შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანებად მევლინები ( თითქმის ყოველთვის )


12-03-2017, 22:36
ავტორი Kristy
ნანახია 1 524

ღამის ზმანებად მევლინები თითქმის ყოველთვის
და შემიყვარდა ძილი, როგორც შენი თვალები,
როცა სიზმრიან უშენობას ცრემლები ერთვის,
როცა უაზრო მღელვარებას იძენს ძალები,

ახლა კი თუნდაც ყველა წესის დარღვევა მინდა -
დათრობა ვისკით (ალბათ არცთუ ელეგანტურად),
რადგან იღვიძებს ძველებური ჩუმი სევდა და
სტრიქონებს მისდევს გრძნობისფერი ეპატაჟურად,

რადგან გაყინავს მონატრება თბილ სისხლს ვენებში,
გამახსენდება წამიერი ბედნიერება,
რომ შენს გარშემო ტრიალებდა მზისფერ გეგმებში
ჩემი გულწრფელი (მომღიმარი) სიტყვიერება,

მაგრამ როდესაც ამ დუმილში ქრება დღეები
და როცა ფიქრებს ვერ ველევი ლაღი წამიდან,
მეიმედება სანუკვარი, ციცქნა მზეები,
რადგან ეს წუთი იწყებს ათვლას ისევ თავიდან,

დილით კი, როცა მზე იმღერებს ფერთა არიას,
სარეცელს იცვლის ალიონის მკრთალი ფერები,
გადააშენებს გული შიშველ ეჭვთა არმიას,
შემომაცვდება უიღბლობის ჭარბი ფენები,

რადგან ფიქრები რეალობას ვეღარ ყვებიან
და თუნდაც ერთხელ გაგიხსენოს გულმა, მიხვდები,
როცა ამჩნევენ, მნათობებიც შურით კვდებიან,
რადგან ხედავენ შენს წინაშე როგორ ვიხრები:

შენი ფერები წარმოსახვის ჭრელი გზებია
და უფსკრულივით ღრმა თვალები ფიქრებს მიწეწავს,
რადგან ამქვეყნად შენისთანა არ შემხვედრია,
დრო კი შესაშურ სიჯიუტით სიტყვას მიწელავს,

რომ ნუგეშია უსივრცობის შენით ავსება
და თუნდაც აღარ მეხებოდნენ შენი თითები,
ჩემს მარტოობას გადაფარავს წამის სავსება,
გულის კარებს რომ შემოანგრევს შენზე ფიქრები;

სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამის მიღება მინდა
(რადგან იმედი ანუგეშებს დაღლილ გონებას),
ვიცოდე მინდა, რომ დარჩები ასეთი წმინდა,
რომ ის თვალები შეინახავს ჩემს მოგონებას

და თუ მიმიძღვის შენს წინაშე ბრალი რამეში,
გთხოვ, რომ შემინდო უნებლიე ჩემი ვალები,
რადგან ზმანებად მევლინები უკუნ ღამეში
და შემიყვარდა ძილი, როგორც შენი თვალები!



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ძალიან ლამაზი და სევდიანი იყო... ემოციებით გაჯერებულიი heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

და თუ მიმიძღვის შენს წინაშე ბრალი რამეში,
გთხოვ, რომ შემინდო უნებლიე ჩემი ვალები,
რადგან ზმანებად მევლინები უკუნ ღამეში
და შემიყვარდა ძილი, როგორც შენი თვალები!

ახლა კი თუნდაც ყველა წესის დარღვევა მინდა -
დათრობა ვისკით (ალბათ არცთუ ელეგანტურად),
რადგან იღვიძებს ძველებური ჩუმი სევდა და
სტრიქონებს მისდევს გრძნობისფერი ეპატაჟურად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent