წვიმის სუნი, ველური ყვავილების არომატი, ფიჭვის სანთლებისა და შორეული ხავსის სუნი ერთმანეთში შერეულიყო და ტყის ზღაპრულ იმიჯს მეტად აძლიერებდა...
პატარა ფანჯრიდან მზის სხივები ქოხში იჭრებოდა და შემოჭრილ შუქზე გარკვევით ჩანდა თბილი გარემო, ცოცხითა და მტვრის ჩვრებით მოვასუფთავე დამტვერილი თაროები, ჩიტების ჭიკ-ჭიკს დაბალი ნოტებით ავყევი და ჩიტებთან წყნარი ხმით შერწყმულ მუსიკის ხმაზე ტანი ნაზად ავარხიე, კარები სიმღერითვე გამოვაღე, თუმცა ხმა გამიწყვიტა ჩამოვარდნილმა ფოთლებ გაცვენილმა ტოტმა, თითქოს ფოთლებისგან მიტოვება ვერ გადაიტანა და ხეს ტკივილით მოსწყდა, ეს უკანასკნელიც აყვავებულ იას ზედ დაცემოდა, ია ტოტების სიმძიმეს გადაეხარა და თითქოს შველას ითხოვდა, დახრილმა ტოტები სწრაფად გადავწიე და იამაც მადლიერად წამოყო ისევ თავი, გასველებული იისფერი ფურცლებით მეტად მომხიბვლელად ყვაოდა, მისმა სილამაზემ ბაგეები გამიპო და ღიმილით, ნაზად შევუსუფთავე დასვრილი ფოთლები.... "იიიი!" "იიიი!"
სიჩუმეში ჩიტების ჭიკ-ჭიკი, უცებ განწირული კურდღლის ხმამ გადაფარა, უეცარი ხმისგან აფრთხიალებული გულით წამოვდექი და ხეებს იქით მიწაზე ჩამჯდარ კურდღელს გავხედე, რომელსაც ყურებ ჩამოყრილს თათები თვალებზე აეფარებინა და განწირული ყვიროდა, ის-ის იყო მელა უნდა დასცემოდა თავზე...
- ჰაი! ახლავე მოშორდი! დავჰკივლე მელას და ხმის გასამძაფრებლად ტაში შემოვკარი, მელამაც სწრაფად მოკურცხლა და გრძელი კუდი მიწაზე გაითრია, ჩემს ყვირილზე მეტად აყვირდა კურდღელი და თათებს თვალებიდან არ იშორებდა, შეშინებულს მეც აფორიაქებული გულით მივუახლოვდი, დავიხარე ცალი ხელი მუხლებზე მოვიხვიე და ცალი შეშინებულ კურდღელს თოვლივით თეთრ ბეწვზე ფრთხილად შევახე, მანაც ნელ-ნელა ჩამოუშვა თათები,
- მშიშარა,
სიცილით ვუთხარი და უკვე დაწყნარებულს წასასვლელად ვუბიძგე
- შენი წასვლის დროა,
ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, აცმაცუნებული პირით გამომხედა წამით გაშეშებული იდგა, ხტუნვით შემომიარა და ბუჩქებისკენ ხტუნვით გაიკვლია გზა, მისი გადარჩენისგან ბედნიერმა მივაპყარი ცას თვალებ გაბრწყინებული მზერა და ფოთლიდან ჩამოვარდნილი წვეთისგან შეცივნული სიცილით მოვიხარე....... მზე უფრო და უფრო მიიწევდა მაღლა და ირგვლივ ნისლიც ნელ-ნელა იფანტებოდა, წამოსული ნიავი მზეს ნისლის გაფანტვაში ეხმარებოდა და გაწმენდილ ტყეში უფრო ლამაზად მოჩანდა ამწვანებული ბუნება, გაწმენდილი და განახლებული გამოჩნდა დღის წინ ტყე, რომელშიც სიმშვიდე სუფევდა, ფოთლებზე შერჩენილი წვეთები მიწაზე ჩამოსვლას ლამობდნენ, მზე სხივებით ცდილობდა დაეთბო არემარე და სამყარო სხივებით გამოეღვიძებინა....

გამარჯობა ამ ჩანახატის დადება აქ დიდი ხანია მინდა, უბრალოდ პატარა თავგადასავალია, თუმცა მაინც მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვისაც, უზომოდ გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ და უბრალო მოწონებით მაინც გამიზიარებთ თქვენს განწყობას, 'თავგადასავლის წაკითხვის შემდეგ'



№1 სტუმარი ირ კა

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, თუმცა აქ მსგავსი სტილის ჩანახატზე წაკითხვით არავინ წუხდება, ისტორიის გაგრძელებას ველოდები მადლობა

 


№2  offline წევრი ანკა გგ

ირ კა
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, თუმცა აქ მსგავსი სტილის ჩანახატზე წაკითხვით არავინ წუხდება, ისტორიის გაგრძელებას ველოდები მადლობა

მადლობაა❤️

 


№3 სტუმარი One

Gavtbi❤️ Dzalian sasiamovno iyo da feradi… yochagh, warmatebebi

 


№4  offline წევრი ანკა გგ

One
Gavtbi❤️ Dzalian sasiamovno iyo da feradi… yochagh, warmatebebi

უღრმესი მადლობა თქვენნ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent