შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,მელანქოლია და შეხვედრის მარადისობა"


22-04-2023, 22:01
ავტორი თამი თამი
ნანახია 768

ერთ უღიმღამო ცხოვრების დილას, ის შემოვიდა ცისარტყელის ლამაზ ფერებად და ჩემს სევდიან სიცოცხლესაც მისცა ფერები.
სიმართლე გითხრათ, საღამოხანს ეწვია ფიქრებს და მე კი ვნების ცეცხლის ალებს ვიკვლევდი ტანზე...
მერე შეხვედრა ფრთაფარფატა პეპლის სიცოცხლედ და ულამაზეს საღამოს ჰანგებს, ციმციმად აკრავს ვნების თქეში და მხოლოდ ორის გადაძახილ სიფაქიზეში, ჩუმი ჩურჩული ბაგეთაგან, ვნებააშლილი სიმფონია და პეიზაჟი…
მოხატულ სხეულს ეხლაც ვლანდავ სიჩუმეში და მერე ზმანებად გარდასახვას ვივიწყებ ჩემში…
ჩვენ ისევ ვხვდებით ნაცნობ ქუჩაზე და ნაცნობ სახლში, მაგრამ სიჩუმედ მდუმარება ყინულებს აფრქვევს. მისი ღიმილი ჩემი არის, მე ამას ვგრძნობ და ის იმ თვალებით მიცქერს ისევ, როგორც ოდესღაც მე მეღიმილა იმ სევდიანი ღამის წამში, ჩვენი ღამეულ შეხვედრისა, სიმარტივეში.
ვნებები ისევ შემომიმტვრევს დარაბებს ვიცი, მაგრამ კარიც ხომ ღია არის, დაე მოვიდეს…
ვეღარ იქნება იმდაგვარი ვერც ის ღიმილი, უფრო ექნება ფერი დარდის და სინანულის…
ბოლო წერილიც შემორჩა ფიქრებს:
,,ის ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ შიშების აურზაურით მე გავჭრი წყვდიადს და სულერთობის იდილიასაც ვანაცვალებ მომავლის წამებს"...
წარსულს ვერ შეცვლი და მომავალი ეფემერაც ტალღებზე დაჰქრის…
რაც იყო, იყო, იყოს ისევ ლანდების მარში…


პ.ს.

,, დრომ დარაბები შემომიხურა,
ვნებამ კი ჩუმი ჩურჩულით მითხრა:
ტყუილად ელი,
დავკრძალეთ უკვე,
გასულ ზაფხულს, უდარდელობა"...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent